კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: როგორ მოვიქცე, რომ თვალების „ჩრდილი“ ქუთუთოებზე არ „ამეჭრას“?
პასუხი: ეს რომ არ მოხდეს, „ჩრდილი“ არ უნდა წაისვათ თვალის გელის წასმისთანავე, რადგან, „მოსრიალდება“ და აუცილებლად ზოლებად ჩაიპრესება ქუთუთოების ნაკეცებში. თვალების გარშემო გელის წასმის შემდეგ უნდა გავიდეს 20 წუთი, მერე შეიშრეთ ქუთუთოები ქაღალდის ხელსახოცით, მსუბუქად გადაისვით კანისფერი პუდრი და მხოლოდ ამის შემდეგ გაიკეთეთ მაკიაჟი.
კითხვა: რით განსხვავდება ერთმანეთისგან ტუჩის ფერადი ბალზამი და „ბლესკი“?
პასუხი: ბალზამი, უპირველეს ყოვლისა, „ზრუნავს“ ტუჩებზე: იცავს სიმშრალისგან, ზედმეტი სიცხისგან ან სიცივისგან, „ბლესკს“ კი ძირითადად ვიზუალური დატვირთვა აქვს.
კითხვა: ძალიან მძიმე სამუშაო მაქვს და დღის განმავლობაში საშინლად ვიღლები, რის გამოც ყოველ საღამოს თვალები, რომ იტყვიან, „მორღვეული“ მაქვს, ორივე ქუთუთოს გარშემო კი მონაცრისფრო ლაქები მიჩნდება. არადა, ხანდახან ისეთ ადგილას ვარ საღამოობით წასასვლელი, ასეთი ჩალურჯებული თვალებით ვერ გამოვჩნდები. როგორ ვუშველო ამ პრობლემას კოსმეტიკით?
პასუხი: სილურჯე – ეს თვალების დაღლილობის პირველი ნიშანია. რადგან ეს პრობლემა ხშირად გაქვთ, ამიტომ, მუდმივად უნდა გქონდეთ მაცივარში პიტნის, მწვანე ჩაის, გვირილის ან სალბის ნაყენის ყინულის კუბიკები. ყოველ საღამოს, სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ, არ აქვს მნიშვნელობა, აპირებთ თუ არა სადმე წასვლას, მოიშორეთ მაკიაჟი და მთელი სახე, განსაკუთრებით კი – თვალების გარშემო არე, მსუბუქად დაიმასაჟეთ ერთი ცალი ყინულის კუბიკით (სასურველია, თუ ყინულს თხელ, რბილ ნაჭერში გაახვევთ). შემდეგ წამოწექით და აცადეთ, კანი შეშრეს. ამის შემდეგ, თუ სილურჯე მაინც დაგრჩათ, დაიხმარეთ ბაცი ფერის კორექტორი და თხლად გადაისვით ჩამუქებულ ადგილებზე. მაკიაჟი კი (თუ სახლიდან გადიხართ), შეგიძლიათ, ხელახლა გაიკეთოთ.
კითხვა: თვალების მაკიაჟის გაკეთებისას ჯერ რა უნდა წავისვა – „ჩრდილი“ თუ ფანქარი (კონტური)?
პასუხი: ჯერ უნდა წაისვათ „ჩრდილი“ და კონტური მერე გაიკეთოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თვალის კუთხეებში გაკეთებული „ისრები“ გაიდღაბნება ან „ჩრდილით“ უსწორმასწოროდ დაიფარება.

скачать dle 11.3