კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბურახს ბაქტერიოციდული თვისებები გააჩნია


პურის ბურახი მდიდარია B ვიტამინების კომპლექსით, კალციუმით, მანგანუმით, მაგნიუმით, ფოსფორით, ცილებით, ნახშირწყლებით. მასში შედის ათი სახეობის ამინომჟავა და სასარგებლო რძის მჟავა.
ბურახს, გარდა იმისა, რომ წყურვილს კლავს, აქვს კვებითი, მატონიზებელი და ბაქტერიოციდული თვისებებიც. ის აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ახდენს ნაწლავების მიკროფლორის ნორმალიზებას და სასიკეთოდ მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.
ბურახს უძველესი დროიდან იყენებდნენ როგორც შარდმდენ და საფაღარათო საშუალებას. ის, აგრეთვე, სასარგებლოა ნაწლავების აშლილობისა და წყალმანკის დროს.
პურის ბურახის ძირითადი კომპონენტებია: პური, საფუარი და შაქარი. თუმცა, მის დასამზადებლად გამოყენებული ინგრედიენტები გაცილებით მეტია, მაგალითად: ქერის ან ჭვავის ალაო, წიწიბურისა და ჭვავის ფქვილი, ქონდარი, თაფლი, კვლიავი, პიტნა, დარიჩინი, ღვია, პირშუშხა, სვია, ჭარხალი, ქიშმიში, კენკრა და ხილი. ამიტომ, პურის ბურახის დამზადების რამდენიმე რეცეპტი არსებობს და ყოველი მათგანი ადამიანის ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა.

რა დაავადებებს შველის ნატურალური თაფლი
ნატურალური თაფლი შედგება შაქრისგან, მასში ჭარბობს მონოსაქარიდები, კერძოდ, გლუკოზა და ფრუქტოზა. ამის წყალობით, თაფლი კუჭში ფერმენტების საშუალებით არ იშლება და, პრაქტიკულად, სწრაფადვე შეიწოვება ნაწლავებში.
გლუკოზა ზრდის ღვიძლის მიერ ტოქსიკური ნივთიერებების გაუვნებელყოფის უნარს, აუმჯობესებს არტერიულ წნევასა და გულის მუშაობას. ამიტომ, თაფლი საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა ღვიძლის დაავადებების, გულის ფუნქციონირების დარღვევის, სტენოკარდიის, მოწამვლის, ძლიერი გონებრივი და ფიზიკური გადაღლის დროს. ის ასევე, კარგია კუჭის წყლულის, გასტრიტის, ტუბერკულოზისა და სხვა დაავადებების სამკურნალოდ.
თაფლში დაახლოებით 170-180 ბიოლოგიური ნაერთია: თითქმის ყველა ამინომჟავა, ბევრი ფერმენტი, ვიტამინი, მიკრო და მაკრო ელემენტი, რომლებიც ბუნებრივი ანტიბიოტიკებია. აკაციის თაფლი აუცილებელია მოზარდებისთვის, რადგან მასში ბევრია A ვიტამინი, ანუ კაროტინი.
კონიუნქტივიტის, კატარაქტისა და გლაუკომის დროს, თანაბარი რაოდენობით წყალში შერეული თაფლი ჩაიწვეთეთ თვალში, საღამოს, ძილის წინ. ის კარგია, ასევე, ნევრო-ფსიქიკური დარღვევების დროსაც. მას აქვს ანტისეპტიკური თვისებები. შარდის შეუკავებლობის შემთხვევაში, მიიღეთ საღამოს 1 კოვზი აკაციის თაფლი. ის ხელს უწყობს ორგანიზმში სითხის შენარჩუნებას.
რაც შეეხება წაბლის თაფლს, ის ხელს უწყობს მადის მომატებას, ნაწლავების ტრაქტის ფერმენტულ აქტივობას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ტონუსს. კარგია პროსტატისა და ღვიძლის დაავადებების დროს.
კუჭთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში რეკომენდებულია, დილით მიიღოთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და მიაყოლოთ წყალი.
ალერგიული ადამიანები კი უნდა მოერიდონ თაფლის ჭამას. ასევე, იკრძალება მისი მიღება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის.

სასმელი წლის ხარისხსა და ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის პირდაპირი კავშირია
სასმელი წყლის გასინჯვისას, როგორც წესი, უპირატესობას გემოს ვანიჭებთ. ამგვარი შერჩევა შემთხვევითი არ არის. სხვადასხვა წყაროს წყალს თავისი დამახასიათებელი ნიშნები, მათ შორის, განსხვავებული გემოც აქვს. გემრიელი წყალი იწვევს არა მხოლოდ დადებით ემოციებს და კლავს წყურვილს, არამედ, უზარმაზარ ინფორმაციას შეიცავს დედამიწის წიაღის მდგომარეობის შესახებ.
დადგენილია, რომ სასმელი წყლის ხარისხისა და ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. ვინაიდან სასმელი წყლის ძირითადი წყაროა მდინარეები და მიწისქვეშა წყლები, მისი დაბინძურების რისკი მაღალია. ვისაც ბუნებრივ წყაროებზე ხელი არ მიგიწვდებათ და სამრეწველო წესით ჩამოსხმული მინერალური წყლის შეძენას ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ, სახლის პირობებშიც დაამზადოთ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო წყალი: საყინულეში მოათავსეთ ცივი წყლით სავსე ქვაბი. ექვსი საათის შემდეგ წყლის ნაწილი, რომელიც გაუყინავი დარჩა, სხვა ჭურჭელში გადაასხით და ხელახლა შედგით საყინულეში, ყინული კი გადააგდეთ. ოთხი საათის შემდეგ ქვაბი გამოიღეთ მაცივრიდან, სითხე გადაღვარეთ, ყინული კი ოთახის ტემპერატურაზე გაადნეთ. ასეთი წესით მომზადებული წყალი მინარევებისგან გაწმენდილია და, ამავე დროს, შეიცავს ორგანიზმისთვის საჭირო ყველა ნივთიერებას. მისი სამკურნალო მოქმედების საიდუმლო კი ისაა, რომ გამდნარი წყლის მოლეკულის დიამეტრი ზომით იდეალურად შეესატყვისება უჯრედების მემბრანების ხვრელებს, რაც სითხეს საშუალებას აძლევს, ადვილად შევიდეს ქიმიურ რეაქციაში, რის შედეგადაც ნივთიერებათა ცვლის პროცესი აქტიურდება და ორგანიზმი ზოგავს ძალასა და ენერგიას.
წყალგაყვანილობის წყალი შეიცავს ქლორს, ფტორსა და სხვა ნაერთებს, რომლებიც დუღილის პროცესში ჯანმრთელობისთვის მავნე ნაერთს წარმოქმნის. ამისგან თავი რომ დაიცვათ, სანამ წყალს აადუღებთ, ერთი დღე-ღამე თიხის, სპილენძის ან მინის ჭურჭელში დატოვეთ, რომ ფტორი და ქლორი გაქრეს.
მოზრდილი ადამიანის ორგანიზმი დაახლოებით 40 ლიტრ სითხეს შეიცავს, რომლის აუცილებელი რაოდენობა მუდამ უნდა შენარჩუნდეს. უმნიშვნელო გაუწყლოების დროსაც კი, სისხლის პლაზმა და სხვა უჯრედგარეშე სითხე შესქელებას იწყებს და მათში მარილების რაოდენობა იმატებს. წყალი უჯრედებიდან დიდი კონცენტრაციის ზონაში მიემართება, რის შედეგადაც უჯრედები ნაოჭდება, რაც მთელი ორგანიზმის ნაადრევ დაბერებას იწვევს. გარდა ამისა, ადამიანთა უმეტესობა წყალს არასწორად სვამს, ხოლო მოსახლეობის თითქმის ნახევარი სითხეს გაცილებით ნაკლებს იღებს, ვიდრე საჭიროა.
წყალი უნდა დალიოთ ნელა, ყლუპ-ყლუპით, არანაკლებ ორი ლიტრისა დღეში, ოღონდ, იმ შემთხვევაში, თუ სისხლძარღვთა სისტემის სერიოზული დაავადებები არ გაწუხებთ და თირკმელებიც ნორმალურად მუშაობს.

როგორ მოვიწესრიგოთ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესი
ის რომ, ადამიანმა ტკბილეული მხოლოდ დესერტად უნდა მიირთვას, მცდარი მოსაზრებაა. ტკბილი სასუსნავი სწრაფად მოგიკლავთ შიმშილს და აღგიდგენთ ენერგიას. თანაც, დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად მშიერი ხართ. თუ სადილი გამოტოვეთ და მას შემდეგაც უკვე რამდენიმე საათი გავიდა, გირჩევთ, ჭამა სწორედ ტკბილეულით დაიწყოთ. მაგალითად, მიირთვით შოკოლადის ფილა, კანფეტი, ტორტის ან ნამცხვრის ნაჭერი ან ნაყინი. ეს დაეხმარება ორგანიზმს, სწრაფად აღადგინოს სისხლში გლუკოზის საჭირო რაოდენობა  და შიმშილის გრძნობაც შეგიმსუბუქოთ.
ცნობილია, რომ შინაგანი ორგანოების, მათ შორის, კუჭ-ნაწლავის არასწორი მუშაობა, ვიტამინების უკმარისობა, არაბალანსირებული კვება, სიგარეტის მოწევა და ალკოჰოლის ხშირი სმა უარყოფითად აისახება სახის კანზე. ამ დროს კანი კარგავს ბუნებრივ სიჯანსაღეს, ელასტიკურობას და ფერმკრთალდება.
ახალგაზრდული და ჯანმრთელი იერი დიდხანს რომ შეინარჩუნოთ, 1 ჩაის კოვზ ლიმონის წვენს დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ოდნავ შემთბარი თაფლი და 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი. მიიღეთ ყოველ დილით, უზმოზე. ვიტამინები, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები და უჯერი ცხიმოვანი მჟავები არა მარტო აახალგაზრდავებს კანს, არამედ, აწესრიგებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლასაც.

ხშირად ჩართეთ საკვებ მენიუში ბულგარული წიწაკა
ბულგარული ტკბილი წიწაკა 6 პროცენტ შაქარს შეიცავს. ამიტომ, ის ერთ-ერთი ყველაზე დიეტური საკვები ბოსტნეულია. დაბალკალორიული ნახშირწყლების დიეტის დროს მისი მიღება კარგ შედეგს იძლევა. ერთი ცალი ბულგარული წიწაკა შეიცავს C ვიტამინის სადღეღამისო ნორმას და ამ ვიტამინის შემცველობით, ბევრ სხვა ბოსტნეულსაც უსწრებს. C ვიტამინით ორგანიზმის მომარაგება აუცილებელია, რათა ადვილად გაუმკლავდეთ ვირუსებსა და სხვადასხვა რესპირატორულ დაავადებებს. ამიტომ, ეცადეთ, რაც შეიძლება, ხშირად ჭამოთ ბულგარული წიწაკა და შეივსოთ თქვენი ორგანიზმი C ვიტამინით.
სასურველია, ტკბილი წიწაკა ცხიმთან ერთად მიიღოთ, რათა ორგანიზმმა მაქსიმალურად შეითვისოს მასში არსებული ვიტამინები. ასე რომ, კარგი იქნება, თუ მას მცენარეულ ზეთში მოშუშავთ და ისე მიირთმევთ.
ტკბილი წიწაკა ერთადერთი ბოსტნეულია, რომელიც კარგად ინარჩუნებს მასში შემავალ ვიტამინებს როგორც თერმული დამუშავებისას, ისე დაკონსერვების შემთხვევაშიც. ამიტომ, გირჩევთ, თქვენს ყოველდღიურ რაციონში აუცილებლად შეიტანოთ ბულგარული წიწაკა.

რომელი საკვები რგებს მხედველობას
ასპროცენტიანი მხედველობით ბევრი ვერ დაიკვეხნის. ფიზიკური გადაღლა, კომპიუტერთან და ტელევიზორთან დიდხანს ჯდომა, ალკოჰოლი, სიგარეტი, უძილობა – ეს ყველაფერი თვალებს აზიანებს და მხედველობაზე ნეგატიურად აისახება. ამას ემატება მემკვიდრეობითი ფაქტორი, ტრავმები და სხვა, რომლებიც ასევე ახდენს ზემოქმედებას მხედველობაზე.
ასაკის მატებასთან ერთად მხედველობაც სუსტდება. თუ თქვენ რისკის ჯგუფს მიეკუთვნებით, მტკივნეულად რეაგირებთ შუქზე, თვალები გეცრემლებათ, სწრაფად გეღლებათ, მაშინ უნდა ივარაუდოთ, რომ თქვენს ორგანიზმში რაღაც დარღვევაა, არ გყოფნით ვიტამინების მარაგი და მიკროელემენტები.
მხედველობის შესუსტებისას აუცილებლად უნდა შეიტანოთ კვებით რაციონში A, B1, B2, C და E ვიტამინების შემცველი პროდუქტები. კომპლექსური, სწორი და ხარისხიანი კვების დროს არ არის აუცილებელი დამატებითი ვიტამინური პრეპარატების მიღება. უმჯობესია, ვიტამინები ნატურალური სახით მიაწოდოთ ორგანიზმს. მაგალითად:
ვიტამინ A-ს შეიცავს ნესვი, სტაფილო, პომიდორი, სალათის ფოთლები, მწვანე ბარდა, ხახვი, ხაჭო, ძროხის ღვიძლი, კარაქი, ნაღები, ყველი.
ვიტამინ B1 შეიცავს: ბარდა, სოკო, ღვიძლი, თირკმელები, ნიგოზი, ბულგარული, ანუ ტკბილი წიწაკა, ნიორი, ქათმის ხორცი, რძის მჟავე პროდუქტები.
ვიტამინ B2-ს შეიცავს: რძე, ყველი, ხაჭო, კვერცხი, ძროხის, ღორისა და ქათმის ხორცი, თევზი, ბარდა, ისპანახი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბანანი, მწვანე ხახვი, კამა.
C ვიტამინს შეიცავს: ასკილი, შავი მოცხარი, ქაცვი, ოხრახუში, კამა, კარტოფილი, კომბოსტო, ციტრუსები.
E ვიტამინს შეიცავს: სოია, სიმინდი, მზესუმზირის ზეთი, ხორბალი, შვრია, ჭვავი.
მხედველობის შესუსტების დროს, რაც შეიძლება ხშირად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში ის პროდუქტები, რომლებიც ზემოთ არის ჩამოთვლილი.

скачать dle 11.3