კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (50)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

„ფორბსის” უცოლო მილიარდერების 2012 წლის რეიტინგი

2012 წლის მსოფლიოს მილიარდერების რეიტინგთან ერთად, გავლენიანმა ჟურნალმა „ფორბსმა” ყველაზე სასურველი უცოლო მილიარდერების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც მთავარი პრიორიტეტი, პირველ ყოვლისა,  ასაკს და, უკვე შემდგომ – მილიარდიან კაპიტალს მიენიჭა. ცნობისთვის, რეიტინგის შარშანდელმა ლიდერმა მარკ ცუკერბერგმა რეიტინგის გამოქვეყნებამდე მოასწრო დაქორწინება პრისცილა ჩანზე და ავტომატურად გაათავისუფლა ადგილი. ამრიგად, „თბილისელების” ამ ნომერში ყველაზე სასურველი მილიარდერი სასიძოების რეიტინგს გთავაზობთ.
ალბერტ ფონ ტურნ-ი-ტაქსისი: ასაკი – 28 წლის; კაპიტალი – 1,5 მილიარდი დოლარი: პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი, პრინცი ალბერტ ფონ ტაქსისი დღემდე მარტოა, მას არ ჰყავს მეგობარი გოგონა და იგი მშობლების საგვარეულო სასახლეში ცხოვრობს. პრინცი გატაცებულია ავტოსპორტით და  პრაქტიკულად არ აცდენს გერმანიაში მიმდინარე რბოლებს.
ედუარდო სავერინი: ასაკი – 30 წლის: კაპიტალი – 2 მილიარდი დოლარი: მარკ ცუკერბერგთან ერთად სოციალურ ქსელ „ფეისბუქის” თანადამფუძნებელი, ბრაზილიაში დაიბადა, ჰარვარდის უნივერსიტეტში მიიღო უმაღლესი განათლება და ამჟამად სინგაპურში აყალიბებს ახალ ბიზნესს.  ბოლო ცნობებით, სავერინის გული თავისუფალია.
რობერტ პერა:  ასაკი – 34 წლის; კაპიტალი – 1,5 მილიარდი დოლარი: „ეპლის” ყოფილი თანამშრომელი, რომელიც 2012 წელს პირველად მოხვდა მილიარდერების რეიტინგში მას შემდეგ, რაც მისი კომპანია „იუბიქუიტ ნეტვორქსი” 2011 წლის შემოდგომაზე საფონდო ბირჟაზე გამოჩნდა. პერა ასკეტურად ცხოვრობს ერთსაძინებლიან ბინაში, სან-ჟოზეში.
იოშიკაცუ ტანაკა: ასაკი – 35 წლის: კაპიტალი – 3,5 მილიარდი დოლარი: აზიის ყველაზე სასურველი სასიძო მილიარდერი. იაპონური კომპანია „გრის” თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, რომელიც მსოფლიო ლიდერია კომპიუტერული თამაშების შექმნაში მობილური მოწყობილობებისთვის. გასულ წელს ტანაკამ მნიშვნელოვანი შესყიდვა განახორციელა – მისმა კომპანიამ ამერიკული სათამაშო ქსელის „ოუპენფეიტის” აქციათა სრული პაკეტი შეიძინა.
ალეხანდრო სანტო-დომინგო:  ასაკი – 35 წლის;  კაპიტალი – 9,5 მილიარდი დოლარი: ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ალეხანდრო სულ ახლახან ჩაუდგა სათავეში საოჯახო ბიზნესს – კომპანია „სანტო დომინგო გრუპს”. ალეხანდრო მანჰეტენზე ცხოვრობს და, ბოლო წლებია, მუდამ ხვდება „ვანიტი ფეირის” მიერ შედგენილ ყველაზე გემოვნებიანი ნიუიორკელების რეიტინგში. ოფიციალურად ალეხანდრო დაუქორწინებელია, თუმცა, მისი მექალთანეობის შესახებ ნიუ-იორკში ლეგენდები დადის. იგი ერთდროულად ორ ლამაზმანს: საგამომცემლო იმპერიის მემკვიდრეს ამანდა ჰერსტსა და ჟურნალ „სპორტს ილუსტრეიდის” მოდელ ჯული ჰენდერსონს ხვდებოდა.
ტედი საგი:  ასაკი – 40 წლის; კაპიტალი – 1,2 მილიარდი დოლარი: ებრაელი მილიარდერი, ერთხანს სუპერმოდელ ბარ რაფაელის ხვდებოდა, რომელიც მანამდე ლეონარდო დიკაპრიოს ოფიციალურ საცოლედ იყო ცნობილი. ამჟამად ტედი თავისუფალია და გულის სწორის მოლოდინშია.
ნათანიელ როტშილდი: ასაკი – 40 წლის; კაპიტალი – 1 მილიარდი დოლარი: ლეგენდარული როტშილდების საგვარეულოს წარმომადგენელი, რომელმაც მილიარდიანი კაპიტალი საფონდო ბირჟაზე წარმატებული ვაჭრობის ხარჯზე დააგროვა. ცნობილია, რომ გასულ წელს თავისი 40 წლის იუბილე როტშილდმა ჩერნოგორიაში, მდიდრულ ვილაზე გადაიხადა და ეს სიამოვნება მილიარდერს 1,6 მილიონი დოლარი დაუჯდა.
ელონ მასკი: ასაკი: 40 წლის; კაპიტალი – 2 მილიარდი დოლარი: ელონ მასკი ერთადერთია ამ რეიტინგში, რომელიც წარსულში დაქორწინებული იყო, თუმცა ამჟამად უკვე განქორწინებულია. ელონის თქმით, იგი იმედოვნებს, რომ შეხვდება იმ ადამიანს, რომელიც მას ჭეშმარიტ სიყვარულში დაარწმუნებს და ცხოვრებას გაულამაზებს. ამის შესახებ მან „ფორბსისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
ქსავიე ნიელი:  ასაკი – 44 წლის; კაპიტალი – 4,5 მილიარდი დოლარი: ფრანგმა მილიარდერმა თავისი ბიზნესი ინტერნეტში დაიწყო: თავდაპირველად მან გაუშვა ეროტიკული ვებ-გვერდი, სადაც მსურველებს მეძავების გამოძახება შეეძლოთ. ამის გამო ნიელმა ერთი თვე სატუსაღოში გაატარა და ციხიდან გამოსულმა თავი დაანება პროსტიტუციის ბიზნესს. ამჟამად ნიელის სატელეკომუნიკაციო კომპანია   „ილიადის” აქციათა პაკეტი აქვს, ფლობს აქტივებს საგამომცემლო სახლ „ლე მონდში” და საავტორო უფლებებს ფრენკ სინატრას უკვდავ ჰიტზე „მაი ვეი”. ნიელის ორი შვილი ჰყავს, თუმცა იგი არასდროს ყოფილა დაქორწინებული.
მიხაილ პროხოროვი:  ასაკი – 47 წლის; კაპიტალი – 13,2 მილიარდი დოლარი: რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტობის ექსკანდიდატი და საბრძოლო ხელოვნების მოყვარული მიხაილ პროხოროვი არასდროს ყოფილა დაქორწინებული და იგი მუდამ ხვდება „ფორბსის” რეიტინგში. რუსი ოლიგარქი ფლობს ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კლუბს „ნიუჯერსი ნეთს”, აწარმოებს პირველ რუსულ ჰიბრიდულ ავტომობილებს და გამოსცემს მდიდარი ადამიანებისთვის განკუთვნილ ჟურნალ „სნობს”. პუტინთან პაექრობაში დამარცხებული პროხოროვი წარსულში არაერთი სკანდალის მონაწილე იყო, რის გასახსენებლადაც ფრანგულ კურორტ კურშაველში განვითარებული მოვლენების გახსენებაც საკმარისია, სადაც მთავარი მოქმედი პირები პროხოროვი და  მეძავებით სავსე თვითმფრინავი იყო.
ნიკოლას ბერგრიუენი: ასაკი: 50 – წლის; კაპიტალი – 2,3 მილიარდი დოლარი: ნიკოლას ბერგრიუენს მილიარდერთა წრეში „უსახლკარო მილიარდერად” იცნობენ, რადგან მთელ დროს იგი მოგზაურობაში და სხვადასხვა ქვეყნის სასტუმროებში ატარებს. ნიკოლასის მამა პაბლო პიკასოს ფერწერული ტილოების ცნობილი კოლექციონერი იყო, მისი შვილი კი, კოლექციონერობის ნაცვლად, ფულებს გართობასა და წვეულებების მოწყობაში ხარჯავს.
მიტჩელ გორდჰარდი: ასაკი: 51 – წლის; კაპიტალი – 1,5 მილიარდი დოლარი: მიტჩელ გორდჰარდმა თავისი კაპიტალი უძრავი ქონებით ვაჭრობის შედეგად დააგროვა. ჰოკეის მოყვარული კანადელი მილიარდერი „უოლმარტის” სუპერმარკეტების ქსელის ოფიციალური პარტნიორია კანადაში და ტორონტოს ბავშვთა ჰოსპიტალის მთავარი სპონსორია.

скачать dle 11.3