კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინსტრუქცია – ბოიკოტისთვის

„ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები“

ჯერჯერობით კვლავაც ამოუხსნელია, როგორ ახერხებენ ქართველი ლეიბორისტები, რომ არც გაფრინდნენ და არც მოფრინდნენ (ანუ, პარლამენტისთვის ბოიკოტი აქვთ გამოცხადებული, მაგრამ, პარლამენტარის ხელფასებს მაინც იღებენ. უფრო მეტიც, მაგალითად, ბ-ნ გუგავას ეს ჩვენი ბიუჯეტი ბინის ქირასაც კი უნაზღაურებს. კიდევ უფრო მეტიც, ჩვენებური ლეიბორისტები  საკომუნიკაციო და საავტომობილო ხარჯების ანაზღაურებასაც მოითხოვენ). ამის პარალელურად, ისინი კვლავაც ეულად არიან (მოქმედებენ პრინციპით: დაარტყი წითლებს, არ გათეთრდებიან, დაარტყი თეთრებს არ გაწითლდებიან!) და, უკვე ისიც ცნობილია, რომ  ჩვენი უპირველესი მშრომელები სრულიად ოპოზიციურ სპექტრს არჩევნების ბოიკოტირებისკენ მოუწოდებენ. მეტსაც გეტყვით, ბ-ნ ნათელაშვილს უბრძანებია, არჩევნების შემდეგ აქციებზე გამოსვლის თხოვნით რომ მომადგებიან, კიბიდან დავაგორებო (მააშ!).
თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ, არა მხოლოდ არჩევნების ბოიკოტირების, ქართველ ლეიბორისტებს პოლიტიკის სარფიანად გამოყენების გამოცდილებაც აქვთ, თუ თანამოაზრეების გამრავლება სურთ, იქნებ, ბოიკოტირების მოთხოვნისთვის ინსტრუქციაც მიეყოლებინათ, რაც ამ საქმეში ჯერაც დაუხელოვნებელ პოლიტსპექტრს ბოიკოტისა და გარანტირებული ფინანსების ჰარმონიულად შერწყმის ანა-ბანაში გაარკვევდა?!

скачать dle 11.3