კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დემოკრატი „ციციკორეები“

ცოცხალი მაგალითის ძალა

ჯერჯერობით ისეა, რომ მმართველ პარტიას ეულად უწევს ოპოზიციურ პარტიებთან გამკლავება (ისიც სათქმელია, რომ შეტევები განსხვავებული ძალისა და წონისაა). შესაბამისად, გამონაკლისი არც კვირის მიწურულს გამართული საპარლამენტო სხდომა იყო. იმ სხდომაზე ქრისტიან-დემოკრატებმა, მათ შორის, ლაზიკის პროექტი გააკრიტიკეს (ფულის ამაში ყრას, სოფლის მეურნეობაში დაბანდება ჯობსო).
არადა, საპარლამენტო უმრავლესობა, ისევე, როგორც „ნაცმოძრაობის“ იდეოლოგები სოფლის მეურნეობას დიდად არ სწყალობენ (ინდუსტრიას უნდა მივაწვეთო). უფრო მეტიც, ადრეც მოგახსენებდით, „კოალიცია: ევროპული საქართველოსთვის“ ერთ-ერთი წევრის (ბ-ნი ჯანდიერის) გეგმით, მოსახლეობა სოფლებიდან უნდა ავყაროთ (სოფლად მხოლოდ 50-იოდე პროცენტი უნდა დავტოვოთო) და უკვე გაშენებულ და აწი გასაშენებელ დაბა-ქალაქებში დავასახლოთ (ვითომ ციციკორეა?!). თუმცა, ისიც ცხადია, რომ ამ იდეის ხორცშესხმას ბ-ნი ჯანდიერი ლაზიკის აშენების შემდეგ თუ მოახერხებს, მანამდე კი ხალხის რჩეული ბ-ნი დარჩიაშვილი ქრისტიან-დემოკრატ კოლეგებს პროექტებსაც უწუნებს (არარეალისტურიაო) და ქვენა გრძნობებშიც ადანაშაულებს (მეტი სიზუსტისთვის ციტატას მოვიხმობ): „არიან ადამიანები, რომლებსაც ხელისუფლების არც ერთი ნაბიჯი არ მოსწონთ, რადგან თვითონ ხელისუფლებაში არ არიან.“
შესაბამისად, იბადება რიტორიკული კითხვა: ურიგო არ იქნებოდა, გვენახა, მოეწონებოდა თუ არა ბ-ნ დარჩიაშვილს იმ ხელისუფლების ქმედებები, რომელშიც თავად არ იქნებოდა? ანუ, არც ცოცხალი მაგალითის ნახვა გვაწყენდა.

скачать dle 11.3