კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (100)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

სიმწიფის ატესტატი

ანუ – დაკარგულო თორმეტო წელიწადო

მართალია, აბიტურიენტებს პლასტიკური ბარათები დაგვიანებით დაურიგდათ, მაგრამ, რაც მთავარია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დიდი შემართებით აპირებს როგორც ეროვნული გამოცდების ჩატარებას, ისე მასთან გამომშვიდობებას (ვინაიდან მომავალ წელს 8+1 იქნება).
თუმცა, უნოვაციობა არც ამ წელსაა: სახელდობრ, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის გამოცვლისთანავე შევიტყვეთ, რომ სკოლადამთავრებულები ატესტატებს იუსტიციის სახლებში აიღებდნენ (უფრო საზეიმო და ამაღელვებელ გარემოში). მოგვიანებით კი, გაირკვა, რომ გარემო მთლად საზეიმოობისა და ამაღელვებლობის პრინციპით არ შერჩეულა.  არ შერჩეულა, რადგან საჯარო სკოლის ატესტატის აღებაზე ნიხრებიც დაწესდა (იმიტომ, რომ „ფულები არის ჩემი გამხარებელი“): თუ ხუთიოდ დღეში მოგესურვებათ საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის აღება, ამისთვის 20 ლარის გაღება მოგიწევთ, ხოლო, თუ მაშინვე – თქვენს ჯიბეს 50 ლარი გავარდება.
ამის პარალელურად, ასევე, ფასიანია ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობაც: თითო საგანი 10 ლარი ღირს (პლუს ბანკის საკომისიო). ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ, 20 არჩევნის გადამკიდე, თითოეულ აბიტურიენტს, მინიმუმ, 4-ზე, მაქსიმუმ კი, შესაძლოა, ამაზე ორჯერ მეტ გამოცდაზეც მოუწიოს გასვლა (ზედაც დავამატებთ, რომ აბიტურიენტთა რიცხვი 30 000-ს აჭარბებს), ბიუჯეტს გვარიანი შემოსავლის პერსპექტივა ეხსნება (აღარაფერს ვიტყვი შემდგომ სწავლის საფასურის სიძვირეზე).
მეორე მხრივ, ეროვნული გამოცდების ფასიანობას უკვე შევეჩვიეთ (ისე, საინტერესოა, მომავალ წელს 8+1 ფასიანი იქნება თუ უფასო?!), თუმცა იმ ატესტატის აღებისთვის, რომელსაც ბ-ნი შაშკინის უწყების გარდა, დედამიწის ზურგზე არავინ ცნობს,  50 ლარის დაწესება, მე რომ მკითხოთ, უშრომელ შემოსავალს ჰგავს. წესით, პირიქით უნდა იყოს: ბიუჯეტმა უნდა გადაუხადოს მოსწავლეებს კომპენსაცია დაკარგული აწ უკვე თორმეტი წლისთვის, ყოველ შემთხვევაში, მანამ მაინც, სანამ საქართველოს საჯარო სკოლების ატესტატს ცივილიზებული სამყარო აღიარებს!

скачать dle 11.3