კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (100)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

სოციალისტური პათოსი

მურმანის ეკალი – არჩევნები

ისე მოხდა, რომ ჩვენს ქვეყანაში თვით ნაგავიც კი ანათებს (ერთი ისაა, რომ მთლად ობოლი მარგალიტივითაც ვერა), თუმცა, მოარული ხმებით, აგერ უკვე წელიწადია, ერთმანეთს გადაფსკვნილი ელენერგია და საყოფაცხოვრებო ნარჩენები, შესაძლოა, დააშორიშორონ. მურმანის ეკლის როლს, სავარაუდოდ, არჩევნები შეასრულებს, იმ მარტივი მიზეზით, რომ, ყოველგვარი გამოკითხვებით, მოსახლეობა ფრიად უკმაყოფილოა, რომ დასუფთავების გადასახდელს იმის მიხედვით იხდის, რამდენ ელექტროენერგიასაც იყენებს.
მოარული ხმები მოარულად, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, დედაქალაქის მესვეურები ამ ინფორმაციას უარყოფენ (დაახლოებით ამგვარი პათოსით: რაც საკრებულოს გადაწყვეტილებამ შეაერთა, იმას მოსახლეობა ნუ დააშორებსო). ამის მიუხედავად, ისიც ითქვა, არ არის გამორიცხული, არჩევნებამდე შეჭირვებულ აბონენტებს კომუნალური გადასახდელების დავალიანებები ჩამოაწერონო. ოღონდ, ძალიანაც ნუ დაიმედდებით (ანუ, შუქს მთლად თავდავიწყებითაც ნუ მიეძალებით), რადგან, არჩევნები – არჩევნებად, მაგრამ ბიუჯეტში ფულიც საჭიროა.
თუმცა, როგორც უნდა იყოს, რაკი, დამკვიდრებული ტრადიციით, არჩევნების წინ, შესაძლოა, ციდან მანანის ბურღულმაც კი იწყოს დენა, გამორიცხული არაფერია, მით უფრო, რომ ჩვენს ყოფას შიგადაშიგ სოციალისტური ელფერი დაჰკრავს: ჩვენ ვქმნით პრობლემებს იმისთვის, რომ წარმატებით დავძლიოთ ისინი! და, მართლაც, რომ არ მიებათ შუქი ნაგვისთვის, ხომ ვერც მათი დაშორებით მოგვრილ სიხარულს ვიგემებდით?!

скачать dle 11.3