კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადგილ-ადგილ ატოკებული

რატომ სჯობია ბრიტანელობა ქართველობას

The Sunday Times-მა სულ ახლახან ბრიტანელ მილიონერ მომღერალთა სია გამოაქვეყნა, თანაც – 30-წლამდე ასაკისა. თავისთავად, ინფორმაცია საინტერესოა (იმ მიზეზითაც, რომ ხელი გვედოს ბრიტანული შოუ-ბიზნესიის მაჯისცემაზე, იმის გათვალისწინებითაც, რომ ჩვენი მშობლიური მხოლოდ ადგილ-ადგილ ტოკავს), მაგრამ, ეს ამბავი მით უფრო საინტერესოა, რომ ამ სიაში მეორე ადგილზე ქართული წარმოშობის ქეთი მელუაა (20 მილიონი ფუნტი სტერლინგით, პირველობა ადელს ერგო), მესამე ადგილებს კი 12-12 მილიონი ფუნტი სტერლინგის პატრონები დასჯერდნენ.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, გაცილებით მეტ ქონებას ფლობენ ახალგაზრდა ბრიტანელი მსახიობები, ისევე, როგორც ახალგაზრდა მოდელები.
ბუნებრივია, სხვისი ჯიბეების თვალიერება მთლად საკადრისი საქმე არ არის, განსაკუთრებით, თუკი იმ ჯიბის პატრონებს პოლიტიკასთან კვეთა არ აქვთ და, მაინცდამაინც, არც „მწუხარება სხვისა სიკეთესა ზედა“ უნდა იყოს მოსაწონი საქციელი, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ყოველივე ბადებს რიტორიკულ კითხვას: როგორი იქნებოდა ქეთი მელუას ქონება, ბრიტანელი კი არა, ქართველი მომღერალი რომ ყოფილიყო?!

скачать dle 11.3