კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უწოდეს ხატია ბუნიათიშვილს სასწაულმოქმედი, როგორ აღაფრთოვანა მან მუსიკალური სამყარო და რა თანადგომას გრძნობს ის დისგან, გვანცასგან

ფორტეპიანოს დედოფალი, პოეტი და სასწაულმოქმედი, მომავლის უდიდესი პიანისტი, ამომავალი ვარსკვლავი, ახალი თაობის ხელოვანი – ეს იმ ეპითეტების მცირე ჩამონათვალია, რასაც არ  იშურებენ ბი-ბი-სი რადიო 3-ისა და ვენის საკონცერტო დარბაზის წარმომადგენლები, პაავო  იარვი და უამრავი სხვა მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსი, მუსიკათმცოდნე, დირიჟორი, პრესა თუ ტელევიზიის წამყვანები ხატია ბუნიათიშვილის მისამართით. უდიდესი სიხარულია, როცა ჩვენი თანამემამულის ასეთი ტრიუმფის მოწმე ხდები, თავი ამ წარმატების თანამონაწილე გგონია. რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, მისი და, გვანცაც ნელ-ნელა კრეფს იმ სიმაღლეებს, რაც, მას აღიარებულ პიანისტთა რიგებში ჩააყენებს. ამიტომ, გადავწყვიტე, ჩვენს საზოგადოებას ხატია და გვანცა ბუნიათიშვილების წარმატებებზე და მომავალ გეგმებზე მივაწოდო ინფორმაცია. შემოგთავაზებთ მათთან ინტერვიუს.

ხატია: თინეიჯერობის ასაკში ვიყავი, როცა მომიწია სამშობლოსა და ოჯახისგან შორს, უცხო გარემოში გამგზავრება. თითოეული წუთი დაუსრულებლად მეჩვენებოდა. ამ დროს სიმშვიდეს წიგნებში ვპოულობდი, დავით აღმაშენებელი და გამსახურდია იყო ჩემი ნუგეში და შთაგონება. ასევე, გვერდში მედგა ჩემი და გვანცა, რომელიც ძალიან ნიჭიერი პიანისტია. ერთმანეთს ვამხნევებდით და თავდაუზოგავად ვშრომობდით. ორივეს გვესმოდა, რომ უცხო ქვეყანაში, უპირველესად, ჩვენს სამშობლოს წარმოვადგენდით და თითოეული ჩვენი წარმატება საქართველოს წარმატებასთან ასოცირდებოდა. ამასთან ერთად, ოჯახის იმედიც უნდა გაგვემართლებინა, რადგან მათ ძალიან დიდი ენერგია დახარჯეს, ჩვენ რომ წარმატებულები ვყოფილიყავით. გვანცაც ამ აზრისაა და ალბათ, იგივეს იტყვის.
გვანცა:  ვეთანხმები ხატიას, ბავშობიდან ძალიან ახლოს ვიყავით, ერთმანეთს ვუზიარებდით ყველაფერს. მინდა აღვნიშნო, რომ ზოგადად, ჩემს ცხოვრებაზე დიდი გავლენა ხატიამ მოახდინა. მან აღმომაჩენინა ახალი სამყარო, რაც რეალურისგან განსხვავდება, ეს ხელოვნების სამყაროა. ხატიას ბავშვობიდანვე უსაზღვრო ფანტაზია ჰქონდა, თავისთვის ქმნიდა ფილმების სცენარებს, რომლის გადაღებაზეც ოცნებობდა. წერდა მუსიკას მისივე გონებაში შექმნილი ფილმებისთვის. შემდეგ მე მეუბნებოდა ამ ყველაფერს და ისე „დავავადდი“, რომ ვიცოდი მუსიკოსი გამოვიდოდი. რაც შეეხება, სამშობლოსგან მოშორებით ცხოვრებას, თავიდან ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ მონდომება ისეთი იყო, ადვილად დავძლიეთ სირთულეები, თან გარკვეული გამოცდილებაც მქონდა.
 – გვანცა, ბარემ ისიც გვითხარი, რა გამოცდილება გქონდა?
– თუნდაც თბილისის კონსერვატორიის სტუნდენტური თვითმმართველობის ხელმძღვანელობის პერიოდი, როდესაც ბევრი საინტერესო რეფორმატორული და საქველმოქმედო პროექტი განვახორციელე.
– ხატია, როგორც გვანცას საუბრიდან ჩანს, ბავშვობაში ბევრი ფანტაზია გაწუხებდა, როგორ აქციე ის რეალობად?
ხატია: (იცინის) კი მაწუხებდა, მაგრამ მეც მაგრად ვაწუხებდი საკუთარ თავს. რომ არ მოვდუნებულიყავი, დაუღალავად ვშრომობდი. ვიცოდი, ისე, ადვილად არაფერი მომივიდოდა, ყოველივე ამან,  მგონი, რაღაც შედეგი გამოიღო.
– არა მგონია, რაღაც  შედეგი ეწოდოს იმ აღიარებას, როცა ვენის საკონცერტო დარბაზმა 2011-2012 წლის  ამომავალ  ვარსკვლავად დაგასახელა.
– რა თქმა უნდა, სასიამოვნოა. მე ყოველთვის ვცდილობ, ჩემი საქმე უნაკლოდ შევასრულო. ამ დროს არ ვფიქრობ გამარჯვებაზე, არც არავის დამარცხებას არ ვაპირებ, მუსიკა ჩემი სტიქიაა და ბოლომდე ვიხარჯები. გნებავთ, კონკურსები ავიღოთ, არ ვანიჭებ მას დიდ მნიშვნელობას. ჩვენს პროფესიაში კონკურსი გარკვეული ეტაპის აღმნიშვნელია, განსაკუთრებით მაშინ, სანამ შემსრულებელი აქტიურ მოღვაწეობას დაიწყებს.
– გვანცა, შენც დატვირთული ხარ კონცერტებით და ამ ყველაფრის ორგანიზებას როგორ ახერხებთ? ამას შენ იმიტომ გეკითხები, რომ გარკვეული გამოცდილება გქონია.
გვანცა: კონცერტები მაქვს ევროპის ქვეყნებში, რასაც არცთუ ცოტა დრო მიაქვს, მაგრამ არანაკლები ენერგია სჭირდება ამ ყველაფრის თავის მობმას. ამიტომ, ჩართული ვარ საორგანიზაციო პროექტებში, რაც ძირითადად, ჩემს დასთან არის დაკავშირებული. ხატიას თითქმის ყველგან იცნობენ, აფასებენ მის ნიჭს, უამრავი მიწვევა და შეთავაზება აქვს. მე კი ყველანაირად ვცდილობ, გვერდში დავუდგე.
 – ხატია, შენს ნიჭს მართლაც უამრავი დამფასებელი ჰყავს, მაგრამ აღიარებული სპეციალისტების შეფასებები თუნდაც ის, რომ სასწაულმოქმედი, თანაც რისკიანი ხელოვანი გიწოდეს, შენთვის რაიმეს მიმანიშნებელია?
ხატია: ასეთი შეფასებები აღიარებული სპეციალისტებისგან ხშირად მსმენია, ალბათ, მათი აზრი ფაქტებზეა დამყარებული, ამიტომ აღარ შევეკამათები. უბრალოდ, რისკთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ ოცდამეერთე საუკუნეს რისკი აკლია, ბევრ პიანისტს ურჩევნია  არსებულ ჩარჩოებში დარჩეს, ვიდრე გარისკოს. მე კი ასე არ შემიძლია, მიყვარს იმპროვიზაცია, გაბედული ნაბიჯები. ძირითადი სირთულეები მუსიკალური ამოცანების დაძლევაშია, ხელოვანი მეტ-ნაკლებად ძლიერად გრძნობს თავს, თუ ხელოვნებასთან ჰარმონიულადაა შერწყმული. სხვა სირთულეები დაკავშირებულია მუსიკალური წრის მკაცრ სისტემასთან, რომელიც ზოგჯერ დაფუძნებულია  კონკრეტულ არაჰუმანურ, არაშემოქმედებით გარემოზე.
 –  როდის აღმოჩნდი რთულ სიტუაციაში და თუ ყოფილხარ უკმაყოფილო შენ მიერ შესრულებული საკონცერტო ნომრით?
– ყველაზე ექსტრემალურ სიტუაციაში ბოლო კონცერტის წინ აღმოვჩნდი, როცა ლისტის მეორე კონცერტი ორ დღეში მოვამზადე აშკენაზის დირიჟორობით. საბედნიეროდ, ყველაფერი წარმატებით ჩატარდა. კონცერტის მსვლელობისას სრულიად დამავიწყდა გადატანილი ჯოჯოხეთური სტრესი.
– ასეთი დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, თუ გრჩება თავისუფალი დრო და როგორ ატარებ?
– თავისუფალი დრო, სამწუხაროდ, თითქმის არ მაქვს. თუმცა, ხანდახან მიყვარს დროის მოპარვა. ჩემი გატაცება ლიტერატურა და კინოა, როგორც მკითხველისა თუ მაყურებლის, ისე შემოქმედის როლში. ხშირად  ვერ ვახერხებ  კარგად დავისვენო, ბუნებაში გავისეირნო, დავათვალიერო ღირსშესანიშნაობები, რომელიც პარიზსა და ევროპის ქალაქებში მრავლადაა.  თუმცა, ხანდახან მაინც ვახერხებ ცნობისმოყვარეობა დავიკმაყოფილო, ბუნებით ,,მაქსიმალისტი“ ვარ და მინდა ყველაფერი მოვასწრო.
 – მიგაჩნიათ, რომ ცხოვრებაში გაგიმართლათ და ბედნიერები ხართ?
– კი, გამიმართლა და ეს უფლის დიდი წყალობაა. ბედნიერება კი ალბათ შეგრძნებაა, რომელიც შეიძლება, უმიზეზოდაც მოვიდეს, თუმცა ეს გრძნობა ყოველთვის სიყვარულთანაა დაკავშირებული. როდესაც ადამიანი  სიყვარულით ხარ სავსე, უკვე ბედნიერი ხარ. თუ სწორად ვაანალიზებ, მგონი, ხშირად ვარ ბედნიერი.
გვანცა:  შეიძლება ითქვას, რომ იმ გარემოში ვცხოვრობ, რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი.
– სასიამოვნოა, როცა სიყვარულსა და ბედნიერებაზე საუბრობთ, რადგან ამას იმსახურებთ. მაგრამ, არსებობს კიდევ ერთი რაღაც, რაც ასე წარმატებული და ულამაზესი გოგონებისთვის არცთუ უმნიშვნელოა სრული ბედნიერებისთვის.
ხატია: (იცინის) ყოველთვის ვცდილობ, პირად ცხოვრებაზე არ ვისაუბრო, თუმცა ვგრძნობ,  მამაკაცებს ჩემი რიდი აქვთ. ალბათ, გრძნობენ, რომ ადვილად მისაწვდომი არ ვარ. საერთოდაც, ცნობილია, დამოუკიდებელი და წარმატებული ქალების მიმართ მამაკაცებს გარკვეული შიშის გრძნობა უჩნდებათ. ეშინიათ ცივად არ შეხვდნენ. პირადად მე, ძალიან თბილი ადამიანი ვარ და მომწონს, როცა მამაკაცი საკმარის სიძლიერეს გამოავლენს, რომ შიში დაძლიოს, და თან, მოწიწებაც არ დაკარგოს.
– ამით, მესიჯს ხომ არ უგზავნი  შენს მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელს?
– (იცინის) რა ვიცი, ვინ როგორ გაიგებს, უბრალოდ ვთქვი, რომ თბილი ადამიანი ვარ.
– გვანცა, მგონი ამ კუთხით შენც პასიურობ, რა ხდება სინამდვილეში?
გვანცა:  თაყვანისმცემლები მყავს, როგორც ყველა ქალს, თუმცა შეყვარებული – ჯერ არა. ალბათ, შევხვდები ისეთ მამაკაცს, რომელიც საინტერესო, შემოქმედებითი, ჰუმანური და იუმორის გრძნობით იქნება აღსავსე.
 – მინდა, პირადულშიც ისეთივე წარმატება გისურვოთ, როგორსაც მუსიკალურ ხელოვნებაში მიაღწიეთ. ახლა კი გვიამბეთ იმ გეგმების შესახებ, მიმდინარე წელს რომ აპირებთ განხორციელებას.
ხატია:  2012 წელს 120 კონცერტია დაგეგმილი, ინტენსიურად ვემზადები, თანაც ხალისიანად, რადგან მუსიკა ჩემთვის იგივე ცხოვრება და სიცოცხლეა. აქვე მინდა აღვნიშნო, მიუხედავად, იმისა, რომ კონცერტები გაიმართება მსოფლიოს ცნობილ დარბაზებში, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ისაა და გულს ბედნიერებით მივსებს, რომელიც საქართველოში ჩატარდება.
გვანცა: უახლოეს გეგმაში გვაქვს კონცერტები: პარიზში, გერმანიაში რურის ფესტივალზე.

скачать dle 11.3