კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ტიროდნენ სტუმრები ელენე კალანდაძისა და ნოდარიკო ხუციშვილის ქორწილში

ამ წყვილის სიყვარულის ისტორიას „თბილისელები” თვალყურს დიდი ხანია, ადევნებს. ყველაფერი ისევე ლამაზად დაიწყო როგორც დასრულდა... არა, კი არ დასრულდა, ახალი ეტაპი დაიწყო, გაცილებით სავსე, ნოყიერი, ტკბილი და თბილი – დრო როდესაც ვნება არ ნელდება და მას კიდევ სხვა, უფრო ღრმა განცდები ემატება. ელენე კალანდაძისა და ნოდარიკო ხუციშვილის ქორწილი  წვიმიანი ზაფხულის მზიან დღეს, 9 ივნისს, მცხეთაში გაიმართა. სიღნაღის არ ვიცი, მაგრამ მცხეთა, თავისთავად, სახელის დარქმევის გარეშე, იქცა სიყვარულის ქალაქად. 
 როგორც ქორწილში შევიტყვე, წყვილს საკმაოდ მასშტაბური ქორწილის ორგანიზება მთლიანად საკუთარ თავზე აუღიათ. იმის გამო, რომ ყველა დეტალი და ნიუანსი ბოლო კვირას არ ყოფილიყო მოსაგვარებელი, ორგანიზებულად და სისტემურად, მშვიდად და თანმიმდევრულად მოაგვარა წყვილმა ქორწილთან დაკავშირებული ყველა საკითხი და ეს მონდომება ამ დღეს ნამდვილად ეტყობოდა. მოვლენებს ცოტა წინ გავუსწრებ და გეტყვით – საკმაოდ დიდ ქორწილში ერთი ადამიანიც კი არ ყოფილა არამცთუ უკმაყოფილო, ისეთიც კი, ვინც ბოლომდე არ გაერთო, ბევრი იცეკვა, უდიდესი მადლობა გადაიხადა და ისე  დატოვა მცხეთა. როგორც ელენემ მითხრა, მადლობები მომდევნო დღეებშიც გრძელდებოდა და ეს წყვილისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი იყო.
 წყვილმა ჯვარი მცხეთაში, გეთსემანიის ტაძარში დაიწერა. პატარძალი ულამაზესი იყო, ასეთი კაბა, ტრადიციულ კორსეტებს და ფუშფუშებს მიჩვეულს ძალიან იშვიათად თუ მინახავს. კაბის დიზაინი ეკა ჩხუტიშვილს ეკუთვნოდა.
ელენე: ეკასთან ჩემი იდეით მივედი, რაზეც მითხრა, რომ ეს კაბა არ მომიხდებოდა და თვითონ მოიფიქრებდა ისეთს, რომელიც ჩემს ვიზუალს, ხასიათს ზუსტად მოერგებოდა. ესკიზი რომ მაჩვენა, გავგიჟდი, ასეთი სილამაზე მართლა არ მინახავს. შეიძლება უფრო თავმდაბალი უნდა ვიყო, მაგრამ გულწრფელად ვამბობ, მეც მომწონს საკუთარი თავი ამ კაბაში (იცინის).
წყვილს სამ-სამი მეჯვარე ჰყავდათ: გიორგი გველესიანი, გიგი არონიშიძე, ირინა გაჩეჩილაძე, ნინო მიქაშავიძე, ნათია ნოზაძე და ზიბა მესხი. რაც შეეხება ხელის მოწერას, ბოლო პერიოდში ტრადიციად დამკვიდრდა წყვილების პირდაპირ რესტორანში ხელის მოწერა. ელენეს და ნოდარიკოს შემთხვევაშიც ასე მოხდა. წყვილმა ხელი მცხეთაში, არმაზის ხეობაში მოაწერეს და იქვე გაიმართა ქორწილიც. რესტორანს ულამაზესი ეზო აქვს და თვითონ დარბაზიც ნახევრად გადახურულია ისე, რომ სუფთა ჰაერზე ყოფნის შეგრძნებაც იყო და მოულოდნელი წვიმისგან დაცვის საშუალებაც. წვიმა ამ ქორწილს არ მოუხდებოდა და არც მოსულა. დარბაზმა კი ამდენი სტუმარი ერთგვარად შეკრა და ყველა მშვენივრად გაერთო.
 გასაკვირი არ არის, რომ მომღერლების ქორწილი კონცერტად გადაიქცა. ძალიან ბევრმა სტუმარმა წყვილს დაქორწინება სიმღერით მიულოცა. იმღერეს სიძის მამამ, გიო ხუციშვილმა და მისმა მეგობრებმა – მერაბ სეფაშვილმა, ნატო გელაშვილმა, ლელა წურწუმიამ და სხვებმა. ასევე სიძე-პატარძლის მეგობრებმა სალომე კორკოტაშვილმა, სოფო ტოროშელიძემ, ნინი ბადურაშვილმა... მაგრამ ყველაზე მეტი იმღერა და იცეკვა თვითონ სიძე-პატარძალმა. ყველა სტუმარი ერთი და იგივეს ამბობდა, ასეთი გიჟი სიძე და პატარძალი არ გვინახავს და ასეთ მხიარულ ქორწილში არ ვყოფილვართო. ბევრმა ტირილიც კი დაიწყო ბედნიერებისგან.
 მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ელენემ ძალიან მალე ჩაანაცვლა „ბალეტკებით”, მაგრამ მანამდე აუცილებელი ქართული ცეკვაც შესრულდა. როგორც ნეფე-პატარძალმა თქვა, ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს, მაგრამ ისე ოსტატურად არ შეიმჩნიეს შეცდომები, რომ მაყურებელი აღფრთოვანდა იდეალურად შესრულებული „ქართულით”. თავის საყვარელ სიმღერებზე კი, წყვილმა ისე იცეკვა, რომ თავიდან დადგმული მეგონა.
ელენე: თავიდან გვინდოდა, რაღაც დაგვედგა, მაგრამ დადგმული ცეკვები, „ფლეშ მობი” რაღაც უკვე ბანალურ თემად იქცა. ამიტომ გადავწყვიტეთ, „ფრი სთაილში”, ყველას როგორც უნდა ისე ეცეკვა თავის სიმღერებზე.
 წყვილმა უამრავი საჩუქარი მიიღო, როგორც სამკაულები, ისე საყოფაცხოვრებო ნივთები. ელენე და ნოდარიკო ახალ ბინას ეძებენ და საჩუქრები სულ მალე მათ ახალ სახლში გაიხსნება. რაც შეეხება საქორწინო მოგზაურობას, წყვილს უახლოეს მომავალში, შავიზღვისპირეთში უამრავი კონცერტი აქვს დაგეგმილი. აღებულ ვალდებულებებს რომ პირნათლად შეასრულებენ, ელენე და ნოდარიკო ნანატრ და ყველაზე ტკბილ დღეებს გაატარებენ ერთად. სად? ჯერ არ იციან, მაგრამ აქვს ამას რაიმე მნიშვნელობა?!

скачать dle 11.3