კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)

რის მოთხოვნილება აღარ აქვთ ანა კოშაძესა და მის მეუღლეს და რა პერიოდი არ ჰქონდათ მათ ხანგრძლივი

ორი შვილის დედა‚ ანა კოშაძე‚ მიუხედავად იმისა, რომ სამსახურში საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვს, მაინც ახერხებს ყოველ საღამოს თავისი უსაყვარლესი გოგონებისთვის დროის გამონახვას და მათთან ერთად სასიამოვნოდ გატარებას. რაც მთავარია‚ ანასთან ერთად მისი მეუღლეც აქტიურად არის ბავშვების აღზრდაში ჩართული და ცოლ-ქმარი შვილებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს ერთად წყვეტს.

ანა კოშაძე: ზოგჯერ ძალიან ბევრი საქმე მაქვს, განსაკუთრებით მაშინ‚ როდესაც პრეზენტაციას ვაკეთებთ. საერთოდ‚ ვცდილობ, სამსახურის გარდა სხვაგან არ წავიდე, რადგან ბავშვები სულ მენატრებიან. ამიტომ, საღამოს საათები და შაბათი-კვირა მათია.
– ალბათ‚ მთელი დღის განმავლობაში დისკომფორტს განიცდი.
– სულ მენატრებიან და თან მეცოდებიან, რადგან, საღამოს ადრე იძინებენ და მთელი დღე ვერ ვნახულობ. არ მომწონს‚ დედის დეფიციტი რომ აქვთ და, საერთოდ, მიმაჩნია‚ ბავშვს მშობლები უნდა ზრდიდნენ. ამიტომ‚ ვცდილობ, შაბათ-კვირა მაინც გავატარო ანასტასიასთან და მაშოსთან ერთად. ძირითადად‚ სახლში ვართ, რადგან ძალიან რთულია ტასოს ჩაცმა, გაყვანა, არ უყვარს მანქანა, ჭიჭყინებს, ამიტომ‚ მირჩევნია, სახლში ვიყოთ. მაშო გაიზარდა და, უკვე დაჭკვიანდა, ანასტასია ძალიან ცელქი გახდა. არადა‚ პატარაობისას წყნარი იყო, მაშო უფრო რთული გასაზრდელი იყო, ტასო – პირიქით და სულ ვამბობდი: რა ბედნიერებაა, ეს ბავშვი სულ იცინის-მეთქი. ახლა კი სულ ჩხავის და ცელქობს.
– მაშო ხომ არ ეჭვიანობს?
– აქვს ეჭვიანობის მომენტები, მაგრამ, მზრუნველიც არის. როდესაც ერთ ოთახში ვტოვებ, მე კი მეორეში გავდივარ, ვეუბნები‚ ყურადღება მიაქციე-მეთქი და მისრულებს თხოვნას. თუ რამეა‚ მეძახის. ალბათ კარგი და იქნება. თუმცა‚ ხანდახან ეჭვიანობს, უნდა, რომ ტასოსავით მოვექცეთ, მოვეფეროთ: დედიკო, ასე ამიყვანე‚ ორი ხელითო‚ – ანუ, ანასტასიასავით. იმ დღეს დაჯდა და მთელი უჯრა გადმოყარა. მერე‚ მივხვდი, რომ ანასტასიას ჰბაძავდა. ერთხელ გულამოსკვნილმა იტირა, ვერ მივხვდი, რატომ ტიროდა. ბოლოს მივხვდი, რომ რაღაც არ მოეწონა და ანასტასიასავით იტირა. სხვათა შორის, ბებიებზეც ეჭვიანობს – ანასტასია რომ უჭირავთ ხელში, ეუბნება, მე ამიყვანეთო.
– შენ რომელი გგავს?
– არც ერთი არ მგავს. არიან მშობლები, რომლებიც ნერვიულობენ – მე რატომ არ მგავსო. საერთოდ არ მაქვს ეს მომენტი, სამაგიეროდ‚ მამა ძალიან ბედნიერია, რადგან ბავშვები არა მხოლოდ გარეგნობით ჰგვანან, არამედ ხასიათითაც, საერთოდ‚ ორივე  მამას გოგოა. მაშო საღამოს მითანხმდება მამამ დაგვაძინოსო. ანასტასიაც, მამას რომ ხედავს, ძალიან უხარია და სხვასთან არავისთან არ მიდის. თუმცა‚ ვერ ვიტყვი, რომ მამას მოვლის მხრივ ჩემზე მეტი ამაგი აქვს, მაგრამ, მაინც‚ მამას გოგონები არიან.
– მათ გაზრდაში‚ ალბათ‚ შენი მეუღლე თავიდან ბოლომდეა ჩართული.
– როდესაც ტასო პატარა იყო, მთელი ღამის ნათევს დილით რომ მეძინებოდა, გაუყვანია ბავშვი ერთი საათით, უცლია ჩემთვის დაძინება, დაუძინებია, მაგრამ ბოლოს‚ ტასო კედლებს რომ ანგრევდა, ტიროდა, დაუძახია – გამოდი, აჭამეო. თუმცა‚ ეს რეგულარულად არ ხდებოდა. სამაგიეროდ‚ ყველაფერში ჩართულია, სულ იცის‚ რა სჭირდებათ ბავშვებს‚ რა უნდათ. ერთად ვწყვეტთ ბაღის, ექიმის ამბავს, მათი აღზრდის საქმეში თავიდან ბოლომდე საქმის კურსშია.
– ასეთივე ყურადღებიანია შენთან მიმართებაში?
– საერთოდ ყურადღებიანი ადამიანია. უყვარს‚ როდესაც მისი ცოლი და‚ მით უმეტეს‚ შვილები, კარგად გრძნობენ თავს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს, არაფერს იშურებს. მეც ვცდილობ‚ ყურადღებიანი ვიყო, ბედნიერად რომ იგრძნოს თავი, მაგრამ, როგორ გამომდის, ვერ გეტყვი.
– როდესაც ოჯახში ბავშვები იბადებიან, ცოლქმრული ურთიერთობა სხვა ეტაპზე გადადის, მეუღლეებს, გარდა ერთმანეთისა, შვილებზეც უწევთ ზრუნვა.
– კი, ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ორივეს გვიყვარს, ორივე ვზრუნავთ, ყურადღებას ვაქცევთ. პირველი ინტერესის ობიექტებიც ბავშვები არიან და უკვე მათთვის იწყებ ცხოვრებას. რა თქმა უნდა‚ მეუღლის მიმართაც გეცვლება დამოკიდებულება, სხვა თვალით უყურებ, თუმცა‚ რამის დაკონკრეტება რთულია.
– მეუღლესთან ერთად თუ ახერხებ სადმე წასვლას, თუნდაც ცოტა ხნით განმარტოებას?
– განმარტოებასაც ვახერხებთ და სადმე წასვლასაც, თუმცა‚ ამას ისეთი ხშირი ხასიათი არ აქვს, როგორც ეს ბავშვების დაბადებამდე იყო. აღარც მოთხოვნილება არ გვაქვს. ალბათ, მაშინ ის  უფრო გვეხალისებოდა, ახლა – ეს. რომ დავბერდები, ალბათ, შვილიშვილები მომეხალისება, არ ვიცი.
– ადამიანების გარკვეულ ნაწილს შეყვარებულობის პერიოდი მოსწონს განსაკუთრებულად, სხვებს – პირიქით ცოლქმრული პერიოდი, ბევრს – ორივე.
– ყველაფერს თავისი ხიბლი აქვს. ჩვენ გვქონდა საკმარისი დრო იმისთვის, რომ იმ პერიოდითაც დავმტკბარიყავით – ცოტა გვიან გავაჩინე მაშო. რა თქმა უნდა‚ ცოტა სირთულეები არის, როდესაც ადამიანები უღლდებიან და შეყვარებულობის პერიოდიც არ ჰქონდათ ხანგრძლივი – ისე‚ როგორც ჩვენს შემთხვევაში. სამაგიეროდ‚ შეუღლების შემდეგ პირველი ბავშვის დაბადებამდე პერიოდი გვქონდა ხანგრძლივი. როცა ბავშვი გყავს‚ ძალიან ბევრ რამეში იზღუდები, მაგალითად, სამსახურის გარდა‚ ბევრ ადგილას არ დავდივარ, ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ, რომ აღარ ვიარო. ეს უკვე შეზღუდვაა, თუმცა‚ ჩემთვის ნებაყოფლობითია, თავად გადავწყვიტე და ამით ბედნიერად ვგრძნობ თავს.
– როდისმე გიფიქრია‚ თავი დაგენებებინა სამსახურისთვის, უარი გეთქვა და მთელი დრო ბავშვებისთვის დაგეთმო?
– ალბათ‚ ეს დიდი თავდადებაა, რადგან, რთულია სულ ბავშვებთან  ყოფნა, თუმცა, მათთვის არის ძალიან კარგი. ყოველთვის მაინც რაღაც დისკომფორტი მაქვს და ვნერვიულობ   – ამდენ დროს ვატარებ სამსახურში და ბავშვებთან – ცოტას. მაგრამ, ძალიან მიჭირს, ამაზე უარის თქმა, რადგან ესეც ჩემი ცხოვრებაა, მაინტერესებს და მომწონს, ვერ ვთმობ და ნამდვილად ვერ დავანებებ თავს. მიყვარს ის‚ რასაც ვაკეთებ, სულ სახლში ყოფნა არ მინდა.
– ანუ, ეს ის სფეროა, რომელიც მოგწონს და მიგაჩნია, რომ საშენო საქმეა?
– კარგია და სასიამოვნო პროცესია, მიყვარს ჩემი სამსახური, ჩემი კომპანია, სპეციფიკა; იქ კარგად ვგრძნობ თავს. არ მაქვს ძალიან მძიმე სამუშაო, საჩემოა და მორგებული მაქვს.
– ორ შვილზე აპირებთ გაჩერებას?
– ალბათ‚ კიდევ გავაჩენ. მე თვითონ დედისერთა ვარ და, ამიტომ, მეორის გაჩენა‚ უპირველეს ყოვლისა იმიტომ ვიჩქარე, რომ მაშოს და ან ძმა ჰყოლოდა.
– რომ ამბობენ‚ დედისერთები ეგოისტები არიანო, შენ ხარ?
– კი, არიან. ჩემზე ოჯახის წევრები ამბობდნენ, ანა არ არის ეგოისტიო, მაგრამ ძალაუნებურად, ხარ. თუმცა‚ ალბათ‚ ეგოისტობასაც თავისი ხარისხები აქვს: შეიძლება, ძალიან ეგოისტი იყო, ან – ნაკლებად. შეიძლება‚ ძალიან ეგოისტი არ ვარ, მაგრამ, დედისერთობის ეგოიზმი მაინც მაქვს. რომ გავთხოვდი‚ ეს მაშინ უფრო შევამჩნიე. მანამდე ჩემ ირგვლივ ტრიალებდა სამყარო: მშობლები, მამიდა, პირველი შვილიშვილი ვიყავი ორივე ბებია-პაპისთვის, ანუ, არავინ მყავდა‚ ვისთვისაც რამე უნდა გამეყო, თუნდაც სითბო, სიყვარული. რომ გავთხოვდი, იცი საიდან მიხვდი, რომ ცოტა ეგოისტი ვიყავი ?! თურმე, ჩემი მეუღლისთვისაც უნდა მეკითხა, რისი ყურება უნდოდა ტელევიზორში და ტელევიზორი მხოლოდ ჩემი არ ყოფილა. თავიდან ცოტა მქონდა პროტესტი, მაგრამ, მერე საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ასეც არ შეიძლება.
– მეუღლის მიმართაც ხომ არ გაქვს ეგოისტური მომენტები?
– არა, არ მაქვს. შეიძლება‚ პირველ პერიოდში მინდოდა, სულ ჩემთან ყოფილიყო, მეტი დრო გამეტარებინა მასთან, მაგრამ, მერე მივეჩვიე ისე, როგორც არის. ახლა ტვინს ნამდვილად არ ვუბურღავ მთელი დღის განმავლობაში ზარებით, მხოლოდ საქმეზე ვურეკავ და არც საღამოს ვაწუხებ – როდის მოხვალ, რატომ არ ხარ ჩემთან-მეთქი.
– საკმაოდ პატარა ასაკში გათხოვდი, თან, იმ პერიოდში, როდესაც ძალიან პოპულარული იყავი და ყველა ანა კოშაძის სილამაზეზე ლაპარაკობდა. როდისმე თუ გინანია ადრეულ ასაკში გათხოვება?
– ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა‚ ადრე გათხოვებას მაინც ვერ გავუწევ აგიტაციას, რადგან, რთულია და თავისი მინუსებიც აქვს. უბრალოდ, ეს ადამიანი იმ დროს იყო ჩემ გვერდით და არ ვნანობ; მერე, შეიძლება‚ აღარ ყოფილიყო. ზოგადად‚ ადრეულ ასაკში ოჯახური ცხოვრების დაწყება, გარკვეული პასუხისმგებლობის აღება, რთულია – სწავლაშიც გეშლება ხელი და ოჯახის დანგრევის ალბათობაც საკმაოდ დიდია. ჩვენს შემთხვევაში პლუსი ისიც იყო, რომ ჩემი ქმარი დამოუკიდებელი ადამიანი იყო, იცოდა, რა უნდოდა და შეეძლო ოჯახის დამოუკიდებლად რჩენა – ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
– ამ გადასახედიდან რას ფიქრობ, გააზრებული იყო შენი მხრიდან ეს ნაბიჯი თუ მაინც გრძნობებსა და ემოციებს აჰყევი?
– მაშინ, როგორც ყველას, ძალიან დიდი მეგონა თავი, მაგრამ, პატარა ვიყავი. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი – არ ვნანობ.

скачать dle 11.3