კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სტრესი შეხვდა ქორწილის წინ ეკა სოსელიას და რატომ ემუქრებოდა მის ქორწილს ჩაშლა

„იმედის“ ჟურნალისტმა, ენერგიულმა და მომხიბლავმა ეკა სოსელიამ შაბათს ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში ჯვარი დაიწერა. მისი მეუღლე კი თენგო კანდელაკია – „¹1 ლიქიორისა და არყის ქარხნის“ დირექტორი. წყვილმა ერთმანეთი დაახლოებით 3 წლის წინ გაიცნო, დაქორწინების გადაწყვეტილება კი გასული წლის შემოდგომაზე მიიღეს. პატარძალი ქორწილში ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა. მას გვერდს  მომხიბლავი მეჯვარეები – ნინი წულუკიძე და რუსკა კანდელაკი უმშვენებდნენ, ხოლო სიძის მეჯვარეები – გოგა გუნცაძე და ვახო ლოლაძე იყვნენ. განსაკუთრებით ლამაზად გამოიყურებოდა ფეხმძიმე სალომე არშბა, რომელიც ქორწილში მეუღლესთან, კახა მიქიაშვილთან ერთად მოვიდა. ეკას ქორწილს მისი დისშვილი, უსაყვარლესი ნიკოლოზიც ესწრებოდა, რომელიც თურმე დეიდის გათხოვებას აპროტესტებდა: თენგო მოვიდა და ეკა წამართვაო. ჩვენ ეკას და მის მეუღლეს კიდევ ერთხელ ვულოცავთ დაქორწინებას და დიდ ბედნიერებას ვუსურვებთ! 
ეკა სოსელია: ერთმანეთი სამი წლის წინ გავიცანით საერთო მეგობრების – ირინკა ხიზანიშვილისა და მისი მეუღლის, სანდრო ასათიანის საშუალებით. ირინკა ჩემი მეგობარია, ხოლო სანდრო – თენგოსი და სწორედ სანდროს დაბადების დღეზე გავიცანით ერთმანეთი. ჩვენი ურთიერთობა თავიდანვე „არამეგობრულად” დაიწყო. თუმცა‚ როგორც ჩანს‚ ძალიან სწრაფად არ განვითარებულა, რადგან სამი წელი გავიდა და მხოლოდ ახლა გადავწყვიტეთ დაქორწინება.  შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი მარტივად არ მომხდარა. იმას, რომ ჩვენ ერთად ვყოფილიყავით, გარკვეული დრო და ეტაპები დასჭირდა.
– როდის გადაწყვიტეთ დაქორწინება?
– სამი წელი ერთად დავდიოდით, ერთმანეთის ოჯახებს ვიცნობდით და ოფიციალური ხელის თხოვნის ცერემონიალი არ დაგვჭირვებია. ურთიერთობა ლოგიკურად მივიდა ამ ეტაპამდე. შემოდგომაზე გადავწყვიტეთ, რომ ქორწილი გაზაფხულზე გადაგვეხადა. მარხვის დამთავრებას დაველოდეთ, მერე მაისი იყო და ბოლოს ივნისში გადავწყვიტეთ ჯვრის დაწერა.
– საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გაქვს, ხშირად გიწევს გადარბენები, უცხოეთში გამგზავრება. ამას როგორ ეგუებოდა შენი მომავალი მეუღლე?
– ეს გრაფიკი ურთიერთობაში ძალიან გვიშლიდა ხელს, თან‚ თენგოსაც მძიმე გრაფიკი აქვს. ხან წასვლა მიწევდა, ხან წამოსვლა, ხშირად შაბათ-კვირასაც ვმუშაობდი, მაგრამ რაღაცნაირად მოვერგეთ ერთმანეთის გრაფიკს და მომავალშიც ასე გაგრძელდება, რადგან ფიზიკურად ვერ შევამსუბუქებ ჩემს გრაფიკს. არ აქვს ჩემს მეუღლეს ამაზე პრობლემა და‚ მგონი‚ შეზღუდვებსაც არ უნდა ველოდო მისგან.
– ძალიან ლამაზად გამოიყურებოდი ქორწილში.
– დიდი მადლობა. კაბა დიზაინერმა თეო გარდაფხაძემ შემიკერა. ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი ჩემი მოძღვარია და მინდოდა, მას დაეწერა ჯვარი. ქორწილი  კრწანისის რეზიდენციის ეზოში გადავიხადეთ. ძალიან ვნერვიულობდი, რადგან სულ წვიმები იყო გამოცხადებული. როდესაც ქორწილის გადახდა გადავწყვიტეთ, მაშინ ვფიქრობდით: ზაფხული  იქნება, არ იწვიმებსო. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ამინდის პროგნოზზე „ვიჯექი“, მეტეოროლოგი გავხდი. უკვე ვხვდები, რომელი ღრუბელი საით მიდის და როდის იწვიმებს. ისე ვინერვიულე ქორწილის წინ, ამხელა სტრესი არასდროს მიმიღია. თან, წინა დღეს წვიმდა, ჩვენ კი პასუხი უნდა გვეთქვა: სად გაეშალათ მაგიდები – გარეთ თუ შენობაში. მეტეოროლოგიურში დავრეკე და მითხრეს, საღამოს წვიმა, ელჭექია გამოცხადებულიო. თუ გარეთ გავშლიდით, აუცილებლად ჩაგვეშლებოდა ქორწილი. მშობლები გვეუბნებოდნენ, შიგნით გავაკეთოთ, ამხელა რისკზე როგორ წავიდეთო. ბოლოს მე და თენგომ ცალსახად მივიღეთ გადაწყვეტილება: ჩვენი ქორწილია, გავაკეთოთ გარეთ, თუ გაწვიმდება – გაწვიმდეს. მთელი ქორწილის განმავლობაში ცაში ვიყურებოდით, მაგრამ გადავრჩით, არ გაწვიმდა, იდეალური ამინდი იყო.
 – „ქრიონიკამ“ ქორწილში სიურპრიზი გაგიკეთა – სპეციალურად ამ დღისთვის ცეკვა დადგეს.
– ხომ იცი, როგორი დატვირთული რეჟიმი გვაქვს და რამდენიმე კვირის განამვლობაში ჩემი კოლეგები 8-საათიანი „ქრონიკის“ შემდეგ რჩებოდნენ და ვარჯიშობდნენ. მთელმა „იმედმა“ იცოდა, რომ „ქრონიკა“ სიურპრიზს ამზადებდა ჩემი ქორწილისთვის. საბოლოო ჯამში‚ მუსიკალური მიქსი გააკეთეს. მე მითხრეს, რომ ბოლოს ბიონსეს მუსიკაზე უნდა შემოვსულიყავი და მეცეკვა. 8 საათი რომ გახდა, ირინკა ხიზანიშვილმა და ლაშა ხარაზიშვილმა გამოაცხადეს: 8 საათია, დღეს „ქრონიკა“ „ქრონიკის“ სტუდიიდან კი არ მიგვყავს, არამედ კრწანისის რეზიდენციიდან, რადგან თენგოსა და ეკას ქორწილიაო და უცებ ჩაირთო „ქრონიკის“ ქუდის მელოდია. წამოხტნენ ჩემი კოლეგები და დაიწყეს ცეკვა. ძალიან სახალისო და სასაცილო იყო – კარგად იცეკვეს. ქორწილში ასევე უკრავდა დათო ილურიძის ბენდი, მღეროდა თეატრალურის კვარტეტი, დათო არჩვაძეც მოვიდა და მერაბ სეფაშვილიც, რომელიც ძალიან მიყვარს. ამან ძალიან გაახალისა ჩვენი ქორწილი. ქორწილში‚ მგონი‚ ყველაზე მეტად მე გავერთე, ლამაზი იყო ყველაფერი. ხელიც იქვე მოვაწერეთ და ახლა საქორწინო მოგზაურობაში პრაღასა და ვენაში მივდივართ.

скачать dle 11.3