კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წმენდს ადამიანის უჯრედში არსებული შავი ხვრელი და შავი ვერცხლი ორგანიზმს და რა იწვევს ორგანიზმში მიმდინარე აჯანყების დროს სხეულზე ხალების გაჩენას

ადამიანებისთვის ვერცხლი მხოლოდ ფულადი ერთეული და ძვირფასი სამკაულია, თუმცა სინამდვილეში ამ მინერალს ძალიან საინტერესო ისტორია და თვისებები აქვს. ბატონ ნოდარ მამისაშვილის თქმით,  თუ ვერცხლს ადამიანი სწორად შეხედავს, სწორად მოიხმარს, ის მომავალში მისი დიდი დამხმარე გახდება.

ნოდარ მამისაშვილი: ვერცხლი საოცრად საინტერესო მინერალია, მაგრამ, გარდა ამისა, მას, როგორც სხვა მინერალებს, ძალიან საინტერესო  ისტორია აქვს, რომელიც შორეული წარსულიდან იწყება. როგორ უყურებდა უძველესი ადამიანი ამ მინერალს, როგორი წარმოდგენა ჰქონდა მის შესახებ, ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა. ადრეც მითქვამს, რომ ვერცხლი მარცხენა ხელის მინერალია, თუმცა არ ვფიქრობთ იმაზე, ეს რას ნიშნავს. წარმოიდგინეთ პირველი ხმა, რომელსაც წარმოშობს ადამიანის სხეული, ეს არის გულის მარცხენა პარკუჭი, ანუ ის შედის პირველად დიალოგში სამყაროსთან, კოსმოსთან. როდესაც პირველ წამებში ჩანასახი ჩნდება, პირველად სწორედ გულის მარცხენა პარკუჭი ჩაისახება. ამ დროს არამცთუ ბავშვი იბადება, ჯერ გულიც კი არ არის დაბადებული. სწორედ ამ პარკუჭიდან მიდის ინფორმაცია კოსმოსში. ჩვენი უძველესი ტრადიციით, ის ამბავი, რომ ბავშვი დაიბადა, ვის უნდა წაეღო მზისთვის? რა თქმა უნდა, მთვარეს, რადგან მთვარე იყო მამა – „მზე დედაა ჩემი, მთვარე – მამაჩემი“. დედამ, ანუ მზემ, იცის და მამას, ანუ მთვარეს ახარეს. ძველად აკვნის მაგივრად იყო გაწელილი ფაშვი, რომელზეც ვერცხლს ამაგრებდნენ, რათა ის მთვარესთან მოსაუბრე ყოფილიყო და არა იმიტომ, რომ ბავშვი ავი თვალისგან დაეცვა. ავი თვალისგან დასაცავად ისინი სხვა მინერალს იყენებდნენ. მარცხენა ხელი თუ ადამიანს გაწეული ჰქონდა მარცხენა მხარეს, ის სწორედ მარცხენა ხელიდან იღებდა ინფორმაციას სრულყოფილად. და კიდევ ერთი საინტერესო ნიუანსი: მიუხედავად იმისა, ადამიანი ცაციაა თუ არა, მარცხენა ხელს თავისი მუდმივი ვიბრაცია აქვს. ქართველები მარცხენა ხელზე ყოველთვის ამბობდნენ, რომ ის მგრძნობიარეა. ეს კი არ ნიშნავს სუსტს. ამიტომაც, ქალები ვერცხლის სამკაულს იკეთებდნენ მარცხენა მხარეს. თუ უძველეს ეგვიპტეში გადავინაცვლებთ, ვნახავთ, რომ იქაც მარცხენა ხელია მფლობელი ძვირფასეულობის, მთვარის მინერალის. ვერცხლი მთვარის მინერალებში გადიოდა. 
ვერცხლი – ბაქტერიოციდული მინერალი
კაცობრიობამ დროთა განმავლობაში აღმოაჩინა, რომ ვერცხლს კიდევ ერთი არაჩვეულებრივად საინტერესო თვისება აქვს – ბაქტერიოციდულია, ანუ ცუდი ბაქტერიებისგან იცავს ადამიანს. ძველად, როდესაც ჭას თხრიდნენ, შიგ ვერცხლის ნაჭრებს ყრიდნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ ჭას გაწმენდდა და წყალი აღარ იქნებოდა საშიში. მოგეხსენებათ, რომ ძველად მოდიოდნენ დაპყრობილები, ჭიდან წყალს სვამდნენ, ნაპირალ წყალს უკან აბრუნებდნენ, ვერცხლი კი ჭას წმედდა. მაგრამ, ესეც არ იყო საკმარისი, სპეციალურ ფიალებს ატარებდნენ, რომელსაც უნდა დაეცვა ადამიანი, რადგან არავინ იცოდა, ვინ რას მოიფიქრებდა. სხვათა შორის, მოლაშქრეებს – ზოგჯერ ამას ალექსანდრე მაკედონელსაც მიაწერენ, ყველას, ვინც ფლობდა ვერცხლის საიდუმლოებას, ყოველთვის თან ჰქონდათ ასეთი თასები. ვერცხლს ძველად, როდესაც შენობას აშენებდნენ, საძირკველში ჩაყრიდნენ ხოლმე და ამას ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. ამ დროს აუცილებლად არკვევდნენ, საიდან უნდა ყოფილიყო ქარი, საიდან უნდა წამოსულიყო სეტყვა, ღვარცოფი და სწორედ იმ მხარეს ყრიდნენ ვერცხლს, რომელიც ამ სახლის დამცველი ხდებოდა. ამას  რომ ვყვები, მეკითხებიან: მართლა იცავდაო. რადგან მათთვის ვერცხლი ასეთი მნიშვნელოვანი იყო, ისევე, როგორც დედა იცავს შვილს, ასე უნდა იცავდნენ ვერცხლს. ამიტომ, იმ ადგილას საძირკველი კიდევ უფრო მყარი ხდებოდა და თავისთავად, ისე გამოდიოდა, რომ ვერცხლიც იცავდა ამ შენობას. რადგან ვერცხლი არ იყო მხოლოდ მთვარის, ამიტომ მას ანიჭებდნენ კიდევ ერთ თვისებას – ის ურთიერთობაში უნდა შესულიყო მზესთანაც. მზის დაბნელების სხვადასხვა ფორმები არსებობდა, მათ შორის არაჩვეულებრივი – როდესაც მზე თითქოს მთვარის გარშემო ბეჭედივითაა და შუაში ძვირფასი თვალივით ზის მთვარე. ამიტომაც დაიწყეს ვერცხლის ოქროთი ძალიან საინტერესო  დაფერვა და ეს არ იყო სიმდიდრის მაუწყებელი, ეს იყო მთვარისა და მზის ერთობა. თუ დაკვირვებიხართ, არის თასები, რომლებიც შიგნიდან მოოქრულია, ხოლო გარედან მოვერცხლილი. როდესაც თასით შევსვამთ რამეს, ზედა ტუჩი შეეხება ოქროს, ხოლო ქვედა – ვერცხლს. ანუ, იქ, სადაც ადამიანს გემოვნებითი კატეგორიები აქვს, შეიგრძნობ მჟავეს, მწარეს, ტკბილს,  მას ვერცხლი უნდა ეხებოდეს. ზედა ტუჩი სწორედ იმ  გემოვნებისაა, რომელიც ანათებს მთვარეს. ახლაც არსებობს თანამედროვე აღმოსავლური ვარჯიშები, სადაც ასოითი კატეგორიები ასევეა მისადაგებული. ჰა – თი იწყება, ერი არის შუაში, ვიბრირებას იწვევს და მო-ზე მთავრდება. მოდი, ბიბლია გავიხსენოთ და მოსე, მო – ნიშნავდა წყლიდან ამოყვანას, ქართველებს ასეთი სიტყვებიც გვაქვს: მოწყალე, გულმოწყალე ადამიანი. ადამიანს ყიფლიბანდი აქვს როგორც ანტენა ისეთი და ეს მო – რომელიც ზედა ტუჩის კატეგორიაშია, ამით უკავშირდება კოსმოსს. 
შავი ვერცხლის განსაკუთრებული თვისებები – მინერალები, როგორც ცოცხალი არსებები
 ქართველებს ასეთი გამოთქმა შემოგვრჩა, მზე რა არის, მთავარი მთვარეა, რადგან მზე ისედაც დღისით ანათებს, მთვარე კი ღამეც ანათებსო. დღევანდელ განათლებულ ადამიანს, რომელმაც ცივილიზაციას ეზიარა, ისწავლა ფიზიკა, ასტრონომია, ამ ყველაფერზე ეღიმება და ფიქრობს, ძველმა ადამიანმა არ იცოდა, რომ მთვარე მზით ნათდებოდა. არადა, ძველმა ადამიანებმა ეს კარგად იცოდნენ და როგორც თანამედროვე ტექნიკითაც აღმოჩნდა, მთვარე მხოლოდ მზით არ ნათდება, ის ნათდება კოსმოსური სხივებით, ზოდიაქოდან წამოსული სხივებით, უამრავი რამით. ამიტომაც, მთვარე ზოგჯერ საოცრად იცვლის ფერებს, სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ტენიანობის პირობებში, მას განსხვავებული ფერი აქვს. ხშირად გვინახავს, რომ მზე არის გარშემო, ხოლო შუაში, როგორც ძვირფასი მინერალი, ჩასმულია მთვარე, რომელიც შავია. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ შავი ვერცხლიც არსებობს, რომელიც ერთ-ერთი უძვირფასესია და არა იმიტომ, რომ იშვიათად მოიპოვება და შავია, არამედ მას განსაკუთრებული თვისებები გააჩნია. როგორც ადამიანი ბერდება, ვერცხლსაც შეუძლია, დაძველდეს და მიიღოს სხვადასხვა ფერი. რაც შეეხება შავ ვერცხლს, მისი ინტენსივობა ძალიან ძლიერია. წარმოიდგინეთ, შავი ხვრელი, რომლის პროცესსაც დღეს შეისწავლიან. გალაქტიკური სპირალები, რომლებიც მოძრაობენ და პრაქტიკულად, მათი ძირითადი ზამბარა, ამოძრავებს მთლიანად მათ, ეს დიდი, ცენტრალური შავი ხვრელია ჩვენთვის ხილული გალაქტიკის ფარგლებში. გარდა ამისა, ის არის შემწოვი ყველაფრის – რაც მასთან არის ყველაფერს გეახლებათ. მაგრამ, არსებობს ასეთივე პატარა შავი ხვრელები. ჰიპოთეზურად და ზოგიერთი ექსპერიმენტებით, აღმოჩენილია ასეთი შავი ხვრელის კატეგორია ადამიანის უჯრედში, რომელიც გამწმენდია. ეს ჯერ მისტიკურია, მაგრამ ინფორმაციულად არსებობს. აი, ის შავი ვერცხლი ამ შავ ხვრელთან პირდაპირ კავშირშია, იქაც გამწმენდის ფუნქცია აქვს, ერთად წმენდენ უჯრედს. განსაკუთრებით საყურადღებოა ქართველების დამოკიდებულება მინერალების მიმართ. მათ ისე უყურებდნენ როგორც ცოცხალ არსებებს და თან, ისინი ისე უნდა დაელაგებინათ, როგორც მათ უნდოდათ. ეს ცოტა წარმოუდგენელია, მაგრამ მაშინდელმა ადამიანებმა ეს იცოდნენ. ცნობილი მევიოლინე, სტრადივარიუსი სახლში ხშირად ხელცარიელი ბრუნდებოდა და როდესაც მას ეკითხებოდა დამხმარე ხელოსანი: ვერ ნახე ხე, რომ მოგეჭრაო. ის პასუხობდა: ვნახე, მაგრამ არ დამთანხმდაო. ესაუბრებოდა, თუმცა ხე როგორ თანხმდებოდა, ეს არავინ იცის. ასე იყო ნამდვილი იუველირი, რომელიც ეკითხებოდა მინერალს ვისთან უნდოდა მას. ზოგჯერ ადამიანები ლოგიკური აზროვნებით დაასკვნიან, რომ ეს არ შეიძლება, მაგალითად, ვერცხლისა და ოქროს ერთად დაკიდება. თუ ვერცხლის ოქროთი დაფერვა შეიძლება, მაშინ ერთად დაკიდება რატომ არ შეიძლება. საკმარისია ვერცხლის წყალი დაფერილ კოვზზე დადოთ, რომ ის ამ ოქროს შეჭამს. ასეთმა ექსპერიმენტმა საფუძველი ჩაუყარა მსგავს წარმოდგენას, მაგრამ აქ სულ სხვა პროცესი ხდება. ჯერ ერთი, ვერცხლისწყალი პირდაპირი გაგებით, არ არის ვერცხლი და თან, ამ პროცესში ჰარმონიული პროპორციები ირღვევა. ეს, რომ კარგად გაიგოთ, მინდა, საინტერესო ისტორია გიამბოთ. ექიმებმა უნიკალური ოპერაცია გააკეთეს, ადამიანს გადაუნერგეს ხელი, რომელიც რაღაც მილიმეტრ-ნახევრით გრძელი აღმოჩნდა იმ ხელთან შედარებით, რომელიც მას ჰქონდა. ორგანიზმმა ვერ აიტანა ოდნავ დიდი ხელი და პროთეზის გაკეთება მოითხოვა. ანუ, ასეთ დროს ორგანიზმის პროპორციები ირღვევა და შიგნით აჯანყება ხდება. არის ასეთი ჰიპოთეზური დაკვირვება, როდესაც ადამიანს ხალი უჩნდება, ეს არის მის ორგანიზმში მომხდარი პოზიციისა და ოპოზიციის ჩხუბი. ამ დროს რაღაც ენერგეტიკული რესურსი უფრო გაძლიერდა მარჯვენა მხარეს და მარცხენა მხარემ გაბრაზებულმა გადაწყვიტა ღირსების ორდენი დაიკიდოს, რომ ამას მოერიოს. ამიტომაც გაიჩენს ხალს. როდესაც ენერგეტიკულ რესურსებს სინჯავდნენ, ყოველთვის ასე აღმოჩნდა – თუ ადამიანს მარცხენა მხარეს გაუჩნდა ხალი, მარჯვენა მხარეს გაზრდილი იყო ენერგეტიკული დონე. ვიმეორებ, ეს ჰიპოთეზური ექსპერიმენტი იყო, მაგრამ ვინ იცის, იქნებ მართლაც ასეა. რამდენიც არ უნდა დაიკიდოს ადამიანმა ვერცხლი, ის ამ პროპორციებს არ არღვევს, ისევე როგორც ოქრო. ორივე ხელშემწყობი და შუამავალი კოსმოსურ ურთიერთობებთანაა. დაახლოებით, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეშვიდე, მეექვსე საუკუნეებში, როდესაც ადამიანის შეგრძნებაში შემოდის გეომეტრიული პერიოდი, ამ გეომეტრიული პერიოდისთვის იღება წითელი თიხა, რადგან თურმე ეს გეომეტრია წითელი თიხით კარგად ჩნდება და მერე შავი თიხა. გეომეტრიის კატეგორია მხოლოდ წითელსა და შავზე მუშაობს. წარმოვიდგინოთ წითელი – მზე გარიჟრაჟზე, შავი – ვერცხლი, მთვარე, როგორც ჩანს, მათ შორის გარკვეული კავშირია. ამ გეომეტრიის პერიოდში დგება არა მხოლოდ ფორმების, გამოსახულებების სილამაზე, არამედ თითოეული ასო იღებს სიმბოლოს: ა - აღარ არის უბრალოდ ა, ის ვერცხლში ამოკვეთილი ბევრად უფრო მეტია. ისევე, როგორც სხვა ასოები, ისინი უკვე მინერალების კატეგორიაში გადადის, რადგან თითოეულ მათგანს უკვე თავისი ვიბრაცია აქვს.  ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, ვინ ამოტვიფრა ეს ასო, რადგან მან თავისი განცდა შიგ ჩადო და ამ გრაფიკას, ასოს უკვე თავისი ინფორმაცია აქვს. არსებობს ძალიან საინტერესო ვერსია: როდესაც მხატვარი რაღაცას ხატავს, რომელიღაც ადგილას ის აწერს თავის გვარს, ეს მისია. ჰიპოთეზური ვერსიით: შეიძლება, მან ის ნახატი ამ ადგილის გამო დახატა. ეს მისი ინტიმია და რომ არ გაიგო, არ წაიკითხო, იქ თავის გვარს აწერს. ასეა ვერცხლის ამონატვიფრშიც, თითოეული ასო სხვანაირად ვიბრირებს. მაგალითად ა-ს გურული, რაჭველი, ფრანგი, ინგლისელი, გერმანელი სხვანაირად ამბობს და რამდენი ეროვნებაც წარმოთქვამს, იმდენ ა-ს მივიღებთ. ასეთი ნიუანსებით ყველაზე გამოკვეთილია ვერცხლი, მას კარგად შეუძლია წარმოაჩინოს განსხვავებული ნიუანსები, რადგან ის მთვარის მინერალია და ნათდება არა მხოლოდ მზით, არამედ კოსმოსით, უამრავი მანათობელი ჰყავს. ვერცხლის ვიბრაციის კატეგორიაც უჩვეულოდ საინტერესო თვისებების მატარებელია. უბრალოდ, ადამიანმა ყურადღება უნდა დაუთმოს სამყაროს და ყველაფერი კარგად იქნება. ის ეკოლოგიური საფრთხეები, ყველაფერი, რაც მოხდა ადამიანების საწინააღმდეგოდ, მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანმა სამყაროს არ დაუგდო ყური. ძნელია, ადამიანს დღეს უთხრა: ვერცხლი არ არის ფული, შეხედეთ ასე – ის შენი მეგობარია და ის აუცილებლად დაგეხმარებაო.
ვერცხლის სამკურნალო თვისებები
 ვერცხლს სამკურნალო თვისებები გააჩნია, მაგრამ არა მხოლოდ როგორც ბაქტერიოციდულ მინერალს, არამედ მას აქვს სამკურნალო თვისება დამატებით კატეგორიაში. მაგალითად, ვერცხლის კოვზით სინჯავდნენ, ხომ არ არის რაღაც მოწამლული. მაგრამ, ასევე, ვერცხლის ქვაბში უნდა ჩაგეგდო ვერცხლის ნაჭერი, რომ დუღილის პროცესი ყოფილიყო სრულყოფილი. უხეში შედარებაა, მაგრამ ვერცხლი ლაკმუსის ქაღალდივითაა, ის აჩქარებს რაღაც პროცესებს, რასაც ზოგჯერ პირდაპირი მნიშვნელობა აქვს სამკურნალო კოეფიციენტის ამაღლებაში. კიდევ ერთი საოცრება: ვერცხლი ძალიან მგრძნობიარეა ფორმების მიმართ. თქვენ მოგიტანეს ვერცხლის ნაჭერი და მისგან გააკეთეთ სამკუთხედი. სპეციალური აპარატით, რომ ნახოთ ერთი წონის, მაგრამ სხვადასხვა ტიპის ვერცხლის სამკუთხედი სხვადასხვა ენერგიას გაჩვენებთ. ეს ენერგია კი თურმე ფორმაზე ყოფილა დამოკიდებული. არაჩვეულებრივად საინტერესო ფორმები დგება ვერცხლის კატეგორიაში, როდესაც ის წარმოდგენილია, როგორც სიცოცხლის გამახანგრძლივებელი სიმბოლო. ეს არის ორი ოთხკუთხედის შეერთება, ოღონდ ისე უნდა შეერთდეს, რომ მათი ზედა, ჰორიზონტალი ერთ ხაზზე იყოს. პირველად, რომ შეხედავთ, რომბებს დაინახავთ, თავისებური რვაკუთხედი გამოდის. როდესაც ადამიანს უჭირდა, მას სამკაულად იყენებდნენ, თუნდაც მზის წნულზე, ან სხვა ადგილას. ძალიან ლამაზია, ძველი სიმბოლიკიდან მოდის და უჩვეულოდ საინტერესოა.

скачать dle 11.3