კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ სცემა ორჯერ უმიზეზოდ კარატისტმა ყოფილი ჩეკისტი

ამ ცოტა ხნის წინ ჭიათურაში მოვხვდი ახლობლის ქორწილში. სუფრას ორივე მხარის მაყრები უსხდნენ. ჩემ პირდაპირ დედოფლის მაყარი, ბატონი ჯონდი ფიფია ცლიდა შეუფერხებლად ჭიქას ჭიქაზე.
ჯონდიმ ერთი ჭიქა რიგგარეშე ჩაურტყა, ყელი ჩაიწმინდა და უნაკლო მეგრული კილოთი დაიწყო:
– მე, ჩემო მურმან, ყოფილი ჩეკისტი ვარ. გასული საუკუნის 70-იან წლებში შიშის ზარს ვცემდი კრიმინალებს. გარდა ამისა, სპორტის ოსტატიც გახლდით (ახლაც ვარ) ჭიდაობა სამბოში. საკავშირო პირველობის პრიზიორიც გახლდით და ძალიან მიყვარდა სპორტის ეს სახეობა. კარატე რომ შემოვიდა მოდაში, ე, მაშინ დაიწყო ეს ამბავი.
ყველა ამტკიცებდა კარატისტს სამბისტი ფეხებსაც ვერ მოსჭამსო, რაც მე ძალიან დიდ შეურაცხყოფად მიმაჩნდა და ყოველთვის ვეძებდი მომენტს, როგორმე დამემტკიცებინა სამბოს უპირატესობა კარატესთან შედარებით.
შესაფერისი მომენტი გვიან, მაგრამ, მაინც ჩამივარდა ხელში.
რესტორანში ჩხუბის გამო, ჩვენებმა დააკავეს ერთი ახალგაზრდა, კარატეს ფედერაციის მოკრძალებული წევრი, რომან კ-ია.
გაგიხარია, მე მაშინ გავიხარე!
დანაშაული არ გახლდათ მძიმე და ხულიგნობისთვის რამდენიმე „სუტკა“ ელოდა იმ რომანს, მაგრამ, პირადად ჩემგან რა ელოდა, ჯერ გაგებაში არ ბრძანდებოდა.
გადავიყვანე „ადინოჩკა“ კამერაში და ჩვენებს ვუთხარი:
– ა, ბატონო, მარტო მე შევალ მაგ კაცთან კამერაში, არავინ შემომყვეს, ახლა დამტკიცდება, კარატე ჯობია თუ სამბო-მეთქი, – დავუბარე ჩვენებს და შევედი. შევედი და მძიმედ მიიხურა კარი ჩემ უკან...
ეს დაპატიმრებული დებოშიორი ზის თავისთვის მოწყენილი. ღირსეული პიროვნება ჩანდა და, უკვე გამოფხიზლებულს, აშკარად ეტყობოდა, როგორ ნანობდა ჩადენილ დანაშაულს.
– ბრალდებულო რომან, ახლა შენი ბედი შენს ხელშია. მე სამბისტი ვარ, შენ კარატისტი ბრძანებულხარ, ჩემო ბატონო, და შევებათ ერთმანეთს. თუ მომერევი, ახლავე გიშვებ „სვაბოდაზე“, თუ მოგერიე – ქე მოგიწევს გრძელი პახმელია ამ კედლებში-მეთქი, – ვხიე ულტიმატუმი.
სახეზე იმედი გამოესახა.
– რამე ფანდს ხომ არ მიწყობ, ლოთიანად? – მეკითხება გამომცდელად.
– გაძლევ გენერლის სიტყვას (მაიორი ვიყავი), ვაჟკაცურად შევებათ და სიტყვას არ გადავუხვევ-მეთქი.
ამის თქმა იყო და, გავიგონე: „იაააა!!!“ პარალელურად დავინახე, ვეფხვივით რომ ისკუპა ჩემკენ და... მეტი აღარაფერი მახსოვს.
გონს რომ მოვედი, ვიგრძენი, რომ ოთხი-ხუთი მილიციელი მასულიერებდა: ზოგი ლოყებში მიტყაპუნებდა გაშლილ ხელებს, ზოგი ცივ ტილოს მაფენდა შუბლზე. დანარჩენები კი ჩემს ხელებსა და ფეხებს უბრუნებდნენ საწყის მდგომარეობას, ისე ვიყავი დაგრეხილი და „დაპწნილი“ მე უბედური.
გადავირიე და რა გადავირიე. – რასაა, რომ აკეთებთ, ამ კაცს ხმა არ  გასცეთ, ხელი არ დააკაროთ! გადით სუყველა გარეთ და დაგვტოვეთ-მეთქი, – შევუძახე ჩვენებს.
– გაგიჟდა, ალბათ, ეს ჩვენი ცოდვით სავსეო, – გადაულაპარაკეს მილიციელებმა ერთმანეთს, – რა უქნა ასეთი, ჭკუაზე აღარაა ეს უბედურიო. მაგრამ, უფროსი ვიყავი, წინააღმდეგობა ვერ გამიბედეს და ერთიმეორის მიყოლებით გაიძურწნენ საკნიდან.
– აბა, ბრალდებულო, თავიდან! – ვიყვირე და მივიღე საბრძოლო მდგომარეობა.
– არ გინდათ, უფროსო, შარში გამხვევთ თქვენ მე... – ჩაიბუტბუტა რომანმა.
– ხმა! – ვიყვირე რიხიანად, – დავაი!
– ააა! – ისევ გავიგონე გამგმირავი, წაგრძელებული ბგერა და კვლავ დავინახე, როგორ გამოფრინდა ჩემი მიმართულებით რაღაც, კვლავ ვიგრძენი ნაპერწკლები ორივე თვალში და კვლავ ჩავიძირე ნაცრისფერ ნისლში.
ძნელი სათქმელია, რამდენ ხანს ვიყავი უგონოდ. აზრზე რომ მოვედი, ნელა და ფრთხილად გავახილე ცალი თვალი, მერე – მეორეც... ვხედავ, ჩემ თვალწინ შიშველი, თეთრი უკანალია.
– „დედას გიტირებ, რომანია კარატისტო-მეთქი!” – ვთქვი გუნებაში და მთელი ძალით ვუკბინე იმ საჯდომს, ვუკბინე და... კვლავ დავკარგე გონება – თურმე, ჩემი არ ყოფილა?!
... სუფრაზე ისეთი სიცილ-ხარხარი ატყდა, თავი ცირკში მეგონა. სიცილისგან დაოსებული მაყრები სკამებიდან ცვიოდნენ.
ჰოდა, დავწერე. არ უნდა დამეწერა?!

скачать dle 11.3