კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

“რედ ბულის„ მფრინავი მოცეკვავეები – ბახის მუსიკაზე


 კოსმოსში გასული ჰარმონია, ბახის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებები ოცდამეერთე საუკუნეში ოპერის თეატრებიდან და სამეფო დარბაზებიდან ქუჩაში გადმოვიდა. თუ ადრე მსგავსი „აკრობატული” ილეთები სამეფო კარისთვის ცირკის გასართობი იყო, თანამედროვეობაში ის, შეიძლება, თეატრალურ სცენაზე გადავიდეს და ბახის მუსიკას მოერგოს. არ ვიცი, რას იტყოდა ბახი ამის დანახვა რომ შეძლებოდა – შესაძლოა, როგორც გენიოსს, პროგრესულად შეეხედა იმ ყველაფრისთვის, რაც რუსთაველის თეატრის სცენაზე 13-14 ივნისს ხდებოდა, ან პირიქით, აღშფოთებულიყო, რომ მისი მუსიკა „აბუჩად აიგდეს”. ამის გარკვევა შორს წაგვიყვანს, მთავარია, რომ მაყურებელს 70 წუთის განმავლობაში აპლოდისმენტები არ შეუწყვეტია. სანახაობის სულისჩამდგმელი ბერლინში მცხოვრები რვა მოცეკვავეა. „ფლაინგ სტეპს” – ასე ჰქვია ჯგუფს, რომელმაც 2012 წელს მსოფლიო ტურნე დაგეგმა და ის 3 მაისს ხორვატიის ქალაქ პულაში დაიწყო, საქართველო კი მეორე ქვეყანა იყო მსოფლიო ტურნეს რუკაზე. „ფლაინგ სტეპსის” პროექტს „რედ ბულ ფლაინგ ბახი” ჰქვია. ეს არის პროექტი, რომელიც თავდაყირა აყენებს კლასიკური მუსიკისა და „ბრეიქდანსის” სამყაროს. „ბრეიქდანსის” ლეგენდებმა, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონებმა: „ფლაინგ სტეპსმა” და ბერლინის ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელმა კრისტოფ ჰაგელმა, დაამტკიცეს, რომ საწინააღმდეგო მხარეები ერთმანეთს იზიდავს, რომ „ბრეიქდანსი” და გენიალური გერმანელი კომპოზიტორის მუსიკა ერთმანეთს იდეალურად ერწყმის. რუსთაველის თეატრში გაერთიანდა: როიალი, ჩემბალო, ელექტრონული ბითები, პროექცია, შინაარსიანი სიუჟეტი და მსოფლიოს რვა საუკეთესო მოცეკვავის მიერ შესრულებული უნიკალური ქორეოგრაფია.

скачать dle 11.3