კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

აკოაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი აკო. გვხვდება, ასევე, საკუთარი სახელები: ამაკონი, აკოია. აკო – იაკობის კნინობითი ფორმაა.
1733 წელს ასურეთის ხევს მოიხსენიება ვინმე აკოასშვილი.
„მიკირტუმა აკოაშვილი, მისი მეუღლე, ხანუმა, შვილები ოჰანეზა, დავითა, ოჰანეზას მეუღლე მაია; კაპიტან გეორგი ბარათოვის გლეხები: აკოაშვილი, ძმა – მიხეილი, მოიხსენიებიან სოფელ დიდ ენაგეთს, აღწერის სიებში“ (1823 წელი).
აკოაშვილები დღეს აკოევებად არიან ჩაწერილები.
საქართველოში 36 აკოაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 35, რუსთავში – 1.
ჩუნთიშვილი
ამ გვარის წინაპარს სახელად უთუოდ ჩუნთა ერქვა, რომლის მნიშვნელობა უცნობია. ეს საკუთარი სახელი რამდენიმე ქართველ მეცნიერს აქვს დაფიქსირებული. აკადემიკოს ალექსანდრე ღლონტის წიგნში „ქართველური საკუთარი სახელები”, ვკითხულობთ: „მამაკაცის საკუთარი სახელი ჩუნთ-ი; სერგი მაკალათიას ჩაუწერია ფშავში – ჩუნთა; ასევე, თუშეთში, ალვანში, ახმეტის რაიონში; ჩუნთია – აკაკი შანიძეს ჩაუწერია ხევსურეთში; ჩუნთო – გიორგი ცოცანიძეს თუშეთში; ჩუნო კახეთში ჭიკაანელ კაცს ერქვა. მომავალშიც მოგიწევთ ხოლმე სადღეგრძელოში თქმა – ჩვენი წინაპრის, ჩუნთიას ხსოვნა-მოგონება იყოსო“.
ჩუნთიშვილები ცხოვრობენ გარე კახეთში. საგარეჯოს გარდა, ასევე, ცხოვრობენ თბილისში, რუსთავში, გარდაბანში და სხვაგან.
საქართველოში სულ 83 ჩუნთიშვილი ცხოვრობს.
ნარიკაშვილი
გვარში გამოყენებულ ფუძეს, ნარიკას, მივყავართ საკუთარ სახელთან – ნარიმან, ნარიმანა. ეს კაცის უძველესი საკუთარი სახელია, რომელიც წინაპრებს ირანულისგან უსესხებიათ. ნარიმან ნიშნავს გულადს, მამაცს, ძალგულოვანს. აქედანაა გვარები: ნარიკაშვილი, ნარიმანაშვილი, ნარიმანიძე, ნარმანია, ნარიბეგაშვილი, ნარკოკობაშვილი.
გვხვდება, ასევე, სახელები: ნარა, ნარიქ, ნარო.
ნარიკაშვილი ქართული გვარ-სახელია.
რუსულ საბუთებში ზოგჯერ გვარი ნარიკოვადაა ჩაწერილი.
ნარიკაშვილს ნარეკლიშვილთან არანაირი კავშირი არ აქვს.
საქართველოში 162 ნარიკაშვილი ცხოვრობს: გორში – 112, თბილისში – 39, რუსთავში – 7. არიან სხვაგანაც.
ბუიძე-ბუიშვილი
ქართულ გვარ-სახელთა წყება ფრინველთა სახელებს უკავშირდება. ქართულში ფრინველთა სახელწოდებისგან ნაწარმოები პიროვნული სახელებია: ჩიტო, გედია, გვრიტა, გუგულა, ქირი (მეგრულად ქორი), ბუა და სხვა.
სულხან-საბა ორბელიანი წერს: „ბუ არის თავდიდი ღამის ფრინველი“. ამ ფრინველისგანაა მიღებული მეტსახელი ბუი. ეს მეტსახელი კი გვხვდება გვარებში ბუიძე, ბუიშვილი.
ბუიძე და ბუიშვილი ქართული სამართლის ძეგლებში სვეტიცხოვლის საკომლების ნუსხაში მოიხსენიება 1689 წელს. ბუიძეები კომპაქტურად ცხოვრობენ კახეთში, მესხეთში, იმერეთში.
საქართველოში 312 ბუიძე ცხოვრობს: ლაგოდეხში – 60, ადიგენში – 50, ბაღდადში – 47.  არიან სხვაგანაც.
ბედიანაშვილი
ქართული სიტყვა ბედიდან მომდინარეობს საკუთარი სახელი, მისგან კი – მოფერებითი სახელები: ბედი, ბედია, ბედინა, ბედისანა, ბედითა, ბედილა, ბედო, ბედუკა, ბედაილ, ბედაურა, ბედე, ბედიაი, ბედითა, ბედინი, ბედუნი.
ბედიანაშვილთა გვარის ფუძედ წინაპრებს ბედიანა აუღიათ და მისგან წარმოქმნილი ქართული გვარ-სახელია ბედიანაშვილიც.
ქართულ საისტორიო საბუთებში ბედიანაშვილთა გვარი მეთექვსმეტე საუკუნიდან იხსენიება. ქართული გვარების მკვლევარმა, ბატონმა ალექსანდრე ნაზღაიძემ, დაადგინა, რომ საქართველოში ბედიანაშვილთა სამი შტო ჩანს: შიდა ქართლში, ქვემო ქართლში და გარე კახეთში. ჯერჯერობით დადგენილი არ არის, ყველა ერთი ძირიდან მომდინარეობს თუ სხვადასხვიდან.
 პირველად გვარი ბედიანაშვილი გვხვდება 1523 წლის ბარათიაანთ გაყრის წიგნში, სადაც აღნიშნულია, რომ „ბარათაშვილთა ფეოდალური სახლის გაყოფის შედეგად, თავად გერმანოზ ბარათაშვილსა და მის ძმებს ალგეთის ხეობის სოფელ ტბისში, სხვა გლეხებთან ერთად, ბედიანაშვილიც ერგოთ თავისი მამულით“. ტბისელი ბედიანაშვილი, რომელიც თავად გერმანოზ ბარათაშვილს ერგო, აზნაურად არის მიჩნეული. ზოგ საბუთში ბედიანაშვილი ბედინაშვილადაც არის ჩაწერილი.
ვახტანგ ორბელიანის ყმა კი ყოფილა მღვდელი გაბრიელ ბედიანაშვილი.
1781 წლის „ტფილისის მიდამოების სოფლების ხალხის აღწერის დავთარში,“ სოფელ ტაბახმელაში, თავად ყაფლანიშვილის ყმათა შორის იხსენიება მღვდელი იოსებ ბედიანაშვილი, რომელიც, თურმე, ლაშქარშიც მონაწილეობდა.
მეფე ერეკლეს მორიგე ჯარში ბედიანაშვილიც გამოდიოდა. 1781 წლის ერთი ქვემოქართლელი ბატონის ყმათა გადასახლების სიაში მოიხსენიება იასე ბედიანაშვილი.
1823 წლის კამერული აღწერის მასალებში, ქვემო ქართლის სოფელ ღოუბანში მოიხსენიებიან ქაიხოსრო ორბელიანის გლეხი გიორგი ბედიანაშვილი და მისი შვილები.
ბედიანაშვილთა შიდა ქართლის შტო მოიხსენიება კარბელაშვილის „ამილახვრიანთ საგვარეულოს ისტორიულ გუჯარებში“, საიდანაც ირკვევა, რომ 1690-1691 წლებში, მეფე გიორგი მეთერთმეტემ, თავის დას, თამარ ბატონიშვილს, გივი ამილახვრის მეუღლეს, უბოძა სოფელ ფხვენისში მცხოვრები აზნაურები: იალღუზიშვილი, ბედიანაშვილი და ცალქალამანიძე თავიანთი ყმებითა და მამულებით.
1692 წელს მეფე გიორგი მეთერთმეტის მეტოქემ, ერეკლე პირველმა (ნაზარალიხანმა) ეს ფხვენისელი აზნაურები (ბედიანაშვილი და იალღუზიშვილი), ჩამოართვა გივი ამილახვარს და თავის მომხრეს, იოთამ ამილახორიშვილს უბოძა ამილახვრობასთან და გორის მოურავობასთან ერთად.
1830 წელს, ქართლის გაღმა მხარეში, სოფელ კეხიჯვარში მოიხსენიება სურამის მახლობლად მდებარე სოფელ შინდისიდან გადმოსახლებული გლეხი ბედიანაშვილი.
გარე კახეთის ბედიანაშვილები ქართულ საისტორიო საბუთებში 1665 წლიდან ჩანან. ამ წელს კახეთის მეფემ, არჩილ მეორემ, გარე კახეთის სოფელ ხაშმში მცხოვრები ბერიკა და გოგია ბედიანაშვილები თავიანთი მამულებით თავად როშაქ ჩოლოყაშვილს უბოძა.
1701 წელს სამებელმა ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერს სიგელი დაუწერა მამულის დანებების თაობაზე, სადაც აღნიშნულია, რომ მისმა ყმებმა, ბედიანაშვილებმაც ხელი აიღეს მონასტრის მამულზე.
  ბევრი ქართული გვარი, რომელიც ქვემო ქართლში ბინადრობდა, დღეს შიდა ქართლში, გარე კახეთსა და ქიზიყში გვხვდება, რადგან,  მტრის ხშირი შემოსევების დროს ისინი ქვემო ქართლიდან შიდა ქართლსა და გარე კახეთში აფარებდნენ თავს. ასე მოიქცნენ ბედიანაშვილებიც: ნაწილი ამ გვარისა შიდა ქართლში გადავიდა, ნაწილი კი – გარე კახეთში ჩასახლდა.
   ამიტომ, ქვემოქართლელი ბედიანაშვილების შტო უფრო ადრე იხსენიება საბუთებში, კერძოდ, 1523 წელს.
საქართველოში 500 ბედიანაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 184, გარდაბანში – 140, რუსთავში – 40. არიან სხვაგანაც.
აზოშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი აზო, რომელიც მოიხსენიება ძველ ქართულ ისტორიულ წყაროებში.
გვარი აზოშვილი გვხვდება 1721 წლიდან.
„შიოშ სოლოღაშვილის ყმად, ქალაქ საღორისში 1721 წელს მოიხსენიება სეხნია აზოშვილი“.
წინწყაროში მცხოვრები აზოშვილები ბერძნებად აღიარეს და აზოევად ჩაწერეს.
საქართველოში 38 აზოშვილი ცხოვრობს: თბილისში 16 – თეთრი წყაროში – 14, რუსთავში – 8.
აზრუმელაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარ სახელად ქცეული სადაურობის აღმნიშვნელი სიტყვა არზრუმი, იგივე ერზრუმი, ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში. არზრუმ ქართულად რომის მიწას ნიშნავს. ამ სიტყვიდან გაჩნდა სახელი აზრუმელა.
თომა და გრიგორი აზრუმელაშვილები მოიხსენიებიან 1873 წელს, დიდ თონეთში.
1843 წელს პატარა თონეთში მოიხსენიება ნურიკაშვილ-აზრუმელაშვილი თომა.
საქართველოში 151 აზრუმელაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 83, თეთრი წყაროში – 33, რუსთავში – 15. არიან სხვაგანაც.
ლაკვეხელიანი
ამ სვანურ და რთულფუძიან გვარს ხელობა-საქმიანობასთან მივყავართ.  ლაკვა ჯურღმულ ნაგებობაზე მიგვანიშნებს, მეორე ნაწილი გვარისა კი – ხელზე, ანუ, ჯურღმული ნაგებობის შემქმნელი ხელი. გვარი შედგება ფუძეებისგან:  ლაკვა და ხელი და ანი სუფიქსისგან.
გვარის ადრინდელი ფორმა ყოფილა ლაკოხელიანი-ლაკაუხელიანი.
„კაცია ლაკოხელიანს ჰყავს ძმა გიორგი, იყვნენ ცაგერის ღვთისმშობლის მრევლნი, მოიხსენიებიან 1656 წელს“.
„სვანიანი ლაკაუხელიანს ემართა ცაგერის საყდრის ბეგარა, მოიხსენიება მეთექვსმეტე საუკუნეში“.
საქართველოში 127 ლაკვეხელიანი ცხოვრობს: ცაგერში – 59, ქუთაისში – 40, თბილისში –  9. არიან სხვაგანაც.
ალაგარდაშვილი
ქართულში გვხვდება სახელი ალაგარდა. სწორედ ეს სახელია გვარ ალაგარდაშვილის ფუძე.
 „სარქისა ალაგარდაშვილს ჰყავს შვილები: კონა, ალექსი, სოლომონი, გეურქა, არშაკ. მოიხსენიებიან მუხათში, 1873 წელს“.
 მოგვიანებით ეს გვარი რუსული გაფორმებითაც გვხვდება, კერძოდ, ალაგარდოვი.
1886 წელს კოდაში მოიხსენიება სარქისა ალაგარდაშვილი.
საქართველოში 104 ალაგარდაშვილი ცხოვრობს: ბოლნისში –  62, დმანისში –  36, თბილისში – 2. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

скачать dle 11.3