კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აპრილი 2020 (48)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: საიმედოა თუ არა დიაგნოსტიკური აპარატის, ეგრეთ წოდებული კომპიუტერის მიერ დასმული დიაგნოზი? ავტომობილს რაღაც გაუმართაობა სჭირს, კომპიუტერმა აჩვენა კონკრეტული დაზიანება, შევცვალე, მაგრამ, მისი მდგომარეობა არ გამოსწორდა. რა უნდა ვქნა ამ დროს?
პასუხი: ამა თუ იმ დაზიანების შემთხვევაში, ზოგჯერ სწორი დიაგნოზის გამოცნობა მაინც ჭირს. კომპიუტერს შეუძლია, ის პრობლემა „დაინახოს”, რომელიც უშუალოდ ელექტროსისტემებთან არის დაკავშირებული და ის მარტივად გასარკვევია. თუ ჩვენმა ავტომობილმა აანთო ეგრეთ წოდებული „ჩეკი” – „ჩეკ ენჯინი” ანუ წითელი ნათურა, რომელზეც ძრავა ხატია, ან პირდაპირ წერია ინგლისურად – „ჩეკ”, მაშინ კომპიუტერი პრობლემას „უპრობლემოდ” აღმოაჩენს. თუ „ჩეკი” არ აანთო, სწორედ მაშინ რთულდება ავტომობილის სატკივარის გამოცნობა, რადგან კომპიუტერისთვის ყველაფერი მწყობრშია. პრობლემას კომპიუტერი ვერ აგვარებს, თუ მექანიკური დეტალებია დაზიანებული. მექანიკურ დეტალებს ის საერთოდ ვერ ხედავს და აზრიც არ აქვს კომპიუტერულ დიაგნოსტიკაზე მიყვანას, მაგალითად, იმ დროს, როდესაც ძრავას რაღაც ხმები აქვს, სავალი ნაწილი ახმაურდა და, მით უმეტეს, თუ არ ანთია „ჩეკი”. შესაძლოა, ამ დროს ავტომობილმა საწვავის წვას მოუმატოს, მაგრამ ვერც ამ შემთხვევაში წაიკითხოს კომპიუტერმა პრობლემის აზრი. სენსორიც, რომელიც კომპიუტერს ინფორმაციას აწვდის, მცდარ ინფორმაციას გადასცემს. თუმცა, მცდარია თუ არა ის, ამას კომპიუტერი, რა თქმა უნდა, ვერ არჩევს. ამიტომ, გირჩევთ, რა ტიპის პრობლემაც არ უნდა გქონდეთ, კარგი ხელოსანი მოძებნოთ და მას მიმართოთ.
კითხვა: ვერაფრით ვერ ვიშოვე ჩემი ავტომობილის ამორტიზატორები. მითხრეს, რომ ჯობია, ხელოსანს დავატენინო. მაგრამ, არ ვიცი, საიმედოა თუ არა დატენილი ამორტიზატორები. როგორ მოვიქცე? ხომ არ ჯობია, რომელიმე უცხოური საიტიდან გამოვიწერო?
პასუხი: ნებისმიერი ტიპის ამორტიზატორის აღდგენაა შესაძლებელი, თუმცა, საქართველოში ძალიან ცოტა ხელოსანს შეუძლია ამის კარგად გაკეთება. თავიდანვე უნდა იცოდეთ, რომ ნებისმიერი აღდგენილი ამორტიზატორი ვერასდროს ვერ იმუშავებს ისე, როგორც ორიგინალი. კატასტროფაა, თუ ერთი ამორტიზატორი აღდგენილია და მეორე – ორიგინალი, რადგან ისინი ვერანაირად ვერ მოვლენ შესაბამისობაში. დატენილი ამორტიზატორი, მით უმეტეს, თუ ჩქარა სიარული გიყვართ, დამატებით საფრთხეს ქმნის. თუ მაინც გიწევთ ამორტიზატორის აღდგენა, უმჯობესია, ორი წინა ან ორი უკანა ერთდროულად მაინც აღადგინოთ. მართალია, ერთნაირები მაინც ვერ იქნებიან, მაგრამ, შედარებით უფრო უკეთ იქნებიან მორგებული, ვიდრე დატენილი და ორიგინალი. ამ დროს ავტომობილი უფრო კარგი სამართავი იქნება. არ გაგიკვირდეთ, აღდგენილი ამორტიზატორის შემთხვევაში, ავტომობილი საერთოდ სხვანაირად თუ იქცევა – ის ან უფრო ხისტია, ან, შეიძლება, უფრო რბილიც და სხვანაირად უხვევს. ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი ხელოსანი აღადგენს მას. საერთოდ, რისკის გაწევას, გირჩევნიათ, თუნდაც იაფიანი, დაბალი ხარისხის, მაგრამ, მაინც ქარხნული ამორტიზატორი შეიძინოთ. ამ დეტალში, მინიმუმ, ის ქარხნული სტანდარტები იქნება გათვალისწინებული, რომლებიც იმ კონკრეტულ მოდელს ესაჭიროება. ზამბარებიდან, ავტომობილის სიმძიმიდან და სხვა გასათვალისწინებელი ფაქტორებიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი გათვლა სჭირდება ამორტიზატორს, რომ ზუსტად მოერგოს ავტომობილს. მწარმოებელი დაიცავს ქარხნულ პარამეტრებს, რასაც ვერც ერთი ძალიან მაგარი ხელოსანიც კი ვერ დაიცავს ამორტიზატორის დატენვისას. რაც შეეხება გამოწერას, თუ ამის საშუალება და დალოდების დრო გაქვთ, ნებისმიერ შემთხვევაში, უმჯობესია ორიგინალი ნაწილის გამოწერა.
კითხვა: მყავს ავტომობილი „პეჟო 206”, 2000 წლის, მართვის ავტომატური კოლოფით. როდესაც ავტომობილს სრულად ვაჩერებ, მუხრუჭზე მიდევს ფეხი, მაგრამ ის ქრება. რა არის ამის მიზეზი?
პასუხი: შეიძლება, ამის სხვადასხვა მიზეზი იყოს. პირველ ყოვლისა, უნდა გადამოწმდეს საწვავის და ჰაერის ფილტრები; თუ ისინი კარგ მდგომარეობაშია, მაშინ, თავისუფალი ბრუნების, ეგრეთ წოდებული „ხალასტოი ხოდის” სპეციალური სენსორი. შესაძლოა, გამოსაცვლელი იყოს სანთლები – „სვეჩები” ან მასთან მიმავალი სადენები. კარგი იქნებოდა, თუ კითხვას რაიმე უფრო კონკრეტულს დაამატებდით – როგორ იქცევა ავტომობილი სიარულის დროს და მართვისას კიდევ რაიმე ხომ არ შეიცვალა.
კითხვა: მყავს ავტომობილი „ჰონდა ცეერვე”. დაქოქვისას, როგორც კი გასაღებს ხელს გავუშვებ მაშინვე ქრება და ხელსაწყოების დაფაზეც შუქი ითიშება. ისეთი სიტუაციაა, თითქოს გასაღებს პირიქით, უკან ვატრიალებ და ავტომობილს ვაქრობ. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და ვის მივმართო შესაკეთებლად?
პასუხი: სავარაუდოდ, გასაღების ბუდის ქვედა, მექანიკური ნაწილი დაზიანდა, სადაც სხვადასხვა სადენი ერთმანეთს კვეთს. თქვენ გჭირდებათ ნებისმიერი ელექტრიკოსი. მისი აღდგენა საკმაოდ იოლია, რადგან თავიდან ბოლომდე იშლება და ხელახლა იწყობა. შიგნით განთავსებული, ეგრეთ წოდებული, ცენტრალური ფირფიტის ოდნავი ფორმის შეცვლით თქვენი პრობლემა მოგვარდება. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ ის გადახურებულია ან სხვა რაიმე სერიოზული პრობლემა აქვს, მაგალითად, თუ გატყდა, მაშინ ამ პატარა მექანიზმის შეცვლა მოგიწევთ. მისი შეძენა შესაძლებელია დაშლილი მანქანების ბაზრობაზე, მით უმეტეს, რომ ეს კონკრეტული მექანიზმი ყველა „ჰონდას” ერთნაირი აქვს.
კითხვა: მყავს ავტომობილი „პაჯერო იო”, მართვის ავტომატური კოლოფით აღჭურვილი. მთავარი გადამრთველის გარდა, არ ვიცი, როგორ და სად გამოვიყენო სიჩქარეების კოლოფის სხვა ფუნქციები, „დრაივის”, „რევერსის”, „პარკინგისა” და „ნეიტრალის” გარდა.
პასუხი: ნებისმიერი ტიპის ავტომობილის შეძენისას, კარგი იქნება, თუ მისი და მისი დამატებითი ფუნქციების შესაძლებლობებს შევისწავლით, აღარაფერს ვამბობთ სიჩქარეების ავტომატური კოლოფის ისეთ ძირითად ფუნქციებზე, როგორიც არის მისი დაბალი სიჩქარეები და გამაძლიერებელი. დაბალ სიჩქარეებს მრავალმხრივი გამოყენება აქვს, მაგრამ, აღსანიშნავია მისი ძირითადი თვისებები. თუ ჩვენ ვეშვებით დაღმართზე, რომელზეც მაღალ სიჩქარეს ვერ განვავითარებთ იმის გამო, რომ გზის საფარი ამის საშუალებას არ იძლევა, მით უმეტეს თუ ის არის მოხრეშილი, მოლიპული – უსწორმასწორო, უნდა გადმოვრთოთ შესაბამის დაბალ სიჩქარეზე. დაბალი სიჩქარე აღინიშნება ციფრებით: 3, 2 და 1 და რიგ ავტომობილებში, მით უმეტეს „ჯიპებში“, შეიძლება იყოს „ელ” ინდექსიც, რაც კიდევ უფრო გაძლიერებულ და შენელებულ სიჩქარეზე ჩართვას ნიშნავს. ამით ჩვენ უზრუნველვყოფთ ავტომობილის ერთი თანაბარი ტემპით სვლას და გამოვრიცხავთ მართვის კონტროლის დაკარგვას. ამავდროულად, ვიცავთ სამუხრუჭე სისტემას როგორც გადახურებისგან, ისე ცვეთისგან.
კითხვა: მყავს „მერსედესი ცე 230” კომპრესორი, 1998 წლის მოდელი. მაინტერესებს, რა ხარისხის ბენზინი უნდა ჩავასხა, რომ მისმა ძრავამ კარგად იმუშაოს? შემიძლია თუ არა ამ მოდელით „ვიგონკაო”, ანუ, თუ აქვს მას საკმარისი სიჩქარე?
პასუხი: ამ შემთხვევაში კარგი იქნებოდა, მიგეთითებინათ, რომელი ქვეყნიდან არის ჩამოყვანილი თქვენი ავტომობილი, ანუ, რომელი ქვეყნისთვის შეიქმნა. „მერსედესის” ეს მოდელები შექმნილია ამერიკისთვისაც, ევროპის ქვეყნებისთვისაც და იაპონიისთვისაც. თუ თქვენი ავტომობილი ამერიკიდანაა ჩამოყვანილი, მაშინ, შეგიძლიათ, საქართველოში ყველაზე დაბალი ხარისხის ბენზინი ჩაასხათ, რადგან ამერიკული მოდელები სწორედ ყველაზე დაბალი ოქტანობის მქონე ბენზინზეა გათვლილი, რადგან ამერიკაში მხოლოდ ასეთი ბენზინი იყიდება. თუ იქ მაღალი ოქტანობის საწვავს ჩაასხამთ, როგორიც ჩვენთან, ვთქვათ, „პრემიუმი“ ან „ავანგარდია“, აღარაფერს ვამბობ „სუპერზე“, შესაძლოა, თქვენს ძრავას პრობლემებიც შეექმნას – ასეთი შემთხვევები საქართველოში ყოფილა. თუ ევროპული მოდელია, მაშინ, აუცილებლად მაღალი ხარისხის ბენზინი უნდა ჩაასხათ. რაც შეეხება „გონკაობას”, ის ყველა ავტომობილით არის შესაძლებელი, გააჩნია მძღოლს. „გონკაობა” გაგიადვილდებათ, თუ თქვენი ავტომობილი მართვის მექანიკური კოლოფითაა აღჭურვილი. სისწრაფე ამ ავტომობილს საკმარისი აქვს, მაგრამ მის გამოცდას ქალაქის ქუჩებში არ გირჩევთ.

скачать dle 11.3