კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2018 (115)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)
თებერვალი 2018 (208)

რატომ შეეგება ალამუთის ციხის დამცველი ქართველთა ჯარი მონღოლთა არმიას მუხლზე დაჩოქილი


მონღოლთა ბატონობის პერიოდი საქართველოსთვის, ალბათ, ყველაზე მძიმეც იყო და ყველაზე გმირმრავალიც. მაგრამ ადამიანების გმირობის მუდმივი თანამდევი ყოფილა უამრავი სასწაული, რომელთა წყალობითაც ქართველები მრავალჯერ გადარჩენიან მტრის განუკითხავ მრისხანებას და მათი დაუნდობელი მახვილით სიკვდილს. ერთ-ერთი ასეთი სასწაულის – ღვთისმშობლის გამოცხადების შესახებ მოგვითხრობს ისტორიკოსი მიხეილ ბახტაძე.



მიხეილ ბახტაძე: მონღოლთა ბატონობის პერიოდში ქართველებს ხშირად უხდებოდათ დამპყრობთა ბრძანებით სალაშქროდ წასვლა. სად არ ომობდნენ ქართველები ამ დროს: ერაყსა და სირიაში, ეგვიპტესა და ირანში. გრიგოლსაც რამდენჯერმე მოუწია სალაშქროდ წასვლა. ის მონაწილეობდა ალამუთის ციხისთვის წარმოებულ იმ ბრძოლაში, როდესაც ღვთისმშობელმა სასწაულებრივ იხსნა ქართველთა მხედრობა უდიდესი განსაცდელისგან.

– უფრო კონკრეტულად რას გვიამბობთ ამ ამბის შესახებ?

– ეს ამბავი შემდეგნაირად მოხდა: უკვე მეშვიდე წელი იყო, რაც მონღოლთა ლაშქარი მიუვალი და აუღებელი ალამუთის ციხის ხელში ჩაგდებას ცდილობდა. ალამუთის ციხე ისმაილიტთა სექტის (ევროპელები მათ ასასინებს ეძახდნენ, ქართველები კი – მულიდებს) ცენტრი და მათი მეთაურის რეზიდენცია იყო. მრავალნი ცდილობდნენ ამ ციხესიმაგრის აღებას, მაგრამ ალამუთი შეუვალი იყო საუკუნეების განმავლობაში, მეცხრამეტე საუკუნის 50-იან წლებში მონღოლები იდგნენ ალამუთის კედლებთან და მათთან ერთად ქართველი მეომრებიც მონაწილეობდნენ ციხის ალყაში (ქართველთა ჯარი ორ ნაწილად იყოფოდა: ერთ წელს ერთი ნაწილი ომობდა, მეორე წელს – მეორე). ერთ დილას, მონღოლებმა თავისი ერთ-ერთი სარდალი, ჩაღატა ნოინი, კარავში მოკლული ნახეს. მონღოლებმა ეჭვი თავიდანვე ქართველებზე მიიტანეს – „ქართველები შეჭირვებულნი არიან, გუშინ ჩაღატა-ნოინს სამშობლოში დაბრუნებას სთხოვდნენ, დიდხანს იკამათეს და, უარი რომ მიიღეს, გაბრაზებულები თავის ბანაკში დაბრუნდნენო”. მათ ყური არ ათხოვეს თავიანთი ერთ-ერთი მეთაურის – ჩარმაღან-ნოინის სიტყვებს – ქართველებს წესად არა აქვთ კაცის მალულად მოკვლა და ჩაღატა მათი მოკლული არ იქნებაო – და ქართველთა დასჯა განიზრახეს. ამ ამბავმა ქართველთა ბანაკამდეც მიაღწია. ქართველი სარდლები შეიკრიბნენ და ბჭობა გამართეს, თუ რა ექნათ. გრიგოლ სურამელმა შემდეგი რჩევა მისცა თანამოძმეებს: არ არის ბრძოლის დრო, რამეთუ მცირერიცხოვანი ვართ. თუ არ შევებრძოლებით, შესაძლოა, მონღოლები მხოლოდ ჩვენი, ანუ მეთაურების სიკვდილით დასჯას დასჯერდნენ და მეომრები გადარჩებიან. ვგონებ, უმჯობესია, ჩვენ გავწიროთ თავი და სხვების სიცოცხლე ვიხსნათ. ჩვენი მხსნელი არავინაა, უფლის ჩვენის იესო ქრისტესი და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის გარდა. მუხლი მოვიდრიკოთ და ღვთისმშობლის მიმართ ვილოცოთ: „მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო”. ქართველები ასეც მოიქცნენ და, როდესაც მონღოლები ქართველთა ბანაკს მიუახლოვდნენ, მათ იხილეს არა საომრად გამზადებული, იარაღასხმული და საჭურველში ჩამჯდარი მხედრობა, არამედ დაჩოქილი ქართველობა, რომელიც გულმხურვალედ ლოცულობდა. სანამ მონღოლები ფიქრობდნენ, რას ნიშნავდა ქართველთა ეს საქციელი და ვერ გადაეწყვიტათ, როგორ მოქცეულიყვნენ, მოულოდნელად ჭაობის მიმდებარე ლელქაშიდან კაცი გამოვიდა, ხმამაღლა დაიძახა: „მან ქუშტად ჩაღატა” – (მე მოვკალი ჩაღატაო) და უკან შევარდა. მონღოლები დაედევნენ და მალევე შეიპყრეს გაქცეული, რომელიც ციხიდან გამოსული მულიდი აღმოჩნდა. მას საიდუმლო დავალება ჰქონია მიცემული, მოეკლა მონღოლთა სარდლები და ერთ-ერთი მათგანი გამოასალმა კიდეც სიცოცხლეს. მონღოლები დაინტერესდნენ, თუ რატომ გამოვიდა დამალული მულიდი თავისი საფარიდან, მაშინ, როცა მონღოლებმა მისი არსებობის შესახებ არაფერი იცოდნენ. მულიდმა განაცხადა, რომ ის თავისი საფარიდან ადევნებდა თვალს ყველაფერს, რაც ქართველების ბანაკში ხდებოდა, დაინახა მონღოლთა მხედრობის მოსვლაც. სწორედ ამ დროს ჭაობში მოულოდნელად ქალი გამოჩნდა. მან მულიდს მიმართა: არა გრცხვენია აქ, საფარში ჯდომა, მაშინ, როცა შენს ნაცვლად მრავალი უდანაშაულო ადამიანი უნდა დაიღუპოსო? სწორედ მისი სიტყვების შემდეგ მიატოვა მულიდმა თავისი სამალავი და გარეთ გამოვიდა. თავისი თხრობა კი მულიდმა შემდეგი სიტყვებით დაამთავრა: როგორც კი დავიძახე, რომ მე მოვკალი ჩაღატა, ის ქალი მაშინვე გაქრაო. ვერ გავიგე, ან საიდან მოვიდა ან სად წავიდაო. მონღოლებმა მულიდი სიკვდილით დასაჯეს, ქართველებს კი, ცხადია, თავი დაანებეს. ასე იხსნა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა, ალამუთის ციხესთან ალყად მდგომი ქართველთა მხედრობა.


скачать dle 11.3