კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მიიყვანა მოძალადე მამაკაცმა მოტყუებით მოზარდი ნათესავი აგარაკზე და რა „სიურპრიზი” მოუწყო მას

15 წლის ანა კ-შვილის ოჯახის წევრებმა   გოგონას ორდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებს დასახმარებლად მიმართეს. როგორც მათ განაცხადეს, არასრულწლოვანი გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა.  ოჯახის წევრებს ამ ამბის გახმაურება არ უნდოდათ და დაკარგული მოზარდის ძებნა თავად სცადეს, მაგრამ, მას შემდეგ, რაც მიხვდნენ, რომ გოგონას გზა-კვალის მოძიება რთული იყო  და მისი პოვნის იმედი გადაეწურათ, ამის შესახებ პოლიციაში  განაცხადეს.
ამონაწერი ანა კ-შვილის დედის, ელზა გ-ძის ჩვენებიდან: „იმ დღეს ჩვენს სოფელში დღესასწაული იყო. ყველა ოჯახში სუფრა იყო გაშლილი, ჩვენც ბევრი სტუმარი გვყავდა. ანა მთელი დღე სახლში იყო. როცა მოსაღამოვდა მეგობართან ერთად სოფლის მოედანზე წავიდა, სადაც ახალგაზრდები იყვნენ შეკრებილი  და კონცერტი იმართებოდა. ანამ სახლში დაიბარა, მალე მოვალო. მეც გავაფრთხილე, სოფელი ნასვამი, უცხო  ხალხით არის სავსე და მალე მოდი-მეთქი. უკვე შებნელებული იყო, როცა სტუმრები გავაცილე და ანა მოვიკითხე, ვერსად ვიპოვე. მობილური ტელეფონი არ  ჰქონდა, რომ მომეძებნა. მის მეგობართან წავედი, ის უკვე  სახლში იყო. მითხრა, ანას გზაზე დავცილდი, უკვე სახლში წამოსვლას აპირებდაო. ხან სად ვეძებეთ, ხან სად, მაგრამ, ვერსად ვერ მივაგენით.” ოჯახის წევრებმა ანას ძებნისას იმ ახალგაზრდა ვაჟსაც მიაკითხეს, რომელიც იმავე სოფელში ცხოვრობდა და ანაზე იყო შეყვარებული. დაკარგვამდე რამდენიმე თვით ადრე ანა  შეყვარებულთან ერთად სახლიდან გაქცეულიყო, მაგრამ დედას არასრულწლოვანი შვილი სახლში დაებრუნებინა. ცხადია, გოგონას გაუჩინარების შემდეგ პირველი ვერსია სწორედ შეყვარებულთან ერთად გაპარვა იყო, მაგრამ, როგორც რამდენიმე საათში გაირკვა,  ბესიკ მ-ძე  დამნაშავე არ იყო – ის დეიდასთან იყო სტუმრად მეზობელ სოფელში და, როცა თავისი მამისა და ანას დედის დაპირისპირების ამბავი გაიგო, სახლში ძალიან მალე დაბრუნდა. ელზა გ-ძემ, რომელსაც მეუღლე გარდაცვლილი ჰყავს, შვილის ძებნა მეზობელი მამაკაცების დახმარებით დაიწყო და მხოლოდ ორი დღის შემდეგ შეატყობინა ამის შესახებ სამართალდამცველებს.         
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და სამართალდამცველებმა დაკარგული გოგონას ძებნა დაიწყეს. გატარებული სამძებრო ღონისძიებებით დადგინდა ის წრე,  ვისთანაც მოზარდს კონტაქტი ჰქონდა. დაიწყეს ინფორმაციის მოგროვება თავად გოგონას შესახებ. როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, დაკარგული არასრულწლოვანი საკმაოდ თამამი ხასიათით გამოირჩეოდა. იყვნენ თვითმხილველები, ვინც  ანა რამდენჯერმე სოფლის განაპირას მდებარე რესტორანშიც კი ნახეს უცხო ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად.  დაიკითხა რესტორნის მეპატრონე და მომსახურე პერსონალი, რომლებმაც გოგონას ყოფნა რესტორანში დაადასტურეს, მაგრამ, მისი თანმხლები  მამაკაცის ვინაობა  არ იცოდნენ. ანას მეგობრების დაკითხვისას ცნობილი გახდა, რომ მას ჰყავდა უცნობი თაყვანისმცემელი, რომელმაც  მას რამდენჯერმე ჩააკითხა სოფელში და  ტანსაცმელიც კი უყიდა.
ამონაწერი ანა კ-შვილის მეგობრის ჩვენებიდან: „იმ  კაცს ერთხელ მეც მოვკარი თვალი. ანა მის მანქანაში ჩაჯდა და წავიდნენ. შორიდან რაც დავინახე, მამაკაცი 40 წლის მაინც იქნებოდა, თეთრი თმა ჰქონდა და თეთრი წვერი. მანქანა შავი ფერის იყო, მაგრამ ზუსტად არ ვიცი, რა მარკის.” ინფორმაცია, რომელიც გამოძიებას უცნობ მამაკაცთან დაკავშირებით გააჩნდა, საკმაოდ მწირი იყო. ამ ინფორმაციის მიხედვით, საეჭვო მამაკაცის ძებნა რთული იყო, მით უმეტეს, რომ მის შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდა ანას დედას, ელზა გ-ძეს.  ერთადერთი, რასაც ძიებამ მიაგნო, იყო  ანას ნივთებში  გადამალული ფოტო,  რომელზეც ის უცხო მამაკაცთან ინტიმურ ვითარებაში იყო გადაღებული. მამაკაცის სახე ისე იყო გადაღებული, რომ ელზა გ-ძეს მისი ამოცნობა გაუჭირდა. მოკლედ, გამოძიებით ყველა კვალი  უცნობ და გაურკვეველი ვინაობის მამაკაცამდე მიდიოდა.  
გოგონას გაუჩინარებიდან  ხუთი დღის შემდეგ, მისი მეზობელი ახალგაზრდა ქალის ტელეფონზე უცნობი ნომრიდან დარეკა   ქალმა, რომელმაც განაცხადა, რომ ანა კ-შვილი მისივე ბიძაშვილის მიერ იყო გატაცებული და შველას ითხოვდა. ამის შესახებ სამართალდამცველებთან  თავად  გაუჩინარებული გოგონას დედამ განაცხადა.
ამონაწერი  მოწმის ჩვენებიდან: „უცხო, დაფარული ნომრიდან შემოვიდა სატელეფონო ზარი. ადრე  ორჯერ იყო შემთხვევა, როცა ჩემს ტელეფონზე ანას უცნობმა ქალმა დაურეკა და მასთან დაკავშირება მთხოვა. ორივეჯერ დაფარული იყო ნომერი, თუმცა, როცა ანა ტელეფონთან მოვიდა, მივხვდი, რომ ის მამაკაცს ესაუბრებოდა და არა იმ ქალბატონს, ვინც დაურეკა. ამჯერადაც ძალიან უცნაური ზარი იყო.  სანამ ვკითხე,  თუ ვინ მატყობინებდა ამ ამბავს, მან ტელეფონი გათიშა, თუმცა, ის მითხრა, რომ ანა ბიძაშვილის მიერ იყო  გატაცებული. მას შემდეგ, რაც საქმეში  ახალი გარემოება გაჩნდა, სამართალდამცველებმა  უცნობი ბიძაშვილის  ძებნა დაიწყეს. სწორედ მაშინ გაირკვა, რომ  დაახლოებით ერთი წლის წინ ანა შემთხვევით, ქუჩაში გაეცნო  მამაკაცს, რომელიც წარმოშობით მისი სოფლიდან იყო და შორეულ ნათესავადაც ეკუთვნოდა.  მამაკაცი დაახლოებით 40 წლამდე ასაკის უნდა ყოფილიყო და რაიონულ ცენტრში ცხოვრობდა. ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებით დადგინდა მისი ვინაობაც, ის  38 წლის კობა ტ-შვილი აღმოჩნდა.  გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ ანას გაუჩინარებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მამაკაცი სახლში არ გამოჩენილა. მისმა  მეუღლემ  ქმრის ადგილსამყოფლის შესახებ არაფერი იცოდა; – ალბათ, საქმეზეა წასულიო –  ასე აცხადებდა, თუმცა, როგორც სანდო წყაროებით გახდა ცნობილი, ქალი ძალიან გაბრაზებული იყო და, სავარაუდოდ, მას ქმართან კონფლიქტიც უნდა ჰქონოდა.  ორდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა  კობა ტ-შვილის კვალს მისი მეგობრის აგარაკზე მიაგნეს, სადაც მასთან ერთად არასრულწლოვანი ანა კ-შვილიც იმყოფებოდა.          
კობა ტ-შვილმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე დააკავეს, განაცხადა, რომ გოგონა საკუთარი ნებით გაჰყვა სოფლის დღესასწაულიდან.
ამონაწერი დაკავებულის ჩვენებიდან: „ანა ერთი წლის წინ  გავიცანი, ერთმა ძველმა ნაცნობმა გამაცნო, შენი სოფლიდანაა და ერთმანეთისთვის შორეული  ბიძაშვილები ხართო.  ამ ამბის კვლევაში ერთმანეთს დავუახლოვდით. ერთი-ორჯერ რაიონშიც ჩამოვიდა და დამირეკა – თუ გცალია, შემხვდიო. თავიდან თავს ვარიდებდი, მერე ნელ-ნელა დავუახლოვდი. ფიზიკურად ძალიან მომწონდა, მაგრამ, ურთიერთობის დაწყებაზე თავს ვიკავებდი. ვიცოდი, რომ ძალიან უჭირდა და ვეხმარებოდი, რამდენჯერმე ფული ვაჩუქე, რამდენჯერმე ტანსაცმელიც ვუყიდე. თვითონაც ძალიან ცდილობდა დაახლოებას. ერთხელ ლამის სახლშიც მომაკითხა, რაზეც ძალიან გავბრაზდი.  ამაზე  ჩემმა ცოლმა იეჭვიანა და ამიტომ ანას ვუთხარი, რომ,  ჯობდა, თუ ურთიერთობისგან თავს  შევიკავებდით.  ამის მიუხედავად, ანა თავს მაინც არ მანებებდა. მეც ძალიან მომწონდა. ასე გაგრძელდა რამდენიმე თვე, თუმცა ჩვენს შორის არაფერი მომხდარა. მისი ასაკიდან გამომდინარე, ინტიმურ ურთიერთობას თავს ვარიდებდი. იმ დღეს, სოფელში დღესასწაული იყო და შორეულ ნათესავებთან ავედი  სტუმრად და დავლიე. კარგად ნასვამი ვიყავი, როდესაც სოფლის მოედანზე წავედი – ვიცოდი, რომ  ანა იქ იქნებოდა, წინასწარ ვიყავით შეთანხმებულები.   გადაწყვეტილი არ გვქონდა, რომ სადმე  წავსულიყავით, სასეირნოდ სოფლიდან მოშორებით გავიყვანე. გზაში  შემომთავაზა, შენთან მინდა ყოფნაო. მე ვუთხარი, რომ ცოლ-შვილი მყავდა და ვერაფერს შევთავაზებდი, მაგრამ ის უყოყმანოდ დამთანხმდა მხოლოდ ინტიმურ კავშირზე. ანა მეგობრის აგარაკზე წავიყვანე. არც ვაპირებდით ღამით იქ დარჩენას, მაგრამ, მერე აღარ მოგვინდა წამოსვლა. სახლში შევატყობინე, რომ საქმეებზე ვიყავით წასული.  ჩემი მეუღლე მიხვდა, რომ ეს მართალი არ იყო და დიდი სკანდალი მომიწყო. მითხრა კიდეც, მაგ გოგოსთან ერთად ხარ წასულიო, რაც უარვყავი, მაგრამ,  მაინც ვერ გადავარწმუნე.  ანას აგარაკიდან  წამოსვლა აღარ უნდოდა, ვეუბნებოდი, სახლში ძებნას დაგიწყებენ-მეთქი, მაგრამ, წასვლაზე უარს ამბობდა. მეც ვეღარ ვიფიქრე, რომ მის დაკარგვას ასეთი ამბავი მოჰყვებოდა. თითქმის ერთი კვირა მარტოები ვიყავით აგარაკზე, მერე  პოლიცია დაგვადგა თავზე.”     
როგორც გამოძიებისთვის  გახდა ცნობილი, ანონიმური ზარის ავტორი, ვისგანაც  გამოძიება დამნაშავის კვალზე გავიდა, როგორც მოსალოდნელი იყო, კობა ტ-შვილის მეუღლე აღმოჩნდა. როგორც ჩანს, მას ჰქონდა ინფორმაცია ანასა და  თავისი ქმრის ურთიერთობაზე. მოგვიანებით მან სამართალდამცველებს მისცა თავისი ნომერი, რომელზეც კობა ტ-შვილი ანას ურეკავდა ხოლმე,  ქმრის მალულად  ამოიწერა მისი ტელეფონიდან და, როცა შეიტყო, რომ მისი ქმარი და  მოზარდი  ერთად იყვნენ გაპარულები,  გადაწყვიტა, ამის შესახებ ანას ოჯახისთვის შეეტყობინებინა.  საქმის  ვითარება მას შემდეგ გართულდა, რაც  კობა ტ-შვილისგან აბსოლუტურად განსხვავებული ჩვენება მისცა თავად ანა კ-შვილმა. მან განაცხადა, რომ  მამაკაცმა ის მოტყუებით გაიტაცა და აგარაკზე მიიყვანა იმ მოტივით, რომ მისთვის სიურპრიზი ჰქონდა მომზადებული, მერე კი მასთან ერთი კვირის განმავლობაში სექსუალურ კავშირს ამყარებდა.  დაპირისპირების დროს ანა კ-შვილმა იგივე განაცხადა კობა ტ-შვილის თანდასწრებითაც. სამედიცინო ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ გოგონასთან სექსუალური  კონტაქტი ანალური და ორალური გზით იყო დამყარებული. მოზარდი  გაუკუღმართებული სექსისა და ძალადობის სცენებს აღწერდა, რაც საბოლოოდ დადასტურდა კიდეც განმეორებით ჩატარებული სამედიცინო შემოწმების შედეგად. გოგონამ ბიძაშვილი სექსუალურ ძალადობაში სასამართლო პროცესზეც დაადანაშაულა. კობა ტ-შვილმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. პროცესზე დაზარალებულმა გოგონამ განაცხადა, რომ  კობამ აგარაკზე ასვლამდე, ჯერ კიდევ ავტომანქანაში გააუპატიურა. სასამართლომ კობა ტ-შვილი დამნაშავედ ცნო და  არასრულწლოვანი გოგონას  გაუპატიურებისა და  მასთან გაუკუღმართებული სექსუალური კავშირის დამყარების გამო მას 15 წლით  თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

скачать dle 11.3