კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„გონიერი“ დიეტა

სიტყვა „დიეტა“, რატომღაც, გახდომასთან ასოცირდება. არადა, ათასნაირი დიეტა არსებობს, მათ შორის – ეგრეთ წოდებული „ტვინის დიეტა“. სახელწოდება ცოტა სასაცილოდ კი ჟღერს, მაგრამ, ადამიანის ტვინს აუცილებლად ესაჭიროება გარკვეული სახის ვიტამინები და მიკროელემენტები, რომლებიც ააქტიურებს ტვინის უჯრედებს და, შესაბამისად, ხანგრძლივად აშორებს ადამიანს ავადსახსენებელ სკლეროზს.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გონივრულად შედგენილი რაციონი 15 პროცენტით ამაღლებს ადამიანის ყურადღებასა და მეხსიერებას.
გავრცელებულია აზრი, რომ ტკბილი პროდუქტები (შოკოლადი, ჰალვა, გაზიანი სასმელები და შაქარი) სწრაფად ახდენს თავის ტვინის სტიმულირებას. მარტივი, „სწრაფი“ შაქრის მეშვეობით ენერგიის მიღებისას ჩვენი ტვინი მართლაც უფრო აქტიურად და სრულყოფილად იწყებს მუშაობას, მაგრამ, ასეთივე სისწრაფით, ინსულინი შთანთქავს მთელ მიღებულ შაქარს და, აქტიურობის მკვეთრი „აფეთქების“ შემდეგ იწყება მისი არანაკლებად მკვეთრი ვარდნა. მაგრამ, არსებობს პროდუქტები, რომლებიც გლუკოზას შეიცავს რთული პოლიმერების (სახამებლის, გლიკოგენის) სახით და უზრუნველყოფს ტვინის ხანგრძლივ და ეფექტურ მუშაობას. ასეთი პროდუქტებია: ცეხვილი პური, ბრინჯი, ქერი, წიწიბურა, პარკოსნები, თხილი, კაკალი და კარტოფილი. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი მცენარეული და ცხოველური ცილებით, რადგან მათი წყალობით ორგანიზმი გამოიმუშავებს ისეთ ჰორმონებს, როგორებიცაა ადრენალინი და დოპამინი, რომლებიც აღაგზნებს ტვინს, აჩქარებს მის რეაქციებს და აძლიერებს გონებრივ მუშაობას.
ადამიანის ტვინის 60 პროცენტი ცხიმოვანი ქსოვილებისგან შედგება. ამიტომ, სწორი ფუნქციონირებისთვის მას ესაჭიროება ცხიმების მიღება საკვებთან ერთად, მაგრამ, ყველანაირი ცხიმი როდია სასარგებლო. მაგალითად, უნდა მოერიდოთ კარაქს, მაიონეზს, ნაღებს; სამაგიეროდ, მცენარეული ზეთი (მზესუმზირის, სიმინდის, ზეითუნის) და ის პროდუქტები, რომლებიც შეიცავს ცხიმოვან მჟავას, ომეგა 3 (თევზეული), თქვენს მენიუში მნიშვნელოვან ადგილს უნდა იკავებდეს.
აუცილებელია, იცოდეთ, რომ, ზოგადად ორგანიზმისთვის და კონკრეტულად თავის ტვინისთვის, აუცილებელია სხვადასხვა სახის ვიტამინი. მაგალითად, კვერცხი შეიცავს ჰოლინს – ნივთიერებას, რომელიც აუმჯობესებს განწყობას; ისპანახი და მწვანე ბარდა B6 და B12 ვიტამინების ნამდვილი წყაროა და ხელს უწყობს მეხსიერების განმტკიცებას. ვიტამინი E, რომელსაც შეიცავს ცეხვილი პური და მარცვლეული, ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, რომელიც ჟანგბადით ამდიდრებს თავის ტვინს, რაც ხელს უწყობს შრომისუნარიანობის ამაღლებას.
და კიდევ:  გავრცელებულია აზრი, რომ სამსახურში წასახემსებლად საუკეთესო პროდუქტია შოკოლადი, მაგრამ, გახსოვდეთ, რომ შედეგი არცთუ სასურველი იქნება. უმჯობესია, მიირთვათ ნიგოზი (ან თხილი), ჩირი ან ნაკლებად მარილიანი ყველის ნაჭერი. ეს პროდუქტები შეიცავს კალციუმსა და მაგნიუმს, რომელთა წყალობითაც გაგიუმჯობესდებათ ხასიათი და მოიმატებს ენერგია. ასევე, კარგი იქნება, თუ შესვენებაზე მიირთმევთ ცოცხალი ხილისა და ბოსტნეულის სალათას, რომელიც მწარე წიწაკით იქნება შეზავებული (ცხადია, ზედმეტი არ უნდა მოგივიდეთ), ოღონდ, სალათაში შერევის წინ წიწაკას ამოაცალეთ თესლები და ამოაჭერით ის „ძარღვები“, რომლებზეც თესლებია მიმაგრებული.
თუ გაითვალისწინებთ ზემოთქმულს და თქვენს რაციონს მითითებული პროდუქტებისგან შეადგენთ, გარდა იმისა, რომ ზედმეტ ცხიმებს მოიშორებთ, თქვენი გონებრივი მონაცემები და მეხსიერება ახალი ძალით გამობრწყინდება. ოღონდ, გახსოვდეთ, რომ თითოეული ულუფა არ უნდა აღემატებოდეს 200-250 გრამს; დღეში უნდა იკვებოთ 5-6-ჯერ (ოპტიმალური დროა დილის 9 საათიდან საღამოს 20 საათამდე) და დღის განმავლობაში სვათ მინიმუმ 2 ლიტრი სითხე – მონაცვლეობით: ცოცხალი ხილისა და ბოსტნეულის წვენები, ბალახეულის ჩაი, გაზგასული მინერალური და ჩვეულებრივი სასმელი წყალი.

скачать dle 11.3