კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მსხვერპლზე წავიდა კრისტიან ბეილი „მემანქანის“ გამო და რით გააკვირვა მან „ბეტმენის“ რეჟისორი, კრისტოფერ ნოლანი

სულ მალე მსოფლიო კინოთეატრების ეკრანებზე ბეტმენის შესახებ გადაღებული მორიგი ბლოკბასტერი, „შავი რაინდის აღორძინება” გამოვა. ფილმი თანამედროვე ჰოლივუდის ერთ-ერთი გამორჩეული რეჟისორის, კრისტოფერ ნოლანის ნამუშევარია და ადამიანი-ღამურას როლში კვლავ კრისტიან ბეილი მოგვევლინება – ჰოლივუდის ვარსკვლავი, რომლის შესახებ გავრცელებულ საინტერესო ფაქტებს „თბილისელების” ამ ნომერში მოგაწვდით.
* კრისტიან ჩარლზ ფილიპ ბეილი 1974 წლის 30 იანვარს ჰეივერფორდსტში, უელსში, დიდ ბრიტანეთში დაიბადა. მამამისი, დევიდ ბეილი ყოფილი მსახიობი და პილოტი გახლდათ, დედა – საცირკო მსახიობი. კრისტიანს დედინაცვალიც ჰყავდა, ცნობილი ფემინისტი გლორია სტაინემი. საგულისხმოა, რომ კრისტიანის ბაბუა ლეგენდარული ჯონ უეინის დუბლიორი იყო ორ ფილმში. ბავშვობის პერიოდი კრისტიანს პორტუგალიაში, საფრანგეთსა და ინგლისის 15 ქალაქში აქვს გატარებული.
* თავისი კინოკარიერა კრისტიან ბეილმა 1983 წელს, 9 წლის ასაკში დაიწყო. პირველად ის პურის სარეკლამო რგოლში გამოჩნდა, ხოლო ერთი წლის შემდეგ, თეატრის სცენაზე ბრიტანელ მსახიობთან, განთქმულ „მისტერ ბინთან” – როუენ ატკინსონთან ერთად სპექტაკლში ითამაშა. 12 წლის ბეილის აქტივში უკვე 2 მინი-სერიალი და სტივენ სპილბერგის დრამა „მზის იმპერია” იყო. განთქმული რეჟისორი მცირეწლოვან მსახიობს „პატარა სტივ მაკკუინს” უწოდებდა და აღფრთოვანებული იყო მისი მუშაობით კამერასთან. ცნობისთვის, სპილბერგის ფილმში როლის მისაღებად კრისტიან ბეილმა ქასთინგზე 4 000 კანდიდატს აჯობა.
* 1997 წელს კრისტიან ბეილი ჯეიმს კამერონის ფილმში „ტიტანიკი” ჯეკ დოუსონის როლზე ისინჯებოდა, თუმცა რეჟისორმა მისი კანდიდატურა ეროვნების გამო დაიწუნა. კამერონს სურდა, რომ ამერიკელის როლი ამერიკელ მსახიობს შეესრულებინა და ბრიტანელი ბეილი ამერიკელი ლეონარდო დიკაპრიოთი ჩაანაცვლა. 2000 წელს ანალოგიურ ვითარებაში დიკაპრიო აღმოჩნდა. „ამერიკელი ფსიქოპათის” ეკრანიზაციის დროს, წიგნის ავტორის, ბრეტ ისტონ ელისის თხოვნით, რეჟისორმა დიკაპრიო გაუშვა და მის ნაცვლად ბეილი აიყვანა.
* ფილმისთვის „მემანქანე” კრისტიან ბეილმა 28,5 კილოგრამი დაიკლო წონაში. რეჟისორის თქმით, ის ეწინააღმდეგებოდა მსახიობის ამგვარ თვითგვემას, თუმცა ბეილი დაჟინებით მოითხოვდა, რომ როლში შესასვლელად, წონაში უნდა დაეკლო. არანორმალური დიეტის შედეგად, ბეილი 80 კგ-დან 50 კგ-მდე ჩამოვიდა. აღსანიშნავია, რომ „მემანქანეზე” მუშაობის პარალელურად, ბეილმა „ბეტმენის” ქასთინგიც გაიარა. თავდაპირველად, კრისტოფერ ნოლანმა მსახიობი  სიგამხდრის გამო ვერ იცნო. თუმცა, ფილმზე მუშაობის დასრულების შემდგომ, ბეილმა წონაში 45 კილოგრამი მოიმატა და ნოლანს „ბეტმენის” გადასაღებ მოედანზე თავის ჩვეულ ფორმაში ეახლა.
* თავისი მეუღლე – სიბი ბლაჟიჩი კრისტიან ბეილმა 1999 წელს მსახიობ უაინონა რაიდერის წვეულებაზე გაიცნო. სიბი უაინონას აგენტად მუშაობდა. ცნობისთვის, სიბი ოთხი წლით უფროსია კრისტიანზე, თუმცა ამ ფაქტს არ შეუშლია ხელი მათი ბედნიერებისთვის. 2005 წელს წყვილს ქალიშვილი, ემი შეეძინა.
* მარჯვენა თვალის ქვეშ კრისტიანს მცირე ზომის იარა აქვს, რომელიც გრიმის მიუხედავად ფილმებში კარგად ჩანს. ეს იარა მსახიობს სკოლაში, თანაკლასელთან ჩხუბის შემდეგ დარჩა.
* კრისტიან ბეილის სიმაღლე 183 სანტიმეტრია და ყველაზე მაღალია იმ მსახიობთა შორის, ვისაც კი  „ბეტმენის” როლი შეუსრულებია. ესენი არიან: მაიკლ კიტონი, ველ კილმერი, ჯორჯ კლუნი.
* კრისტიანს შინაური ცხოველების მთელი ზოოპარკი აქვს: ორი ძაღლი – მოჯო და რამონი და სამი კატა-მირიამი, ლილი და მოლი. ხუთივე ცხოველი კრისტიანმა სახლში ქუჩიდან მიიყვანა.
* ექვსი წლის ასაკიდან კრისტიან ბეილი  არ ჭამს საქონლისა და ღორის ხორცს, სამაგიეროდ, უყვარს ქათმის ხორცი და თევზეული.
* კრისტიან ბეილი გატაცებულია ცურვით, სნოუბორდითა და სერფინგით.  ყველაფერთან ერთად, ბეილს წიგნების კითხვა უყვარს და თვეში 3-4 წიგნის წაკითხვას ახერხებს გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად. ასევე, ბეილი საცხენოსნო და ავტოსპორტით არის დაკავებული. ხშირად იღებს მონაწილეობას კარტინგებსა და მოტოციკლებით რბოლაში.
* 2005 წელს, „შავი რაინდის” პრემიერამდე რამდენიმე ხნით ადრე, კრისტიან ბეილი პოლიციამ დედის და დების განცხადების საფუძველზე დააკავა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მსახიობი აპირებდა მათ ფიზიკურად გასწორებოდა. მოგვიანებით, დედამ და დებმა გამოიტანეს განცხადება პოლიციიდან და ბეილის დაპატიმრება მხოლოდ 4 საათს გაგრძელდა. დღემდე უცნობია, თუ რის გამო შეიტანეს განცხადება კრისტიან ბეილის დედამ და დებმა პოლიციაში. ამ თემაზე კრისტიანს საუბარი არ უყვარს.
* 2003 წელს კრისტიან ბეილი უილ ტერნერის როლზე ისინჯებოდა ფილმში „კარიბის ზღვის მეკობრეები”, თუმცა როლი ორლანდო ბლუმს ხვდა წილად.

скачать dle 11.3