კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ერთი აქნევით...



ჯადოსნური ჯოხის აქნევაზე არ არის საუბარი, თუმცა არც მთლად უამისობაა, როცა ჩვენს ცხოვრებაში რაღაც ერთბაშად იცვლება. ზოგჯერ უკეთესობისკენ, ზოგჯერ, სამწუხაროდ, უარესობისკენ. ორივე შემთხვევა ბუნებრივია და ისე უნდა მივიღოთ, როგორც არის. მიუხედავად ამისა, გულზე ხელებდაკრეფილ ჯდომას და მოვლენების დინებაზე მიშვებას არ გირჩევთ. ჩვენ შეგვიძლია, წარმატება მოვიზიდოთ ან „დავაფრთხოთ“. ესეც, ფაქტობრივად, „ხელის ერთი  აქნევით“, ანუ სწრაფად ხდება. მაგრამ გონზე მოსვლა უნდა მოასწროთ. მთავარია, გჯეროდეთ, რომ ყველაფერი გამოვა, თანაც კარგად გამოვა.
საკუთარ თავთან გულწრფელობა უმთავრესია. რწმენაც მყარი უნდა იყოს. ყოყმანი მხოლოდ ხელს შეგიშლით.
არის მეთოდი, რომელსაც სიმორონე ჰქვია. მისი საშუალებით ხშირად ძალიან ეფექტურად ახდება ხოლმე ოცნებები. ფსიქოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს მეთოდიკა საუკეთესოა. რაში გამოიხატება სიმორონეს მეთოდიკა? – საკუთარი თავის გართობაში. როგორ გაართობთ საკუთარ თავს, ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია. დაფიქრდით, რა იქნება თქვენთვის უკეთესი და სახალისო. გაუმეორეთ საკუთარ თავს ხშირად: „ყველაფერი, რაც ხდება, მხოლოდ უკეთესობისკენ“. როცა ამას გააცნობიერებთ და გაითავისებთ, ყველაფერი მართლაც უკეთესობისკენ შეიცვლება!

დედა...მისი

ოჯახის შექმნის მერე, მამაკაცების ცხოვრებაში (ყველასი, რა თქმა უნდა, არა) ორი ქალი ჩნდება – ცოლი და... ვერ გამოიცანით! საყვარელი არაფერ შუაშია და მისი გამოჩენა არც არის სავალდებულო. აი, სიდედრი კი, ზოგჯერ აუცილებელი „ატრიბუტი“ ხდება ოჯახური ჰარმონიისა (დედამთილებზე სხვა დროს ვილაპარაკოთ). დავიწყოთ იმით, რომ ვიღაცამ სიდედრებს სახელი შეგნებულად გაუტეხა და ისინი სიძეების შესაშინებელ „ბუებად“ აქცია.
სინამდვილეში სიდედრებს ძალიან უყვართ საკუთარი სიძეები და მათ თავგამოდებით იცავენ. ჯერ ერთი, იმიტომ რომ, პრაქტიკულად, არც ერთ დედას არ უნდა, რომ მის ქალიშვილს ოჯახი დაენგრეს. დღესაც ჩვენში ისევ ძლიერია საზოგადოების აზრზე დამოკიდებულება – „რას იტყვის ხალხი“ მეტ-ნაკლებად აქტუალური რჩება. ქმრის დედა, ანუ დედამთილი შედარებით „დაცულია“. კაცს ხომ მეტი ეპატიება და არც დანგრეული ოჯახია მისთვის „გრეხი“. „რა მოხდა, არ გაუმართლა ბიჭს! ვის არ მოსვლია შეცდომა?!“ ასე რომ, შევთანხმდეთ: სიდედრი უფროა ოჯახის ერთიანობას, სიმტკიცეს „გადაფარებული“ ფარი, ვიდრე დედამთილი. შესაბამისად, ის სიძის მტერი ვერ იქნება. თუ ეს თვითონ სიძემ არ მოინდომა და ძალიან არ შეეცადა. ყველაფერი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. განა რას მოითხოვს სიდედრი ისეთს, ამ მოთხოვნის შესრულება ვერ შეძლოთ?! მთავარია, გიყვარდეთ და პატივს სცემდეთ მის ქალიშვილს. არ დააყვედროთ ერთი ფინჯანი ყავა, როცა თქვენთან სტუმრად მოვა და არ მოყვეთ მისი თანდასწრებით სისაძაგლეები სიდედრებზე. სულ ეს არის... ჰო, კარგი იქნება, თუ თქვენთვის დაბადების დღეზე ნაჩუქარ პერანგს, მეზობლის, ან უარესი – მეეზოვის ტანზე არ აღმოაჩენს. დანარჩენი მოგვარდება!

დააკვირდით და ამოიცანით

ამას სიდედრების გასაბრაზებლად კი არა, სიძეების დასახმარებლად ვწერთ... რომ ამბობენ, მტერს სახეზე უნდა სცნობდე. თუმცა, ეს ხუმრობით, რეალურად კი, ფსიქოლოგები სიდედრების ექვს ძირითად ტიპაჟს გამოყოფენ.
„მოსიყვარულე დედიკო“ – ყველაზე ხშირად სწორედ ეს ტიპაჟი გვხვდება. საუკეთესო დედა, რომლისთვისაც მისი ქალიშვილი ყოველთვის პატარა, დაუცველი გოგონაა, თანაც, ყველაზე უკეთესი, საუკეთესო. ამიტომაც სიძის მიმართ დიდი მოთხოვნები აქვს. შვილს ამარაგებს ინფორმაციით, როგორი უნდა იყოს ყველაზე კარგი ქმარი. საუკეთესო სტრატეგიაა მისი თანდასწრებით აქოთ ცოლი, თუ ამას გააკეთებთ, სიდედრი „მოკავშირედ“ აღგიქვამთ და ყველაფერი წესრიგში იქნება.
„მზრუნველი” – ამ ქალისთვის ორივენი ისევ ბავშვები ხართ და ბავშვებადვე დარჩებით. გაერთეთ, ყველაფერს დედიკო მიხედავს. რა უნდა იყოს ასეთ სიდედრზე უკეთესი?! – პირდაპირ სიკეთის განსახიერებაა, მაგრამ არა – მალე მისი მზრუნველობა გაგაგიჟებთ. სტრატეგია ასეთია: აჩვენეთ სიდედრს, რომ ზრდასრული მამაკაცი ხართ ან დარჩით ბოლომდე ბავშვად.
„გულჩვილი” – ერთი შეხედვით უწყინარია, მაგრამ ყველაფერი ისე ახლოს მიაქვს გულთან, ამით პრობლემებს საკუთარ შვილსაც უქმნის. თანაც მზად არის, თქვენთვის ნებისმიერ მომენტში გაიღოს მსხვერპლი. თითქოს იდეალური ადამიანია, მაგრამ თავისი საქციელით სულს გიფორიაქებთ. თავს დამნაშავედ გრძნობთ. პრობლემაც ეს არის.
„შვილის მეტოქე“ – ბევრ ქალს მოსწონს, როცა ქალიშვილის თაყვანისმცემლები არც მას ტოვებენ უყურადღებოდ. იცვამს პატარა გოგოსავით, ძალიან თანამედროვედ. რა თქმა უნდა, მისგან კულინარიულ შედევრებსაც ვერ ეღირსებით. სამაგიეროდ, შეგიძლიათ, მოიწონოთ თავი სიმპათიური და მარად ახალგაზრდა სიდედრით... და არ დაგავიწყდეთ, ხშირად გაუმეოროთ, რომ ძალიან ეფექტურია. ნუ გაიჩენთ მტერს საკუთარ ოჯახში.
„განხეთქილების ვაშლი“ – ეს ის ტიპაჟია, რომელიც ცდილობს, ყველა და ყველაფერი საკუთარ მოდელს მოარგოს, ადამიანური ურთიერთობებიც კი. ამიტომ, აუცილებლად ჩაერევა თქვენი ოჯახის საქმეში. პრობლემებსაც შეგიქმნით. საუკეთესო სტრატეგია?! – არ არსებობს. ფსიქოლოგებიც კი ვერ გირჩევენ, რა უნდა დაუპირისპიროთ ამას. უბრალოდ, შეეცადეთ, მოსისხლე მტრად არ გადაიკიდოთ, თორემ თქვენს ცოლსაც თავის „რელსებზე“ გადაიყვანს.
„შვილით უკმაყოფილო“ – ეს ტიპი იმით არის საშიში, რომ დარწმუნებულია, საკუთარი შვილის უგერგილობაში, შესაბამისად, თქვენს უვარგისობაშიც. მასთან მუდმივი კონფლიქტი გარდაუვალია. შვილსაც გააწამებს და თქვენც. მაქსიმალურად მოერიდეთ, თუ საკუთარი თავისთვის და ოჯახისთვის კარგი გინდათ.

იქნებ სიმართლეა?!

ჩვენი ბებიებიც ხომ ქალები იყვნენ?! – თუმცა, ისინი ნაკლებად ფიქრობდნენ ფსიქოლოგიაზე და ინტუიციით მოქმედებდნენ. კიდევ... უსმენდნენ საკუთარ ბებიებს, რომლებიც მათ ასწავლიდნენ ძველ სიბრძნეს... სინჯეთ, იქნებ მართალია?!
* არასოდეს ათხოვოთ ჯვარდაწერილი საქორწინო ბეჭედი სხვას, თუნდაც თქვენს საუკეთესო დაქალს. არც ქორწილამდე და არც ქორწილის მერე. მით უმეტეს, არ მისცეთ უფლება, თითზე მოირგოს, თორემ მეუღლესთან დიდხანს ვერ იქნებით.
* ნუ დააგირავებთ საქორწინო ბეჭედს, როგორც უნდა გაგიჭირდეთ ფინანსურად – სიყვარული წავა.
* ქორწილის დღეს იმ თითზე, სადაც საქორწინო ბეჭედს გაიკეთებთ, მეორე ბეჭედი აღარ გაიკეთოთ – ღალატია მოსალოდნელი.
* სასურველი არ არის მშობლების საქორწინო ბეჭდებით დაქორწინება. ზუსტად გაიმეორებთ მათ ოჯახურ ურთიერთობას.
* თუ მოახერხებთ და ქორწილის დღეს ნეფის ან პატარძლის საქორწინო ბეჭედს შეეხებით, თქვენი ქორწილიც მალე იქნება.
* არ შეიძლება ჩხუბის ან კამათის დროს პარტნიორისთვის საქორწინო ბეჭდის სროლა. ბედისწერა სამუდამოდ დაგაშორებთ.
* თუ ცოლ-ქმრის საქორწინო ბეჭდები სხვადასხვა ადგილას შეიძინეთ ან დაამზადებინეთ, ოჯახში თითოეულს საკუთარი ცხოვრება ექნება...
P. S. დაფიქრდით?! შეიძლება, სიმართლესთან ახლოსაც არის, მაინც გაფრთხილდით, ყოველი შემთხვევისთვის.

скачать dle 11.3