კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ შეიძლება საქორწინო ბეჭდის თხოვება და რისი გათვალისწინებაა აუცილებელი საკუთარ ქორწილში, რომ მომავალში ბედნიერები იყოთ

ქორწილის დღე ნებისმიერი ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი მომენტია და არსებობს წესები, რომლებიც ყველა ნეფე-პატარძალმა უნდა დაიცვას, რათა მათ მომავალში შესაძლო უსიამოვნებებს აარიდონ თავი. როგორც პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ნანი ამბობს, ქორწინება მხოლოდ ზეცაში არ წყდება, ამასთან დაკავშირებული არაერთი ეზოთერიკული წესიც არსებობს, რომელიც ბედნიერი ქორწინების გარანტია.

ნანი: ქორწილის ულამაზესი დღე ადამიანის ცნობიერებაში ყველაზე ლამაზ და ბედნიერ დღედ რჩება. არსებობს უძველესი დროიდან შემორჩენილი და გავრცელებული წესები და რჩევები, რომლებიც ბედნიერი თანაცხოვრებისთვისაა საჭირო და მათი დაცვა სწორედ ქორწილის დროს ხდება. თუ გსურთ, თქვენს რჩეულთან სიცოცხლის ბოლომდე ბედნიერად იცხოვროთ და იოლად აიცილოთ პრობლემები, გირჩევთ, ეს წესები გაითვალისწინოთ. ქორწილის დღე საოცარი რიტუალია, ხოლო რაც შეეხება წესებს, რომლებიც ქორწილის დღეს უნდა დაიცვას შეყვარებულმა წყვილმა, ოდითგანვე არსებობდა და მას არაერთ ცივილიზებულ ქვეყანაში დღესაც ზედმიწევნით იცავენ. ყოველთვის ვამბობ, ამ წესებს რომ იცავდნენ ჩვენი წინაპრები, ამიტომაც ცხოვრობდნენ ბოლომდე მშვიდად. ახლა კი, გადაიხდიან ქორწილს და მეორე დღეს შორდებიან. ერთი ხელის მოსმით შექმნილ-დანგრეული ოჯახები ხომ ტრაგედიაა და, თუ ამ ტრაგედიის თავიდან აცილება შეგვიძლია, რატომ არ უნდა გავანდოთ და გავუზიაროთ წინაპრების გამოცდილება ახალგაზრდებს?!
– ხომ ამბობენ, ეს უბრალო ცრურწმენებია და, თუ ადამიანი რამეს გადაწყვეტს თავის ბედთან დაკავშირებით, მას ვერანაირი რიტუალი ვერ შეცვლისო?
– გეთანხმებით, ზოგი ამბობს, რომ ეს ცრურწმენებია და თუ ადამიანი რამეს გადაწყვეტს, მას ვერანაირი რიტუალი და ნაცადი ხერხი ვერ შეაჩერებს. მაგრამ, დამერწმუნეთ, ვინც ასე ფიქრობს, ის ცდება. თქვენ ცრურწმენა დაუძახეთ და, სწორედ ეს ცრურწმენები თამაშობს გარკვეულ როლს იღბლიან და ბედნიერ ქორწინებაში.
– კერძოდ, რა უნდა გავითვალისწინოთ?
– მაგალითად, ქორწინებამდეც და მის შემდეგაც, არ შეიძლება, საქორწინო ბეჭედი სხვა ადამიანმა მოირგოს თითზე. არც მისი თხოვება-გაჩუქება შეიძლება. არ დამავიწყდება, ჩემმა ძმამ რომ ცოლი შეირთო, დედამ ბეჭედი წაიძრო თითიდან და რძალს გაუკეთა. მაშინ ამისთვის ყურადღება არ მიგვიქცევია, მაგრამ, შემდეგ მივხვდით, რომ დედა არასწორად მოიქცა. ის ბეჭედი მამამ აჩუქა ნიშნობის დღეს. დედა არასდროს იხსნიდა ხელიდან და ამბობდა, ამ ბეჭედს საფლავში ჩავიტან, ისეთი ძვირფასია ჩემთვისო. ჩემმა ძმამ ცოლი რომ მოიყვანა, იმ მომენტში არ გვქონდა იმდენი საშუალება, ახალი გვეყიდა და ამიტომაც აჩუქა მას დედამ თავისი ბეჭედი. არ გავიდა ცოტა ხანი, რომ დედა ცუდად გახდა და ლოგინად ჩავარდა. მაშინ ვერ მივხვდით მისი ავადმყოფობის მიზეზს, მაგრამ, ახლა დარწმუნებული ვარ, სწორედ იმ ბეჭდის გასხვისების ბრალი იყო. უბრალო დამთხვევა არ არსებობს, ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და სწორედ ეს მიზეზი იყო დედაჩემისთვის სავალალო შედეგის მომტანი. ამიტომ, ყველას ვაფრთხილებ, რომ თავისი საქორწინო თუ ნიშნობის ბეჭედი არავის არც აჩუქოს და არც ათხოვოს. ქორწილის დღეს ყველა ნეფე-პატარძალს უყურებს და, შესაძლოა, ამ დროს ერთმა ავმა მზერამ ან შურიანმა შეხედვამ ისინი გათვალოს. თავი რომ დაიცვათ, ქორწილის დღეს, ნეფე-პატარძალმა ქინძისთავი ან გიშრის ქვა უნდა დაიმაგროს თვალშისაცემ ადგილას. ასე მარტივად ხდება თავდაცვა და ეს ყველა ახალდაქორწინებულმა წყვილმა უნდა გაითვალისწინოს. როდესაც პატარძალი თავისი ბინიდან გადის, აუცილებლად უნდა გადაკოცნოს მშობლები, რათა მომავალში ისინი თავისი ბედნიერებით გაახაროს; ჯვრისწერამდე ან ხელის მოწერამდე, პატარძალმა აუცილებლად ახალ სარკეში უნდა ჩაიხედოს, შემდეგ კი ეს სარკე საძინებელში, საწოლის ქვეშ დადოს – ეს მეუღლესთან ერთად მისი ბედნიერების, იდილიური და ჰარმონიული ცხოვრების გარანტია.
– გამიგია, რომ პატარძალმა მხოლოდ მეჯვარის ნაჩუქარი საქორწილო თაიგული უნდა ისროლოსო. ეს მართალია?
 – არ შეიძლება, სხვამ აიღოს ხელში საქორწინო თაიგული, სანამ მას პატარძალი  სტუმრებს გადაუგდებს, რაც ხდება სუფრის დასრულების შემდეგ. მანამდე კი პატარძალმა თაიგული აუცილებლად უნდა დაიცვას სხვისი შეხებისგან. მაგრამ, თუ ეს ვერ მოახერხა, შესაძლოა, ახალშეუღლებულები პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ ან მათ შორის მესამე პირი ჩადგეს.  თუ თაიგული სიძის ნაყიდია, ის პატარძალმა არ უნდა ისროლოს, მას მხოლოდ მეჯვარის ნაყიდი თაიგულის გადაგდების უფლება აქვს ზურგს უკან. თუ სიძის ნაყიდი თაიგული ისროლა პატარძალმა ზურგს უკან, ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ისინი მალე დაშორდნენ.  ასევე, არ ვარგა, როცა ნეფე-პატარძლის შუაში დგებიან და ფოტოს ასე იღებენ – ესეც შესაძლო დაშორების ნიშნად ითვლება. კარგია, თუ დედამთილის ნაჩუქარ სარკეში, ჯვრისწერისა და ხელის მოწერის შემდეგ, ახალდაქორწინებულები ერთდროულად ჩაიხედავენ და გაიღიმებენ – ეს ბედნიერებისა და მომავალი მშვიდი ცხოვრების გარანტიაა. ძველად მიაჩნდათ, რომ ჯვრისწერის შემდეგ ნეფე-პატარძალი მალევე არ უნდა დამჯდარიყო საქორწილო სუფრასთან, მათ ჯერ ბევრი უნდა ევლოთ სუფთა ჰაერზე, რითაც ავ და ბოროტ ძალებს გზა-კვალს უბნევდნენ. ეს უძველესი ტრადიცია დღემდეა შემორჩენილი.
– საქორწინო ტორტის გაჭრაზეც ხომ არ არის რაიმე გასათვალისწინებელი?
– საქორწინო ტორტი აუცილებლად პატარძალმა უნდა დაჭრას, ხოლო დანაზე სიძესაც უნდა ჰქონდეს ხელი მოკიდებული. პირველი ნაჭერიც ერთი თეფშიდან უნდა ჭამონ, უფრო სწორად, პატარძალმა სიძეს თავისი ხელით უნდა აჭამოს ტორტის პირველი ლუკმა, სიძემ კი – პატარძალს. ასე რომ, გირჩევთ, არ დაარღვიოთ ეს უძველესი ტრადიციები და თქვენს საკეთილდღეოდ გამოიყენოთ.
– დღეს ჩვენ გვერდით უამრავი გაჭირვებული ოჯახი ცხოვრობს. ზოგი სასოწარკვეთილებაშია ჩავარდნილი და ყველაფრის იმედი დაკარგული აქვს. ძველი, გამოცდილი მეთოდების გათვალისწინებით, შესაძლოა, რეალობა უკეთესობისკენ შევცვალოთ?
– ამისთვის კარგად უნდა მიმოიხედოთ ირგვლივ, დააკვირდეთ, რა მოქმედებს თქვენზე უარყოფითად, რას მოაქვს წარმატება, რა უნდა გააკეთოთ, რომ წარმატების კოდი გაააქტიუროთ და, უკეთესი მომავლის მოლოდინში, ოპტიმიზმი დაიბრუნოთ. მაგალითად, ერთ დღესაც, შესაძლოა, აღმოვაჩინოთ, რომ ტანსაცმელი ან სამკაული, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვატარებთ, ჩვენი ერთგვარი დამცველია. ასევე, ავი მზერისა და თვალისგანაც გვიცავს და წარმატების მიღწევასაც გვიადვილებს. ფინანსური პრობლემაც შეგვიძლია, თავად გადავჭრათ, თუ კარგად დავაკვირდებით საკუთარ სამოსს, სამკაულებს და ასე შემდეგ.  ჩემი მონაყოლი ბევრს ზღაპარი ჰგონია, მერე, კი, როცა დამიჯერებენ და გაითვალისწინებენ ჩემს რჩევებს, მადლობას მიხდიან. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ყველა ადამიანი კარგად უნდა დააკვირდეს, რა აცვია და უკეთია იმ დღეებში, როცა შედარებით წარმატებულია, ხელი ემართება სასიყვარულო თუ საქმიან შეხვედრებზე და ასე შემდეგ. ტანსაცმელი, რომელშიც თავს კომფორტულად ვგრძნობთ, შესაძლოა, ჩვენი ერთგვარი თილისმა და დამცავია, ეს კი ჩვენ არც ვიცით. დააკვირდით, რომელი ფერის ტანსაცმელში გრძნობთ თავს კომფორტულად, გიმართლებთ თუ არა იმ დღეებში, როცა ამ ფერის სამოსი გაცვიათ. და, თავად მიხვდებით, რომ ის თქვენი დამცველია და ერთგვარი მაგიური გავლენაც აქვს. დამიჯერეთ, როცა გაჭირვებულ ადამიანს ვხედავ, გული მიკვდება, მინდა, დავეხმარო და ავუხსნა, რომ, შეუძლია, თავადვე დაძლიოს ეს გაჭირვება. მაგრამ მე, უცხო ადამიანს არც დამიჯერებენ და არც ჩემი ნათქვამი იქნება მათთვის მისაღები. მინდა, თქვენი ჟურნალის საშუალებით მაინც გაიგონ, რომ არსებობს წესები, პარაფსიქოლოგიური კანონები, რომლებიც თქვენს კეთილდღეობაზე აგებს პასუხს.  გასწავლით ერთ წესს, რომელსაც საცხოვრებელში ფინანსებისა და ბედნიერების მოზიდვა შეუძლია: აიღეთ ღრმა თეფში, დადგით ოთახის კუთხეში, ჩაყარეთ მასში ბრინჯი, შაქარი, ხორბალი და ბლის პატარა, დამტვრეული ტოტები. ყოველი თვის პირველ ორშაბათს ჩააგდეთ მასში ვერცხლისფერი ხურდა ფული. ასე მოიქეცით და ბარაქა არ მოგაკლდებათ. როცა, თეფში აივსება ხურდა ფულით, შაბათ დღეს, ეს ხურდა მათხოვრებს დაურიგეთ ქუჩაში. ერთი მონეტა კი დატოვეთ თეფშში და ისევ დაიწყეთ დაგროვება, რომ კვლავ შეჭირვებულ და ქუჩაში სამათხოვროდ გასულ ადამიანებს დაეხმაროთ. ეს ქველმოქმედება ბედნიერებასა და ფინანსურ შემოსავალს მოგიტანთ.

скачать dle 11.3