კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაამარცხეთ ქოლეცისტიტი ხალხური მედიცინის უებარი მეთოდით


ქოლეცისტიტი ნაღვლის ბუშტის ანთებითი დაავადებაა. მის განვითარებაში ორი ფაქტორი მონაწილეობს, კერძოდ, ბაქტერიული ინფექცია, რომელიც სხვადასხვა გზით ხვდება – ნაღვლის სადინარიდან, სისხლიდან და ლიმფიდან ნაღვლის ბუშტში, იქ იბუდებს და იწვევს დაავადებას. მეორეა, ნაღვლის შეგუბება – ნაღველი ნაღვლის ბუშტში გამომუშავდება, იქიდან კი სადინარით გადაისროლება თორმეტგოჯა ნაწლავში, სადაც მონაწილეობს საჭმლის მონელების პროცესში. თუ ადამიანს აქვს ნაღვლის ბუშტისა და მისი სადინარების თანდაყოლილი დეფექტი, სადინარების დისკინეზური ცვლილებები, მუცლის ღრუს სხვა ორგანოს სიმსივნე, ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი, ამ შემთხვევაში მონელებისთვის აუცილებელი ნაღველი ბუშტში გროვდება. ქოლეცისტიტის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა, იყოს პარაზიტული დაავადებები, მწვავე პანკრეატიტი, ჭარბი წონა, ნივთიერებათა ცვლის მოშლა, ნაღვლის ბუშტის კედლის სისხლმომარაგების დარღვევა, მემკვიდრეობითი ფაქტორები. თუ ნაღვლის ბუშტში კენჭებია, ქოლეცისტიტი მეტად მწვავდება. ასეთი მდგომარეობა გამოწვეულია ნაღველკენჭოვანი დაავადების გართულებით.
 არსებობს მწვავე და ქრონიკული ქოლეცისტიტი. მწვავე ქოლეცისტიტის  განვითარებას და ქრონიკული ქოლეცისტიტის გამწვავებას ხელს უწყობს კვების რეჟიმის თვითნებური შეცვლა –  ცხარე, ცხიმიანი, შებოლილი საჭმლის ჭამა, ფიზიკური და ემოციური გადატვირთვა, ალკოჰოლი და ასე შემდეგ.
მწვავე ქოლეცისტიტს თან სდევს ძლიერი შეტევითი ტკივილი წელის მარჯვენა მხარეს, მხარში და ბეჭის მიდამოებში. ტკივილს თან ერთვის გულისრევის შეგრძნება. ამ დროს არ არის გამორიცხული, ტემპერატურის მომატებაც.
გაცილებით ხშირია ქრონიკული ქოლეცისტიტი და მისი ასაკი საკმაოდ გაახალგაზრდავდა. ის ყრუ ტკივილითა და ნაღვლის ბუშტის არეში სიმძიმის შეგრძნებით ვლინდება. ამას თან სდევს პირში მწარე გემო, გულისრევა. პირველ ეტაპზე უნდა დალიოთ სპაზმის მოსახსნელი საშუალება, მაგალითად, „ნო-შპა“ და დაიცვათ მკაცრი დიეტა.
ქოლეცისტიტის დროს ერთი ჩაის ჭიქა ბოლოკისა და წითელი ჭარხლის წვენს დაუმატეთ ერთი ჩაის ჭიქა თაფლი, დაუმატეთ ჭიქა-ნახევარი არაყი, კარგად აურიეთ და სამი დღით დადგით ბნელ, გრილ ადგილას. შემდეგ, სვით არყის თითო ჭიქა, დღეში 3-ჯერ. ეს ხალხურ მედიცინაში ქოლეცისტიტის განკურნებისთვის უებარი წამალია.

სვით ჭარხლის, კიტრისა და სტაფილოს წვენი
ჭარხლის, კიტრისა და სტაფილოს ახალგამოწურული წვენი უებარი სამკურნალო საშუალებებია.
    ჭარხლის წვენი ყველაზე კარგია სისხლის წითელი ბურთულებისა და მთლიანად სისხლის შემადგენლობის გასაუმჯობესებლად. ასევე, სასარგებლოა ის სტაფილოს წვენთან ერთად. დღეში ერთ ჭიქაზე მეტი ჭარხლის წვენი არაჩვეულებრივად წმენდს ორგანიზმს. თავიდან, უმჯობესია, დალიოთ ჭარხლისა და სტაფილოს წვენის ნარევი, შემდეგ კი ნელ-ნელა გაზარდოთ ჭარხლის წვენის რაოდენობა. ასეთ შემთხვევაში, ორგანიზმი გაცილებით სწრაფად და კარგად იწმინდება. საკმარისია, დღეში ორჯერ ერთი ჭიქა წვენის მიღება. ეს განსაკუთრებით კარგია და ეფექტური ქალებისთვის კლიმაქსურ პერიოდში.
    ჭარხლის წვენში ბევრია ნატრიუმი და კალციუმი. ეს ორივე ნივთიერება ძალზე სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ჭარხალში შემავალი ქლორი კი წმენდს თირკმელებსა და ნაღვლის ბუშტს.
   ჭარხლისა და სტაფილოს წვენის ნარევი ორგანიზმს ამდიდრებს საჭირო რაოდენობის ფოსფორით, გოგირდით, კალციუმითა და სხვა ტუტე ლითონებით.
   კიტრი და მისი წვენი კი კარგი შარდმდენი საშუალებაა, თუმცა მას კიდევ სხვა ბევრი სასარგებლო თვისებაც აქვს. მასში შემავალი დიდი რაოდენობით გოგირდი და სილიციუმი ხელს უწყობს თმის ზრდას. კიტრი შეიცავს 40 პროცენტამდე კალციუმს, 10 პროცენტამდე ნატრიუმს, 20 პროცენტამდე ფოსფორს და 8 პროცენტამდე ქლორს. კიტრის წვენით, სტაფილოს წვენთან ერთად, მკურნალობენ რევმატულ დაავადებებს. კიტრში კალციუმის შემცველობა არეგულირებს წნევას, ასევე, კარგია კბილებისა და ღრძილების დაავადებების დროს. ადამიანის ფრჩხილსა და თმას სწორედ იმდენი მიკროელემენტი ესაჭიროება, რა რაოდენობითაც შეიცავს მათ კიტრის წვენი.

საღამოს თამამად მიირთვით მაკარონი და დალიეთ ერთი ჭიქა წითელი ღვინო
მაკარონი მდიდარია ნახშირწყლებით. ეს კი ორგანიზმში ქმნის, ეგრეთ წოდებული, ქიმიური რეაქციის ძაფს, რომლის შედეგადაც ტვინში ტრიფტოფანის რაოდენობა იმატებს. ტრიფტოფანი ამინომჟავაა, რომლის სინთეტიკური ანალოგიც საძილე საშუალებების მოსამზადებლად გამოიყენება. ნორმალური, დოზირებული ტრიფტოფანი კონკურენციას უწევს სხვა ამინომჟავებს ტვინში სისხლის მიმოქცევის მოწესრიგებაში. ის ასტიმულირებს სისხლში ინსულინის რაოდენობას. ეს კი, ახდენს სხვა დანარჩენი ამინომჟავების დაბლოკვას, რითაც გზას უთავისუფლებს ტრიფტოფანს, რომელიც ტვინში სეროტონინად გადაიქცევა. ამის შედეგად კი, ადამიანს საგრძნობლად უუმჯობესდება გუნება-განწყობა. ვინც ცდილობს, დაძაბულობა და სტრესი ტკბილეულითა და ცომეულით შეიმსუბუქოს, ინსტინქტურად მიილტვის სწორედ ამ მექანიზმის ასამუშავებლად. იმისთვის კი, რომ ტვინში გაზარდოთ სეროტონინის რაოდენობა, საჭიროა ნახშირწყლით მდიდარი პროდუქტის მიღება.
ვინც სწრაფად ნაყრდება და შედარებით ძნელად ახერხებს განტვირთვას, სამუშაო დღის ბოლოს მაკარონი უნდა ჭამოს.
ხორბლის ფქვილი, რისგანაც მაკარონი მზადდება, ღარიბია რკინით და სხვა აუცილებელი მიკრო და მაკროელემენტებით. ამიტომ, მოხარშულ მაკარონს გარნირად უნდა დაუმატოთ დიდი რაოდენობით ბოსტნეული და საკმაზ-სანელებლები. ბოსტნეულში, ტომატ-პასტასა და ღვინოში არსებული მჟავები ამსუბუქებს მაკარონიდან რკინის ათვისების პროცესს. ისინი იმდენად მდიდარია მინერალური ნივთიერებებით, რომ მაკარონსაც კი არ შეუძლია ამის „წართმევა“.
მიირთვით მაკარონი მწვანილთან და ბოსტნეულთან ერთად, შეგიძლიათ, მას ერთი ჭიქა წითელი ღვინოც მიაყოლოთ. ნურც წონაში მომატებაზე ინერვიულებთ, რადგან მოხარშული მაკარონი, ყოველგვარი გარნირის გარეშეც, არ არის საშიში წონისთვის.

მოამარაგეთ ორგანიზმი პოლივიტამინებით, რომ თავი გაცილებით მხნედ იგრძნოთ
ვიტამინების ნაკლებობა იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას, ამიტომ, პოლივიტამინური ნაყენების ხალხური რეცეპტები ტვინის მოქმედებასაც გაააქტიურებს და ორგანიზმს სიმხნევესაც მიანიჭებს. ასევე, ამაღლებს ტონუსს, გუნება-განწყობაზე კი დადებითად აისახება.
ასკილისა და მოცხარის ნაყენი – თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთში შავი მოცხარისა და ასკილის ნაყოფი. 2 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და დადგით ერთი საათით თავდახურული, ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ გადაწურეთ და შაქრით დაატკბეთ. დალიეთ ნახევარი ჭიქა, დღეში სამჯერ. ეს ნაყენი კარგია ინფექციური დაავადებების, გრიპისა და გაციების დროს.
გვირილის ნაყენი – 1 სადილის კოვზ გვირილის ყვავილს, რომელიც აფთიაქში უნდა შეიძინოთ, დაასხით ერთი ლიტრი ადუღებული წყალი და დადგით ნახევარი საათით. შემდეგ დაატკბეთ შაქრით, დაუმატეთ ცოტა ნაღები და დალიეთ. ეს ნაყენი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა. ის გამოგისწორებთ ძილსაც.
კუნელის ნაყენი – ნახევარ ჩაის ჭიქა კუნელის ნაყოფს დაასხით ერთი ლიტრი ადუღებული წყალი და დადგით ათი წუთით. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ თაფლთან ერთად.
ასკილისა და ქიშმიშის ნაყენი – ქიშმიში დანაყეთ და დაასხით ადუღებული წყალი. დადგით ცეცხლზე და ადუღეთ ხუთი წუთით. გადმოდგით ცეცხლიდან და ჩაუმატეთ იმავე რაოდენობის ასკილის ნახარში. დალიეთ ნახევარი ჩაის ჭიქა, დღეში რამდენჯერმე. ეს ნაყენი კარგია მათთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს. ასკილიც და ქიშმიშიც გულის კუნთების გამაგრებას უწყობს ხელს.
მოცვის ნაყენი – ჭიქის ერთი მეოთხედი მოცვის დაქუცმაცებული ფოთლები ჩაყარეთ ჯამში და დაასხით სამი ჭიქა ცივი წყალი. დადგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ დაახლოებით ნახევარი საათით. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და სვით თბილი ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ, ეს ნაყენი პოლივიტამინების ნამდვილი საბადოა.

საკვების ათვისება პირის ღრუს სწორ მუშაობაზეა დამოკიდებული
საჭმლის მომნელებელი ტრაქტი პირის ღრუდან იწყება – სწორედ აქ ხდება საჭმლის დაქუცმაცება, ნერწყვით დასველება და დაგემოვნება. ორგანიზმის მიერ საკვების ათვისება ბევრადაა დამოკიდებული პირის ღრუს სწორ მუშაობასა და საკვების გადასამუშავებელი სისტემის მდგომარეობაზე, რაც ჯანმრთელობასთან პირდაპირ კავშირშია. ენის ზედა მხარეს, ფუძესთან ახლოს, მკვდარი ეპითელიუმის ნაწილაკები გროვდება, რომლებიც პირის ღრუში საკვების ნარჩენებსა და მავნე ნივთიერებებს აყოვნებს. გახრწნის პროცესში ეს უკანასკნელი ტოქსინებს გამოყოფს, რაც სისხლში შეიწოვება და ჯანმრთელობისთვის საშიში და საზიანოა ასევე, ხდება პირის ღრუში ცუდი სუნის მიზეზი. ამიტომ, საჭიროა ენიდან ნადები სისტემატიურად მოიშოროთ. ენის გაწმენდა შეიძლება ჩაის კოვზითაც. გაწმენდის შემდეგ კი ენაზე მზესუმზირის ზეთი უნდა წაისვათ. ენა დილა-საღამოს უნდა გაიწმინდოთ, კბილების გახეხვის შემდეგ.
ენის კუნთების გასაძლიერებლად და სისხლის უკეთ ცირკულაციისთვის კარგია სპეციალური ვარჯიშის შესრულება: ენა მაქსიმალურად  ასწიეთ ზემოთ და ძლიერად მიაჭირეთ სასას, შემდეგ კი მოადუნეთ. ასევე, თავი დახარეთ და ენა რაც შეიძლება, გარეთ გამოყავით, შემდეგ კი მოდუნდით და თავი მაღლა ასწიეთ.
სასას ისევე ესაჭიროება გასუფთავება, როგორც ენას. ორგანიზმში მოხვედრილი საკვების შეწოვის პროცესი საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს. სასა კბილებისა და ენის გაწმენდის შემდეგ უნდა გაისუფთავოთ. გამოსავლებად კარგია კალენდულას სპირტხსნარი, მუხის ქერქის, სალბისა და გვირილის ნაყენი.

скачать dle 11.3