კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საინტერესო ფაქტები ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩისა და მისი გმირის, დიდიე დროგბას შესახებ

ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ფინალურ შეხვედრაში ლონდონურმა „ჩელსიმ” დრამატულ მატჩში მიუნჰენის „ბაიერნი” პენალტების სერიაში დაამარცხა და გახდა პირველი ლონდონური კლუბი, რომელმაც ევროპული საკლუბო ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა. ფინალის დასრულების შემდეგ საფეხბურთო ექსპერტებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს, რომელთა ჩამონათვალს „თბილისელების” ამ ნომერში გთავაზობთ.
* „ჩელსი” გახდა პირველი ლონდონური საფეხბურთო კლუბი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა და მეექვსე დედაქალაქური კლუბი, რომელმაც ტურნირის 57-წლიან ისტორიაში უმაღლეს საფეხურზე ასვლა მოახერხა. ევროპის ქვეყნების დედაქალაქებს შორის, ყველაზე მეტი გამარჯვება მადრიდს აქვს – 9 ტიტული, შემდგომ მოდის ამსტერდამი - 4, ლისაბონი – 2 და თითო-თითო ბელგრადსა და ბუქარესტს აქვთ.
* „ბაიერნი” მესამე კლუბია, „მილანისა” და „იუვენტუსის” შემდეგ, რომელმაც მესამე ფინალი წააგო ჩემპიონთა თასის ახალი ფორმატის შემოღების შემდეგ.
* ტურნირის არსებობის ისტორიაში მეათედ გამარჯვებულის ვინაობა მატჩისშემდგომი პენალტების სერიის შედეგად გამოვლინდა.
* „ჩელსი” მეორე კლუბია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში იმ წელს გაიმარჯვა, როცა მისი მშობლიური ქალაქი ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობს. პირველი – ბარსელონის „ბარსელონა” იყო.
* მილანის „ინტერი” ერთადერთ კლუბად რჩება ჩემპიონთა თასის ისტორიაში, რომელმაც გამარჯვებას მშობლიურ სტადიონზე 1965 წელს მიაღწია. 1984 წელს საკუთარ სტადიონზე, „ბაიერნის” მსგავსად, ფინალში რომის „რომამ” ითამაშა, თუმცა პენალტების სერიაში „ლივერპულთან” დამარცხდა.
* მიუნჰენის „ბაიერნი” პირველად დამარცხდა მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში. მანამდე, მიუნჰენელებმა ზედიზედ ოთხჯერ დაარტყეს თერთმეტმეტრიანი საჯარიმო წარმატებით.
* მეათედ ჩემპიონთა თასის ისტორიაში, ტურნირში გამარჯვება იზეიმა კლუბმა, რომელსაც იტალიელი მწვრთნელი ედგა სათავეში. აღსანიშნავია, რომ რობერტო დი მატეო პირველი იტალიელი მწვრთნელია, რომელმაც გამარჯვება უცხოური კლუბთან ერთად იზეიმა. დანარჩენმა 9 მწვრთნელმა გამარჯვებას მხოლოდ იტალიურ კლუბებთან ერთად მიაღწიეს.
* პირველად, 2001 წლის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში გოლი გერმანელმა ფეხბურთელმა გაიტანა. შტეფან ეფენბერგის 11 წლის წინანდელი მიღწევა თომას მიულერმა გაიმეორა. კოტდივუარელი დიდიე დროგბა კი ტურნირის არსებობის ისტორიაში, მესამე აფრიკელი ფეხბურთელია, რომელმაც გოლის გატანა ფინალურ მატჩში მოახერხა. მისი წინამორბედები იყვნენ: ალჟირელი რაბაჰ მაჯერი (1987 წელს) და კამერუნელი სამუელ ეტოო, რომელთაც გოლები 2006 და 2009 წლების ფინალებში გაიტანეს.
* „ჩელსი” მუდამ ხვდებოდა ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე, მას შემდეგ, რაც კლუბის სათავეში რომან აბრამოვიჩი მოვიდა. მომდევნო სეზონში კი ჩემპიონთა ლიგის ტურნირში მოხვედრა, კლუბს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლო, თუკი ფინალს მოიგებდა. „ჩელსიმ” დაკისრებულ დავალებას თავი ბრწყინვალედ გაართვა.
* რომან აბრამოვიჩის ლონდონური კლუბის სათავეში მოსვლის შემდეგ, ფინალური მატჩი რიგით მეასე მატჩია „ჩელსისთვის” ჩემპიონთა ლიგაზე. 2003 წლიდან არც ერთ გუნდს არ უთამაშია 91 მატჩზე მეტი ჩემპიონთა ლიგაში და ერთადერთი კლუბი, რომელიც „ჩელსის” უსწრებს დაგროვილი ქულების მხრივ, კატალონიური „ბარსელონაა”. მან 91 მატჩში 190 ქულა დააგროვა, მაშინ, როცა „ჩელსის” 91 მატჩში 180 ქულა აქვს.
* „ბაიერნის” ჰოლანდიელმა შემტევმა არიენ რობენმა მატჩის დამატებული დროის პირველ ნახევარში თერთმეტმეტრიანი დარტყმა ვერ გამოიყენა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მნიშვნელოვან მატჩში რობენი პენალტს აფუჭებს, 2007 წელს მან „ლივერპულთან” ჩატარებულ ნახევარფინალურ მატჩშიც ანალოგიურად ვერ გაიტანა პენალტი. ცნობისთვის, იმ დროს რობენი „ჩელსის” ფეხბურთელი იყო.
* „ჩელსის” მცველი, ეშლი კოული მესამე ფეხბურთელია ტურნირის არსებობის ისტორიაში, რომელმაც სანუკვარი ჯილდოს მოგებამდე, ორი წაგებული ფინალი ითამაშა. მსგავსი მიღწევა ლეგენდარულ ზინედინ ზიდანსა და ველიბორ ვასოვიჩს ჰქონდათ.
* „ჩელსის” თავდამსხმელმა, ფერნანდო ტორესმა თავის კარიერაში პირველი საკლუბო ჯილდო მოიგო და ფინალურ მატჩში ითამაშა. მანამდე, „ჩელსიმ” ინგლისის თასზე გაიმარჯვა, თუმცა იმ შეხვედრაში ტორესს არ მიუღია მონაწილეობა.
* „ჩელსისა” და „ბაიერნის” ფინალური შეხვედრის მეორე წუთზე, მიუნჰენელ ბასტიან შვაინშტაიგერს მატჩის მთავარმა არბიტრმა ყვითელი ბარათი უჩვენა. ეს არის ყველაზე ადრე გაცემული ყვითელი ბარათი ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩების ისტორიაში.
* „ჩელსის” მცველი, რაიან ბერტრანდი პირველი ფეხბურთელია, რომლის დებიუტი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ფინალურ მატჩში შედგა. მსგავსი მიღწევა აქვთ ნაიჯელ სპინკს და თრევორ ფრენსისს. თუმცა, მაშინ გათამაშებას ჩემპიონთა ლიგის ნაცვლად ჩემპიონთა თასი ეწოდებოდა და სულ სხვა ფორმატით იმართებოდა.
* უკვე ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ დიდიე დროგბასთვის უკანასკნელი მატჩი „ჩელსის” მაისურით სწორედ ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა იყო. კოტდივუარელ ფეხბურთელს კონტრაქტი დაუმთავრდა ლონდონურ კლუბთან და ის კარიერას, სავარაუდოდ, „ბარსელონაში” განაგრძობს.
* ფინალური შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად „ჩელსის” ფორვარდი, დიდიე დროგბა დასახელდა, რომელმაც მატჩის ძირითადი დროის 88-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში და გადამწყვეტი პენალტი დაარტყა. თუმცა, საფეხბურთო ექსპერტებისა და გულშემატკივრების ნაწილი საუკეთესო ფეხბურთელად „ჩელსის” გოლკიპერს, პეტრ ჩეხს ასახელებს.
დიდიე დროგბა
* ბავშვობაში დიდიე დროგბას დედამ მეტსახელად „ტიტო” შეარქვა იუგოსლავიის პრეზიდენტის იოსიფ ბროს ტიტოს პატივსაცემად.
* დიდიე დროგბას მეტსახელებია: ტიტო, სპილო, დაჰი ზოკო, დროგბადაბუმი, ერთადერთი ქურციკი, რომელსაც ლომი ვერ დაიჭერს.
* დიდიე დროგბა პირველი აფრიკელი ფეხბურთელია, რომელმაც ინგლისის პრემიერლიგაში ასი გოლი გაიტანა.
* 2002 წელს დიდიე დროგბა ფრანგულმა „ლე-მანმა”  ამჟამინდელი გადასახედიდან სასაცილო ფასად 80 ათას ფუნტ სტერლინგად გაყიდა „გინგამში”. მოგვიანებით, „გინგამმა” დროგბა „მარსელში” 6 მილიონ ევროდ გაყიდა, ხოლო 2004 წელს „ჩელსის” მისი ტრანსფერი 38 მილიონი ევრო დაუჯდა. ამგვარად, სულ რაღაც 2 წელიწადში, დროგბას სატრანსფერო ღირებულება რამდენიმე ათეულჯერ გაიზარდა.
* დიდიე დროგბას სახელს ატარებს მისი ყოფილი კლუბის, „ლევალუას” საშინაო არენა პარიზში. სტადიონი 2010 წელს გაიხსნა და დროგბა პირადად დაესწრო გახსნის ცერემონიალს.

скачать dle 11.3