კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბექჰემის შემცირებული ხელფასი

„ლოს-ანჯელეს გელექსის” ინგლისელი ვარსკვლავი, დევიდ ბექჰემი ამიერიდან აღარ ითვლება მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად. ახალი კონტრაქტის საფუძველზე, რომელიც 37 წლის ბექჰემმა ლოს-ანჯელესურ კლუბთან გააფორმა, მისი ხელფასი წელიწადში 4 მილიონი დოლარია, რაც 40 პროცენტით ნაკლებია წინა კონტრაქტთან შედარებით. ამგვარად, ამერიკის საფეხბურთო ლიგაში ბექჰემი მაღალანაზღაურებად ფეხბურთელების რეიტინგში მესამე ადგილზე ჩამოქვეითდა, მის წინ არიან ტიერი ანრი 5,6 მილიონი დოლარით და რაფაელ მარკესი 4,6 მილიონი დოლარით. ორივე ფეხბურთელი, ცნობისთვის, „ნიუ-იორკ რედ ბულის” წევრია. ხელფასის კლების მიუხედავად, ბექჰემი მაინც ინარჩუნებს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ფეხბურთელის წოდებას. მისი კაპიტალი 160 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

скачать dle 11.3