კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იგავები კოშკზე და ომში მიმავალ მეფეზე

„თუ რომელიმე თქვენგანი კოშკის აგებას მოისურვებს, განა თავდაპირველად არ დაჯდება და არ გამოითვლის იმ ხარჯს, რაც მისი დასრულებისთვის დასჭირდება? თუკი საძირკველს ჩაყრის და ვერ შეძლებს დასრულებას, განა დაცინვას არ დაუწყებენ და არ იტყვიან: აი კაცი, რომელმაც შენება დაიწყო და დასრულება ვერ შეძლოო?“
ლუკა 14, 38-30
ჯერ აწონ-დაწონე და მერე შეუდექი
ზოგს ჰგონია: თუკი ქრისტეს მცნებებს დავიცავ, გვერდით მდგომი მოყვასი, ნათესავი და მეგობარი მეყვარება, თან ეკლესიაში ვივლი – ღირსეული ქრისტიანი გავხდებიო. მაგრამ, თურმე, მარტო ეს არ კმარა. მიწიდან ზეცამდე სათნოებათა მაღალი, თვალშეუდგამი კიბეა აღმართული. მთელი ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში საფეხურიდან საფეხურზე თანდათანობით უნდა ავაბიჯოთ ამ კიბეზე: ვისწავლოთ, ვიშრომოთ და სიკეთე ვქმნათ.
ეს არც ისე იოლია. საამისოდ ჯერ შენი სურვილია საჭირო, შენ თვითონ უნდა მოინდომო სწავლა, შრომა და სიკეთის ქმნა. მაგრამ ისიც უნდა გაარკვიო, შეგიძლია თუ არა ამის გაკეთება, მზად ხარ თუ არა, იყო ნამდვილი ქრისტიანი.
ამას შეგაგონებს და გასწავლის უფალი იესო იგავით „კოშკი“.
თუ ქრისტიანი ხარ, გინდა, ქრისტიანულად იცხოვრო და ცოდვებით არ დაიმძიმო სული, ჯერ კოშკის მშენებელივით უნდა დაფიქრდე და გაითვალისწინო ყველაფერი, რაც აუცილებლად დასჭირდება ამ დიდებულ საქმეს. შენს თავს უნდა ჰკითხო: მაქვს კი ამისთვის ერთგულება, კეთილზნეობა, ღვთაებრივი ცოდნა, მეყოფა კეთილგონიერება, თავდადება და თავგანწირვა? მზად ვარ იმისთვის, რომ ავაგო ჩემი თავმდაბლობისა და მორჩილების კოშკი? უამისოდ, თურმე, ვერ ააშენებ და, რომც შეუდგე შენებას – ვერ დაასრულებ ღვთაებრივი სიბრძნის კოშკის აგებას. მაშინ ხომ ადამიანებიც დაგცინებენ და ეშმაკიც გაიხარებსო – გაფრთხილებს ყოვლადმზრუნველი უფალი.
ეს შეგონება ნებისმიერი საქმის წამოწყების წინ გამოგადგება. ვთქვათ, ეკლესიის აშენება მოიწადინე. ჩვენს სჯულის კანონში წერია კიდეც: ვინც ეკლესიის აშენებას განიზრახავს, ხელს ნუ მოჰკიდებს ამ საქმეს, თუ საშუალება არ აქვსო.
იგავი ომში მიმავალ მეფეზე
„რომელი მეფე აღიძვრის მეორე მეფის წინააღმდეგ, თუკი ჯერ არ დაჯდა და არ მოითათბირა, შეუძლია თუ არა ათი ათასი მეომრით გაუმკლავდეს მტრის ოცი ათასიან ჯარს? და თუ დარწმუნდა, რომ არ შეუძლია, განა ელჩებს არ გაგზავნის, სანამ ჯერ კიდევ შორსაა მტერი და დაზავებას არ სთხოვს მას?“
ლუკა 14, 31-22
რომელი მეფე გაიმარჯვებს?
ამ იგავში უფალი დაფიქრებასა და გონივრულობას გირჩევს. აი, ერთი მეფე მეორე მეფის წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადება. წარმოიდგინე, რომ ეს მეორე მეფე უხილავი მტერია, ეშმაკია და პირველ მეფეს მისი დამარცხება უნდა. ეშმაკს მრავალრიცხოვანი, ოცი ათასიანი ჯარი ჰყავს, სადაც ირიცხებიან: წუთისოფლის მაცდური სიამენი, დამღუპველი ვნებები, ზედმეტი სურვილები, ურჩობა და ამპარტავნება, უმადურობა და უმოწყალობა, სიძულვილი და ღალატი. პირველ მეფეს კი, რომელიც, ალბათ, მიხვდი, რომ ქრისტიანია, ათი ათასიანი ლაშქარი ჰყავს. ამ ლაშქრის წინამძღოლი ქრისტეა, თვისი მადლითა და წყალობით. მეომრებად კი დგანან: მორჩილება და მოთმინება, სიყვარული და იმედი, რწმენა და ნუგეში, გულმოწყალება და მიტევება, თანაგრძნობა და სულგრძელობა.
როგორ გგონია, რომელი მეფე გაიმარჯვებს ამ ორთაბრძოლაში?

 

скачать dle 11.3