კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოსრიალებულები

ვინ ჰკითხავს „იუნესკოს“?

მაშინ, როდესაც, სახელდობრ, ჩვენ იმ ლიფტის დიზაინს ვარჩევთ, რომლითაც ბაგრატის ტაძარზე უნდა ავსრიალ-ჩამოვსრიალდეთ, „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა ბაგრატის საკათედრო ტაძარი და გელათის მონასტერი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში შეიყვანა (ერთი სიტყვით, „მოგვასრიალა“). კომიტეტი, განსხვავებით ადგილობრივი ჩინოვნიკებისგან, მეტად შეწუხებულა ტაძრებში დაწყებული სარეკონსტრუქციო ღონისძიებების გამო (ეს იმ ღონისძიებებზეა საუბარი, რომლებსაც, სახელდობრ ჩვენვე, მასშტაბური რეკონსტრუქციის პროექტს ვუწოდებთ). კომიტეტის აზრით, ხსენებული სარეკონსტრუქციო პროექტი ისტორიული ძეგლების ერთიანობასა და ორიგინალობას გააფუჭებს და, ამიტომაც, დარწმუნებულია, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს! თუმცა, საქმეს კოჭებშივე ეტყობა (კერძოდ, პათოსით, „ვინ ჰკითხავს „იუნესკოს?!“), რომ სამუშაოები არათუ არ შეჩერდება, კიდევ უფრო გაცხოველდება. გაცხოველების შეუქცევადობას კი მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ვაჩეიშვილის მოსაზრება ამყარებს: ის არ ეთანხმება „იუნესკოს“ (მთლად ისეც არა, როგორც ზურიკელა – „შექსპირს“, მაგრამ, არც მაინცდამაინც ნაკლებად) და, არც მეტი, არც ნაკლები, აცხადებს, რომ „დასკვნა სრულიადაც არ ასახავს რეალურ ვითარებას, რაც ბაგრატზე ხდება.“ თუმცა, მიუხედავად ამისა, ოპტიმისტურადაა განწყობილი და, ზედაც, „იუნესკოს“ ტაქნიკის ლაბირინთებშიც გვახედებს: „ეს ჩვეულებრივი ტაქტიკაა, იდება ხოლმე მისიის დასკვნა, რომელიც მხოლოდ სამ დღეს იყო ბაგრატზე, ეს ჩვეულებრივი პროცესია და, როცა ეს საკითხი გავა „იუნესკოს“ კომიტეტზე, ეს დასკვნა ძირეულად შესწორდება და გადახალისდება.“
ხოლო, ვიდრე გადახალისდება, ბ-ნი ვაჩეიშვილი „იუნესკოელ“ კოლეგებს სუბიექტურობასა და არაკვალფიციურობაში სდებს ბრალს (თუ „არაკვალიფიციური“ კიდევ გასაგებია, სრულიად გაუგებარია, რას გულისხმობს ეროვნული მემკვიდრეობის ნომერ პირველი დამცველი „სუბიექტურობაში“).
თუმცა, რასაც უნდა გულისხმობდეს, ნეტავ, ლიფტის პროექტი თუ გააცნეს „იუნესკოელ“ ძეგლთადამცველებს?!

скачать dle 11.3