კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოკეტილად სტანდარტდაკმაყოფილებული

შპს „ჰელსი“ – უმოკლესი გზა „ჰერმესისკენ“!

იმ ამბავს, რომ ქვეყნის პირველი პირი საავადმყოფოს საავადმყოფოზე ხსნის, მზის ამოსვლასავით შევეჩვიეთ, ისევე, როგორც განცხადებებს, რომ რეგიონებში გახსნილი ახალახალი ჰოსპიტლები უკანასკნელ მეთლახამდე აკმაყოფილებს ევროსტანდარტებს (აბა, ჩვენ სტანდარტი საერთოდაც არ გვაქვს და, ჩვენსას, ბუნებრივია, ვერაფერს დააკმაყოფილებს). ასეა თუ ისე, გასულ კვირას თვით პირველი პირიც გამოგვიტყდა, რომ მთავარი პრობლემა სტანდარტდაკმაყოფილებულ კლინიკებში პერსონალის კვალიფიკაცია და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაა. მოვიხმობ ციტატას: „ქართული ოპოზიციის დაცინვის ერთ-ერთი საგანი სწორედ ის იყო, რომ, აბა, სად არის 100 ახალი საავადმყოფოო. ეხლა კი მინიმუმ ამ თემაზე ყველას პირი მოკეტილი აქვს, იმიტომ რომ, ასი საავადმყოფო 150 ახალ საავადმყოფოდ გადაიქცა და ეს საავადმყოფოები უმეტეს ადგილებში უკვე აშენებულია.“
მეორე მხრივ, შესაძლოა იმიტომ, რომ სამთავრობო მახვილი მზერა ახლებისკენაა მიპყრობილი, სრულიად მიგდებულია თბილისური საავადმყოფოები, ყოველ შემთხვევაში, უზნაძის ქუჩაზე მდებარე ალადაშვილის სახელობის კლინიკა, თუმცა, სახელმწიფო პროგრამებისა და უმწეოთა სახდაზღვევის წყალობით, პაციენტები არ აკლიათ: არც მათ და არც იმავე შენობაში მდებარე შპს „ჰელსს“ (ამ კონკრეტული შპს-ის სახელწოდებას ფრიად ღრმა დატვირთვა აქვს, თუმცა, მას ისეთივე კავშირი აქვს „ჰელსთან“, ანუ ჯანმრთელობასთან, როგორც მე – იუპიტერთან!). სქემა მარტივია: გულისშეტევიანი პაციენტი (ბუნებრივია, იმ ასაკისა, რომელზეც სახპროგრამა ვრცელდება, რადგან, საკუთარი ნებით, პაციენტი, თუ სიცოცხლის გაგრძელებას აპირებს, იქით პირსაც არ იზამს) „სასწრაფო დახმარებას“ ალადაშვილის სახელობის კლინიკაში მიჰყავს. მას უკეთდება ოპერაცია, ოღონდ, არა ალადაშვილის კლინიკის, არამედ, შპს „ჰელსის“ მიერ (აპარატი, რომელიც გულის ქირურგიულ ჩარევას ჰპირდება, მხოლოდ „ჰელსს“ ჰქონია), თანხასაც ის იღებს (ძალიან სოლიდურს!), თუმცა, მისი პაციენტთან ურთიერთობა მაშინვე წყდება. მათ ათავსებენ ინტენსიური თერაპიის ბლოკში, სადაც იატაკს სანიტრები ცოცხით გვიან, ხოლო იქ, სადაც მეფენიც კი საკუთარი ფეხით დადიან, არც საპონია, არც ქაღალდი და პირადი ჰიგიენისთვის საჭირო არც ერთი ატრიბუტი (სხვათა შორის, ეს ფაქტი იქაურ მედპერსონალს სავსებით ბუნებრივ მოვლენად მიაჩნია, მოტივით, გვიჭირსო, თუმცა „გაჭირვება“ ხელს არ უშლით, ღია ფანჯრებში გაგრილდნენ კონდინციონერით). მეტიც, თითქოსდა რეანიმაციულ განყოფილებაში ისეთი აურზაურია, ტერორისტული აქტის დაგეგმვასაც კი მოახერხებ. თუმცა, ეს მხოლოდ ნაწილია იმ საავადმყოფო რეალობის, რაც ზემოხსენებულ კლინკებშია, რაც, ბევრ სხვა კითხვასთან ერთად, ბადებს მთავარ კითხვას: რა კრიტერიუმით მოიპოვა ხსენებულმა კლინიკამ, თავის „ჰელსიანად“, სახელმწიფო პროგრამების განხორციელების უფლება, რადგან, თუ თქვენ ირჩევთ შპს „ჰელსს“, ჩათვალეთ, რომ, დიდი ალბათობით, დაგჭირდებათ სარიტუალო სამსახურ შპს „ჰერმესის“ მომსახურებაც!

скачать dle 11.3