კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საგანმანათლებლო სიურპრიზი

ვის მოუხდებოდა თურქულ საგანმანათლებლო წყალში ბანაობა

როგორც მშობლები აცხადებენ, სწორედ სასწავლო წლის ბოლოს შეიტყვეს, რომ მათ შვილებს კლასიდან კლასში გადასაყვანი გამოცდების ჩაბარება მოუწევთ (იგულისხმებიან მე-8-მე-11-კლასების მოსწავლეები). მოუწევთ, რადგან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მათ დამრიგებლების პირით აუწყა, რომ სასწავლო წლის დასაწყისში გაცხადებულმა წლის ბოლოს ფერი, ანუ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შინაარსი იცვალა. შესაბამისად, თუკი წლის დასაწყისში მოსწავლეებმა იცოდნენ, რომ წლის განმავლობაში 45-საათიანი გაცდენების რაოდენობა უმტკივნეულოდ გადააჭრევინებდა კლასიდან კლასში გადასვლის პრობლემას, წლის ბოლოს აღმოჩნდა, რომ 45, რიგ შემთხვევებში, 15 საათამდე შემცირდა (სხვათა შორის, ყველაზე მკაცრად სწორედ ინგლისური ენის გაკვეთილების გამცდენებს მოეკითხებათ), ზოგჯერ – 20-მდე (მაგალითად, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილის გაცდენა), ხანაც – 25 საათამდე. ამდენად, თუკი მოსწავლეს არ უნდა, რომ მისი წლიური ნიშნები 20 პროცენტით შემცირდეს, გამოცდები უნდა ჩააბაროს. თუმცა, აქამომდე (ვერ ვეშვები ამ სიტყვას, თუ გინდა, მინისტრის მოადგილედ დამნიშნეთ!) ეს წესი 45 საათის მეტის გამცდენზე მოქმედებდა. ჩვენ არ ვიცით, რა წესია (თუ მშობლებს ვერწმუნებით, ეს სწორედაც რომ, ასეა!), წლის ბოლოს გადაწყვეტილების შეცვლა, მაგრამ, შესაძლოა, მიზეზი ძველი და ბანალური იყოს – ბოლომდე ჯერაც ვერ გამოვრეფორმირებულვარ, როგორც ის, თუ რატომ არ უნდა მივცეთ დიპლომები ფრანგულის ან ესპანურის მცოდნეებს, სამაგიეროდ, „აფსნი პრესი“ გვატყობინებს, რომ თურქეთის სახელმწიფო სასწავლებლებში, შესაძლოა, აფხაზური ენის სწავლება შემოიღონ. ეს თურქეთის განათლების მინისტრის ინიციატივაა, რადგან ეს უკანასკნელი დარწმუნებულია, რომ თურქეთის სახელმწიფო სასწავლებლებსა და სკოლებში იმ ხალხების ენები უნდა ისწავლებოდეს, რომლებიც თურქეთში სახლობენ. საქართველოსა და თურქეთის განათლების მინისტრების ინიციატივების შედარებითი დახასიათება თქვენთვის მომინდვია.

скачать dle 11.3