კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2018 (66)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)

ოჯახური იდილია


საყოფაცხოვრებო პრობლემები ხშირად კლავს ოჯახურ იდილიას, მით უმეტეს, თუ მათ ამის უფლებას მისცემთ. რა არის ოჯახი? ესაა ციხესიმაგრე, ჩვენი თავშესაფარი, საიმედო ნავსაყუდელი და, რაც მთავარია, ადგილი, სადაც ამქვეყნიური ამაოებისგან ვისვენებთ. დიახ, ვისვენებთ და, აი, ეს არის ყველაზე მთავარი. ქალებს ხშირად გვავიწყდება, რომ მამაკაცი სახლში სწორედ ამიტომ მოდის – მას დასვენება უნდა. ის იმ ლოკოკინას ჰგავს, რომელიც საფრთხეს საკუთარ ნიჟარაში ემალება. შეიძლება, ცუდი შედარება გამოგვივიდა, მაგრამ მამაკაცს უყვარს სითბო, სიმყუდროვე და სიწყნარე. მას უნდა, რომ სახლში მისულმა გემრიელად ივახშმოს, ტელევიზორში საყვარელ გადაცემას უყუროს და დაისვენოს სწორედ ეს არის მისთვის ოჯახური იდილია, რომლისკენაც მთელი არსებით მიილტვის. ის ცოლისგან ბევრს არაფერს ითხოვს. ჭკვიანი ქალი არასდროს მოაკლებს ქმარს ამ სიამოვნებას. შეიძლება, ძალიან ზრუნავთ ქმარზე, ანებივრებთ გემრიელი კერძებით, მისი პერანგებიც ყოველთვის გარეცხილია-დაუთოებულია, მაგრამ თუ არ აკეთებთ მთავარს, ანუ არ ცდილობთ, შეუქმნათ ოჯახური იდილია, მამაკაცი თქვენით კმაყოფილი არ იქნება. იმიტომ არა, რომ აღარ უყვარხართ ან პრეტენზიული ადამიანია. უბრალოდ, მამაკაცისთვის ოჯახური იდილია არის დასვენება, რამდენიმე საათით ყველაფრისგან მოწყვეტა. აცალეთ! ერთბაშად ნუ მიახლით იმ პრობლემებს, რომლებიც დილის, ან, თუნდაც, მთელი კვირის განმავლობაში დაგიგროვდათ. თუ არადა, ნუ გაგიკვირდებათ, კაცის გული რატომ ვერაფრით მოვიგეო. აბა, სცადეთ და რამდენიმე დღე მშვიდად ყოფნის საშუალება მიეცით! თუ საერთოდ არ გამოგელაპარაკებათ, არც ეს არის საგანგაშო ის ისვენებს! შეაყვარეთ ქმარს სახლი და ყოველთვის გქონდეთ იმედი, რომ მას სხვაზე არაფერზე გაცვლის.


скачать dle 11.3