კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აღმოჩნდა ლევან ბუთხუზი ფანტასტიკური ადამიანების გარემოცვაში და როგორ დააკმაყოფილა მან „ნეიშენალ ჯეოგრაფიკის” პრეტენზიები და მოთხოვნები

ოქტომბერში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, საინტერესო, მაღალპროფესიული  ჟურნალი „ნეიშენალ ჯეოგრაფიკი”, რომელიც ბევრ ქვეყანაში გამოიცემა რამდენიმე მილიონიანი ტირაჟით, უკვე ქართულ ენაზე გამოვა. ჟურნალის რედაქტორი პროფესიით ბიოლოგი ლევან ბუთხუზი იქნება – კომუნიკაბელური, ენერგიული და ხალისიანი ადამიანი, – საუბრის სასიამოვნო მანერითა და საინტერესო ისტორიებით. თუმცა, დღეს ლევანთან ძირითადად ჟურნალის შესახებ ვისაუბრებთ, მის მიერ სხვადასხვა ქვეყანაში ცხოველებზე ჩატარებულ დაკვირვებებზე კი მოგვიანებით მოგიყვებით.

ლევან ბუთხუზი: „სილქროუდ ჯგუფსა” და „სილქნეტს” გაუჩნდა იდეა, ეყიდათ ლიცენზია საქართველოში „ნეიშენალ ჯეოგრაფიკის” წარმომადგენლობის გასახსნელად და ჟურნალის გამოსაცემად. თითქმის ერთი წლის განმავლობაში იურიდულ დეტალებზე მიმდინარეობდა საუბარი. დეკემბერში დამიკავშირდა „სილქნეტის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ნინო დარასელია და მითხრა, ხომ არ იფიქრებ ჟურნალ „ნეიშენალ ჯეოგრაფიკის” მთავარ რედაქტორობაზეო. ჩემი პროფესიის ადამიანისთვის ეს ოცნების მწვერვალია და, რა თქმა უნდა, დავთანხმდი. „ნაკრესი” 20 წლის წინ დავაფუძნეთ მე, იასონ ბადრიძემ, ზურა გურიელიძემ და გიგი თევზაძემ, მაგრამ, ბოლო ორი წლის განმავლობაში აღარ უნდა ვყოფილიყავი „ნაკრესის” დირექტორი, რადგან, გადავწყვიტე, რომ სხვებსაც უნდოდათ დირექტორობა. ამიტომ ვიყავი „ნაკრესის” თავისუფალი კონსულტანტი, ბევრი დრო მქონდა სამოგზაუროდაც და „ნაკრესის” კონსულტაციისთვისაც. თუმცა, ვგრძნობდი, მოვიდა იმის დრო, რომ ვაკეთო კონკრეტული საქმე და ამიტომაც, არ დავფიქრებულვარ. ახალი წლის დღეების შემდეგ ჩავერთე „სილქნეტისა” და „სილქროუდის” ჯგუფში, დავიწყეთ აქტიური მუშაობა, წინასწარ გავეცანით მოსამზადებელ სამუშაოებს. ამერიკელებმა გვითხრეს, მაისში ჩამოდით ჩვენთან, რადგან, კონფერენცია გვაქვს, ყველა წარმომადგენლობის მთავარი რედაქტორები იკრიბებიან, ყველას გაგაცნობთ და შემდეგ უკვე დარჩებით ლიცენზიაზე ხელმოსაწერადო. აქედან რამდენიმე ადამიანი წავედით: დავით ლორთქიფანიძე – მუზეუმის დირექტორი, გიორგი რამიშვილი, რომელიც „სილქროუდის” დირექტორია და ჩვენი გამომცემელი თათა კვაჭაძე. ათას კონფერენციაზე ვარ ნამყოფი 36 ქვეყანაში და ასეთი საინტერესო კონფერენცია ცხოვრებაში არ მინახავს, გავოცდი მენეჯმენტით, შინაარსობრივი მხარით, ტრენინგის ნაწილით, ყველაფრით. საქართველოში უკვე გაიხსნა წარმომადგენლობა – „ნეიშენალ ჯეოგრაფიკ საქართველო”, რომლის დირექტორიც მე ვარ და, როდესაც ჟურნალი გამოვა, მისი მთავარი რედაქტორიც ვიქნები. ოქტომბერში გამოვა პირველი ნომერი. ხშირად ასეთი სტერეოტიპი არსებობს, რომ „ნეიშენალ ჯეოგრაფიკი” არის ცხოველებზე, ძალიან მინდა, მკითხველმა კარგად გაიგოს, რომ ცხოველები მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. „ნეიშენალ ჯეოგრაფიკი” არის ჟურნალი სიცოცხლეზე, ყველა მეცნიერებაზე, ოღონდ, უახლესი აღმოჩენები მოთხრობილია მარტივ ენაზე, სახალისოდ დაწერილი მაღალი ჟურნალისტური სტანდარტებით და ამიტომაც არის ერთ-ერთი უმაღლესი კლასის ჟურნალი. ტირაჟიც ძალიან მაღალი აქვს, 9 მილიონია მხოლოდ ამერიკაში და, თქვენ წარმოიდგინეთ, ინდოეთსა და ჩინეთში რამდენი ექნება. 44 ქვეყანაში გამოდის სხვადასხვა ენაზე და, მათ შორის უკვე საქართველოშიც. ფილოსოფია ასეთია: უმრავლეს შემთხვევაში როგორი ყდაც ამერიკაშია, ისეთივეა  მთელ მსოფლიოში. პირველ წელს გეუბნებიან, რომ 70 პროცენტი მათი სტატიები უნდა ითარგმნოს, 30 პროცენტი კი შეგვიძლია ის იყოს, რაც გვინდა, ანუ – ადგილობრივი. ეს კარგიც არის და ცუდიც. ეს 30 პროცენტი ვითომ გეცოტავება, მაგრამ, რეალურად, არ არის ცოტა, თან, თვითონ აყენებენ ძალიან მაღალ მოთხოვნას და პრეტენზიულები არიან. ამდენი პრეტენზიული სტატია და ჟურნალისტი საქართველოში არ გვყავს. შემდეგ, როდესაც იხვეწება ნებისმიერ ქვეყანაში, ეს პროცენტიც იზრდება და, შეიძლება, ქართული მასალაც უხვად წავიდეს. რა თქმა უნდა, იქნება ერთი-ორი მთავარი სტატია, რომელიც აუცილებლად უნდა ითარგმნოს. ამ კონფერენციამდე მხოლოდ რუსეთს, ჩინეთსა და ინდოეთს ჰქონდათ ყდის შეცვლის უფლება, ახლა გადაწყდა, რომ სხვა ქვეყნებსაც აძლევენ  ამ უფლებას. ასე რომ, თავისუფლება გვაქვს ამ მხრივ, მაგრამ, ყდაზე მიდის ყოველთვის მაღალი ხარისხის, მნიშვნელოვანი კონცეპტუალური ფოტო. ასეთი მოთხოვნა აქვთ: ჩვენ კი გაძლევთ უფლებას, რომ ყდა შეცვალოთ, მაგრამ, ჩვენი ფოტო უნდა გამოიყენოთ. ადგილობრივი ფოტო რომ მოხდეს თუნდაც ქართულ გამოცემაზე, ეს დიდი მიღწევაა და  შედევრი უნდა იყოს გადაღებული. „ნეიშენალ ჯეოგრაფიკი” მსოფლიოში არა მხოლოდ საინტერესო სტატიებით არის ცნობილი, არამედ, ფოტოებითაც. ამიტომ, ფოტოგრაფსაც პრეტენზიულად უყურებენ. ახლა ყალიბდება რედაქცია, მაგრამ, როგორც ასეთი, ჟურნალისტები არ გვეყოლება, იქნებიან თემის ავტორები. ნებისმიერმა ჟურნალისტმა შეიძლება შემოგვთავაზოს თემა, დაწეროს, მაგრამ, ძალიან სერიოზული მოთხოვნებია. ამიტომაც, როდესაც ჟურნალისტები გვთავაზობენ თემას, შემდეგ ჩვენს მოთხოვნებს ვუყენებთ, გვეუბნებიან: თავი დაგვანებეთ, ამის გამკეთებლები არ ვართო. იმიტომ კი არა, რომ უნიჭოები არიან, უბრალოდ, ამას ბევრი დრო სჭირდება და ბევრი რამ. ამიტომ, ისინი რჩებიან, ვინც  ენთუზიასტები არიან. ძალიან კარგია, რომ თავიდან სტატიების 70 პროცენტი იქნება საერთაშორისო შინაარსის, რადგან, ქართველ მკითხველს, შეეძლება, მისთვის გასაგებად დაწერილ ენაზე სამყაროს მაჯისცემაზე ედოს ხელი და გაიგოს, რა ხდება ამქვეყნად.
– რა კრიტერიუმით შეგარჩიეს ამ ჟურნალისთვის?
– „ნეიშენალ ჯეოგრაფიკისთვის” ჩემი შერჩევის რამდენიმე კრიტერიუმი იყო. რადგან კლასიკური ჟურნალი არ არის, ამიტომ, მათ არ აინტერესებთ, რომ მთავარი რედაქტორი მაინცდამაინც ჟურნალისტი იყოს. თუმცა არიან ჟურნალისტებიც. მოთხოვნები ასეთია: ენა რომ უნდა იცოდე – ეგ თავისთავად; უნდა იყო საბუნებისმეტყველო სფეროში ჩართული ადამიანი – ეს ბეგრაუნდი, ანუ, აკადემიური უნდა გქონდეს; საუკეთესო ვარიანტია, იყო ბიოლოგი; რამდენიმე ჟურნალში უნდა გქონდეს დაბეჭდილი სტატიები; კარგი იქნება, თუ ტელევიზიასთან გაქვს შეხება. მოკლედ, ჩავჯექი ამ კრიტერიუმებში. არ ვამბობ, რომ სხვები არ არიან ასეთები, უბრალოდ, როგორც იტყვიან, „right time right place”. რაც შეეხება წერას, ვწერდი სხვადასხვა ჟურნალისთვის, მაგრამ, ეს ძალიან უცნაური იყო. ხომ გითხარი, 36 ქვეყანაში ვარ ნამყოფი, ზოგან რამდენიმე კვირა ან რამდენიმე თვე მიმუშავია. ძალიან მიყვარს განვითარებად ქვეყნებში მუშაობა: აფრიკა, აზია, ლათინური ამერიკა. ძირითადად მე და ჩემი კოლეგები მივდიოდით ერთად საქმეზე, ხან – მარტოც და, როცა დიდხანს ვიყავი, მბეზრდებოდა. ზიხარ ჯუნგლებში და ზიხარ... რა უნდა აკეთო, გარდა შენი საქმისა?! ამიტომ, მეგობრებს ვწერდი წერილებს და, რადგან მოწყენილი ვიყავი, ამიტომ გამომდიოდა 10-12 გვერდი. შემდეგ, ქალაქში რომ ჩამოვდიოდი, ამ წერილებს მეილით ვგზავნიდი და მეგობრების წრეში გავრცელდა. მათ წრეში აღმოჩნდა ვიღაც, ვინც ჟურნალებში მუშაობდა. მითხრეს, მოდი დავბეჭდოთო. ცოტა გადავაკეთ-გადმოვაკეთეთ და დავბეჭდეთ. ასე მოხდა პირველად, მეორედ და მოკლედ, აეწყო ჩემი კოლაბორაცია ჟურნალებთან.  ამ საქმეშიც ცოტათი გავიწაფე, მწერალი არ ვარ, მაგრამ, რედაქტორი რომ ამოწმებდა და მიგზავნიდა, ვგრძნობდი რა შეცდომებს ვუშვებდი და ნელ-ნელა ცოტა სტილიც დამეხვეწა. მაინც ბიოლოგი ვარ და ჟურნალისტობაზე ვერ დავდებ თავს. 18 წელი, რაც „ნაკრესში“ გავატარე, ძირითადად აკადემიურ მეცნიერებაში ვიყავი ჩართული, ბოლო ორმა წელმა, ასე ვთქვათ, ცოტა „შემომილაწუნა” და მომცა იმის საშუალება, რომ გავიხედ-გამოვიხედო. ადამიანები ხშირად ეპოტინებიან სკამებს და მინდა, მათ ვურჩიო, რომ ხანგრძლივად ნებისმიერ სკამზე ჯდომა კლავს. როგორც კი შეიცვლი სკამს, მერე ცხოვრებას სხვა კუთხით ხედავ და, თუ შენს საქმეში პროფესიონალი ხარ, მომავალი სკამი არ დაახანებს.
– შენი მუშაობის კიდევ ერთი სფერო ტელევიზია, კერძოდ, გადაცემა „შუა დღე”, სადაც ხუთშაბათობით ხარ თანაწამყვანი.
– ჩემი მეგობარი ნესტან კვინიკაძე, ნენე – როგორც ვეძახით, გახდა „შუა დღის” პროდიუსერი. ერთხელაც, დამირეკა და მითხრა: მუდმივი წამყვანები არიან, გვინდა, კვირაში ერთხელ მოვიწვიოთ თანაწამყვანები  და, ხომ არ იქნები ხუთშაბათი დღის თანაწამყვანიო. ვიფიქრე: რატომაც არა? კამერების არ მეშინია – ამ კუთხითაც მქონდა გამოცდილება, ოღონდ, არა როგორც წამყვანს, გადავწყვიტე, მეცადა. ასე მოვხვდი ტელევიზიაში. „შუა დღეში” მოვხვდი სრულიად ფანტასტიკურ ჯგუფში, ადამიანური ურთიერთობის თვალსაზრისით, უკეთესს  ვერ ვინატრებდი, ძალიან მომწონს. ერთი ოჯახი ვართ, ყველანი ვმეგობრობთ. ხანდახან ვფიქრობ ამდენი კარგი ხალხი სად შეიკრიბა-მეთქი. ასეთი გუნდი „ნაკრესში” მყავდა და ახლა „შუა დღეში” შემხვდა.
– ამ მხრივაც გიმართლებს.
– ხანდახან მეგობრები მეუბნებიან, არ მოკვდეო. ბევრი ცუდიც ხდება, მაგრამ, შინაგანად ოპტიმისტი ვარ. როცა რაღაც ცუდი ხდება, გადავაბიჯებ და მივდივარ. ბავშვობაში, მახსოვს, ჩემი მეგობრის დღიური შევავსე და ასეთი კითხვა იყო: „შენი დევიზი”. შინაარსობრივად კი ვიცოდი, რას ნიშნავდა, მაგრამ, კარგად ვერ ვხდებოდი. სახლში მოვედი და დეიდაჩემს ვკითხე, რომელსაც დიდი როლი აქვს ჩემს გაზრდაში: დევიზი რა არის, კი მესმის, მაგრამ, როგორ ვუპასუხო-მეთქი. მარტივად ამიხსნა: რა არის შენი ხასიათის ყველაზე დამახასიათებელი ნიშანი, ერთი სიტყვით გამოხატეო. არ ვიცი, სულ მიყვარს წინ წასვლა-მეთქი.  აი, შენი დევიზი არის – წინო. ეს ჩამრჩა გონებაში. ძალიან მიყვარს „მოცემული მომენტი”, ინგლისელებს, რომ აქვთ „ინგიანი” ფორმა: „ I’m doing” – ამ წამს, ამ წუთას. თუმცა, კარგი დამგეგმავი არ ვარ, უფრო იმპულსური ვარ. ხანდახან რაღაცეებს ვხედავ და იმისკენ მივდივარ. ურთიერთობაში იმპულსური ვარ, მაგრამ, თუ შეურაცხყოფილად არ ვიგრძენი თავი,  სხვა შემთხვევაში, 15 წუთის მერე არ მახსოვს წყენა. მეც მიწყენინებია ვიღაცისთვის და არასდროს მომრიდებია, მეთექვსმეტე წუთზე გულწრფელად ბოდიში მომეხადა.

 

скачать dle 11.3