კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შენი მონადირე


მამაკაცის ფუნქცია ოდითგანვე იყო მომპოვებლობა: ის ნადირობდა და ნანადირევი გამოქვაბულში მოჰქონდა, ქალი ხორცისგან „ნაირ-ნაირ“ კერძებს ამზადებდა, ზოგჯერ კი უმადაც მიირთმევდნენ, მაგრამ ახლა ამას ნაკლებად აქვს მნიშვნელობა. საუბარი კულინარიაზე კი არა, მამაკაცისა და ქალის ურთიერთობაზე გვექნება: თანამედროვე მამაკაცი საშოვარზე უნდა იყოს გასული, მისი ცოლი კი სახლში დიასახლისობდეს. მაგრამ, თუ კაცს ნადირობა არ გამოსდის?!

გაითვალისწინეთ, რომ მამაკაცი ქალზე ორჯერ სწრაფად ვარდება დეპრესიაში. ამიტომ მას ბევრად უჭირს დაბრკოლებებთან ბრძოლა. თანაც, კაცი ბუნებით რომანტიკოსია. ის ზოგჯერ, სამსახურის დაკარგვას აღიქვამს, როგორც შანსს თავისი დიდი ხნის ოცნების განსახორციელებლად. ეს ოცნება კი შეიძლება ქალისთვის, სრულიად მიუღებელი აღმოჩნდეს, მაგალითად, ხომ არ მოგეწონებათ, თქვენმა ძვირფასმა მეორე ნახევარმა, იმის ნაცვლად, რომ შემოსავლიანი სამსახური ეძებოს, ეზოს ბიჭებისგან ფეხბურთის გუნდის შექმნა გადაწყვიტოს და მთელი დღე მათთან ერთად ირბინოს?! ჩხუბითა და საყვედურებით ვერაფერს გახდებით, მაგრამ თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ, გააღვიძოთ მასში მომპოვებლის თვისებები, ამისთვის კი ჯერ რამდენიმე დღე დასვენების საშუალება უნდა მისცეთ. რომ არ უნდა გალანძღოთ და დაამციროთ, ამაზე საერთოდ არ ღირს ლაპარაკი. ნებისმიერი ფორმით ზეწოლა მამაკაცზე, მის მიერ მტკივნეულად აღიქმება და, შეიძლება, ისე გაჯიუტდეს, საერთოდ აღარ ადგეს სავარძლიდან. აღიჭურვეთ მოთმინებით. ადვილი არ არის, მაგრამ, აუცილებელია. შეაქეთ და გაამხნევეთ ხშირად. უთხარით, რომ მისი იმედი გაქვთ და ისიც იცით, რომ ოჯახისთვის, თქვენი კეთილდღეობისთვის ყველაფერს გააკეთებს. თუ ის რომელიმე შეთავაზებული ვაკანსიით უკმაყოფილოა, თქვენ უარი მაინც არ ათქმევინოთ. უთხარით, რომ დროებით არც ეს არის ურიგო. მთავარია, სახლში უსაქმოდ არ დაჯდეს და „ბრჭყალები“ არ დაუჩლუნგდეს.

დააჩქარეთ მისი გააქტიურების პროცესი: მაქსიმალურად დატვირთეთ საოჯახო საქმეებით; ღიმილით შეაჩეჩეთ საყიდლების სია ან დამაჯერებელი მიზეზი მოიფიქრეთ და დაუტოვეთ ბავშვები რამდენიმე საათით. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ სახლში თავი კომფორტულად ვერ იგრძნოს. დარწმუნებული იყავით, მალე გამწარებული დაიწყებს სამსახურის ძებნას.


скачать dle 11.3