კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

რას აგრძნობინებენ გოგონები შოთა ლეგაშვილს და რატომ აკვირდება ის მათ


22 წლის ჯეოსტარელი შოთა ლეგაშვილი, რომელიც იმერეთის სახელით გამოდის, ძალიან წესიერი, მოკრძალებული და კარგი ადამიანია. ის ადრე ბაგრატის ტაძარში გალობდა, ახლა კი ნოდიკო ტატიშვილთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში გალობს.



შოთა: მას შემდეგ, რაც „ჯეოსტარში“ ვმონაწილეობ, ბევრი რამ შევიძინე, ბევრი რამ შეიცვალა და კარგი რაღაცეები ხდება ჩემს ცხოვრებაში. თუნდაც ის, რომ მაქვს იმის საშუალება, ყოველკვირა უკეთესად გამოვავლინო საკუთარი შესაძლებლობები. ჩემთვის ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა, ამით არ მთავრდება ყველაფერი.

– სანამ საუბარს დავიწყებდით, შენ თქვი, სულ გაღიმებული დავდივარო.

– დიახ, ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ხალხი გცნობს, გიღიმის, თბილად გექცევა. რაც მთავარია, მათ შენი სიმღერით აწონებ თავს და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

– სიმღერასთან დაკავშირებით, ალბათ, ბევრი გეგმა გაქვს.

– ვერ ვიტყვი, რომ ბევრი გეგმა მაქვს, ყველაფერი ღვთის ნებაა. წინასწარ არაფერს ვგეგმავ, ძირითადად დაუგეგმავად ვცხოვრობ და ასე ცხოვრება ძალიან საინტერესოა.

– გადაწყვეტილებასაც სპონტანურად იღებ?

– სპონტანურად? შეიძლება, თუმცა, ძირითადად ჯერ დავფიქრდები, რა შედეგს მომიტანს ეს გადაწყვეტილება, გავაანალიზებ ყველაფერს და მერე გადავდგამ ნაბიჯს.

– როდისმე თუ მიგიღია ისეთი გადაწყვეტილება, რომ მერე გენანოს?

– არა, არასდროს არაფერი მინანია, ძირითადად სწორ გადაწყვეტილებას ვიღებ ხოლმე.

– მოდი, მომიყევი, როგორ ცხოვრობდი „ჯეოსტარამდე“?

– ცელქიც ვიყავი და სერიოზულიც, ანუ, სიტუაციის მიხედვით ვიყავი. რაღაცეებსაც ვაშავებდი, ვცელქობდი, ჩემებს ვაბრაზებდი, თუმცა დამჯერი ბავშვიც ვიყავი. სკოლიდან სახლში რეკავდნენ ხოლმე, სად არის თქვენი შვილი, რატომ არ მოვიდა სკოლაშიო. მე კი იმ დროს მეგობრებთან ერთად ვიყავი, გავდიოდით ქალაქგარეთ, ვუსაქმურობდით.

– როგორი გართობა გიყვარს?

– ბევრნაირი გართობა მიყვარს, განსაკუთრებით კი – ქართული სუფრა. თამადობასაც ვახერხებ ხოლმე, გააჩნია სიტუაციებსა და სუფრის წევრების რაოდენობას. სადაც არ მომიწევს ვინმესთვის სასმელის დაძალება და პირველი სიტყვის თქმა, მხოლოდ იქ ვთამადობ. კახური ღვინოც მომწონს და იმერულიც, ვერ ვიტყვი, რომ იოლად ვთვრები. ამ დროს ძირითადად სიყვარულის, სიმღერის, ლექსების თქმისა და მოლხენის ხასიათზე ვდგები ხოლმე. ხანდახან ღამის კლუბშიც დავდივარ მეგობრებთან ერთად, მაგრამ ამას სისტემატური ხასიათი არ აქვს.

– ალბათ გოგონებსაც უკითხავ ლექსებს.

– დიახ, წამიკითხავს გოგონასთვის ლექსი. ან, უბრალოდ, შემიძლია, წარმოვიდგინო გოგონა, ფიქრებში დავხატო და მას მივუძღვნა ლექსი. ძალიან მიყვარს გალაკტიონი.

– როგორია შენს წარმოსახვაში არსებული გოგონა?

– კონკრეტული არავინ არის, თვითონ ეს გოგონაც იცვლება ხოლმე. იმაზეც არის დამოკიდებული რამდენი ჭიქა მაქვს დალეული.

– როგორი ხასიათი გაქვს?

– მხიარულიც ვარ, სევდიანიც, რა თქმა უნდა, ამას თავისი მიზეზებიც აქვს. მოჩხუბარი არ ვარ, თუმცა, როგორც ყველას, მეც მომსვლია კონფლიქტი, მეც მომხვედრია და სხვასაც მოხვედრია, ვალში არც მე დავრჩენილვარ.

– სიმღერის ნიჭი მემკვიდრეობით გადმოგეცა?

– დიახ, სახლში მღერიან ჩემი დაიკო, ბებია-ბაბუა, ბიძაშვილები, მეც ბავშვობიდან ვმღერი. თითქმის რვა წელია, ფლეიტაზე ვუკრავ. ამიტომაც გადავწყვიტე კონსერვატორიაში სწავლის გაგრძელება. ბავშვობიდან „მუსიკალურად“ მზრდიდნენ, ყოველწლიურად ვიზრდებოდი ჩემს საქმეში და ამ ყველაფერმა განაპირობა ჩემი „ჯეოსტარში“ მონაწილეობაც. ახლა კიდევ უფრო ვიზრდები ტურიდან ტურში, დამწყები მუსიკოსისთვის ამ კონკურსში მონაწილეობა ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა. თუ შენი საქმე გიყვარს და მას სიყვარულით მიუდგები, ის აუცილებლად გამოგივა.

– როგორც ვიცი, ბაგრატის ტაძარში გალობ.

– ბაგრატის ტაძარში ვგალობდი, ამჟამად კი, სამების ტაძაში ვგალობ. გუნდის რეგენტი სვიმონი გავიცანი, დავახლოვდით, მან შემომთავაზა, რომ მეგალობა და ახლა მე და ნოდიკო ერთად ვგალობთ. ეს არის ადგილი და საქმე, სადაც ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და რომელიც ძალიან მიყვარს.

– ასე მგონია, როდესაც სცენაზე დგახარ და, მღერი, საერთოდ არ ნერვიულობ.

– თავიდან უფრო ვნერვიულობდი, სულ ხალხურ სიმღერებს ვმღეროდი და გამიჭირდა კლასიკურ სტილზე გადართვა, საკუთარი თავის პოვნა ამ სფეროში. ნერვიულობა ძალიან მიშლის ხელს, უფრო კარგად ვგრძნობ თავს, როდესაც რეპეტიციაზე ვმღერი, სცენაზე ძალიან ვნერვიულობ. თუმცა, როდესაც სცენაზე ვდგავარ და ვმღერი, საოცარი შეგრძნება მეუფლება, ეს ჩემში ძალიან კარგ ემოციებს იწვევს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ხალხს მოეწონოს ჩემი ნამღერი, კარგად გამოვამჟღავნო საკუთარი თავი და დავანახვო მათ, რომ მემღერება და ვმღერი. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს გაძლევს იმის საშუალებას, რომ უფრო მეტად წარმოაჩინო საკუთარი თავი. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს მხარდამჭერებს, ვინც მიმესიჯებს და რეკავს ჩემს ნომერზე და, მათაც, ვინც ვერ მიმესიჯებს, მაგრამ მოსწონთ ჩემი სიმღერა; ასევე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მთელ იმერეთს და გოგონებს.

– როგორც ვიცი, გოგონებში ძალიან პოპულარული ხარ.

– დიახ, გოგონები ძალიან აქტიურობენ, რეკავენ, ამესიჯებენ, რაც ძალიან სასიამოვნოა. მოკლედ მათი მხრიდან ძალიან დიდ მხარდაჭერას, დადებით ენერგიას ვგრძნობ, თუმცა, არა მხოლოდ გოგონების მხრიდან. ბევრი ადამიანი ჩამოდის ჩემს მხარდასაჭერად ქუთაისადან, სამტრედიიდან, ზესტაფონიდან მოკლედ, მთელი იმერეთი გვერდში მიდგას.

– თავად როგორი გოგონები მოგწონს?

– სერიოზულად არავინ მომწონს, თუმცა არსებობენ გოგონები, რომლებსაც ჯერ ვაკვირდები, ვფიქრობ, უნდა მომწონდეს თუ არა. მათ მიმართ სერიოზული მოთხოვნები არ მაქვს. შეიძლება გოგონა ლამაზი იყოს, ან, ჩვეულებრივი, მაგრამ თავისი საქციელით მოგხიბლოს.

– რას გააკეთებდი გოგონასთვის თავის შესაყვარებლად?

– თუ გოგონა სერიოზულად შემიყვარდება, ყველაფერს გავაკეთებ, ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ჩემს გვერდით იყოს. საერთოდ, როგორც მეგობრები ამბობენ, ძალიან ყურადღებიანი ვარ.


скачать dle 11.3