კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა დაიყოლიოთ თქვენს სასარგებლოდ კონკრეტული სტიქიის ქვეშ დაბადებული ადამიანები

ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები განსხვავებულად კამათობენ. თუ გეცოდინებათ თქვენი საყვარელი ადამიანის ტაქტიკა, მაშინ მასთან  კონფლიქტის მართვასაც შეძლებთ. ასე რომ, დაადგინეთ მისი დაბადების სტიქია და შემდეგ შეარჩიეთ მასთან საუბრის ტონი. 
სტიქია – მიწა: ამ სტიქიას განეკუთვნებიან ის ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ კუროს, ქალწულისა და თხის რქის ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ. მათთან ურთიერთობაში გაითვალისწინეთ, რომ მათ უყვართ პირდაპირობა, ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა, სტაბილურობა და საიმედოობა. უნდა მოუყვეთ ყველაფერი გულწრფელად და ბოლომდე. არ უყვართ სიურპრიზები. იყავით რაც შეიძლება ბუნებრივი, რომ მათი გულის მონადირება ადვილად შეძლოთ. ნუ იქნებით მათ წინაშე ყალბი.
სტიქია – ჰაერი: ამ სტიქიის ქვეშ დაიბადნენ ის ადამიანები, რომელთა ზოდიაქოებია: სასწორი, ტყუპები და მერწყული. ისინი მუდამ მოქმედების პროცესში არიან, უყვართ ცვლილებები და ექსპერიმენტები. ადვილად ეწყობიან გარშემო მყოფებს. მათთან ურთიერთობის წამოწყება ადვილია, მაგრამ, ამ ურთიერთობის შენარჩუნებაა რთული. მოთმინების დიდი უნარი უნდა გქონდეთ, თუკი მის გვერდით აპირებთ ყოფნას. არ უყვართ, როცა მაღალი ტონით ესაუბრებით. ასე, მხოლოდ ურთიერთობას გაიფუჭებთ. ამას კი ჰაერის სტიქიის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან არ გირჩევთ, რადგან შემდეგ მათი გულის მოლბობა და შემორიგება ძალიან გაგიჭირდებათ.
სტიქია – წყალი: თევზების, მორიელის და კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ დაბადებულები, წყლის სტიქიის წარმომადგენლები არიან. გამოირჩევიან  ოცნებებისა და ფანტაზიის სიყვარულით. გახსოვდეთ, რომ ყოველი თქვენი სიტყვა მათი ოცნების საკვებად გამოიყენება, ფანტაზიების კი მტკიცედ სჯერათ. მათი გახარება და გაბედნიერება ადვილია ლამაზი და თბილი სიტყვებით. მათთვის არარეალური დაპირებებიც კი საკმარისია ნდობის მოსაპოვებლად. თუმცა, მათი გაღიზიანება ნამდვილად არ ღირს! იშვიათად კამათობენ და გამოდიან წყობიდან, მაგრამ, იმას რომ ამ იშვიათობის მომსწრე გახდეთ, ნამდვილად არ გირჩევთ.
სტიქია – ცეცხლი: ვერძის, ლომისა და მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ დაბადებული ადამიანები ცეცხლის სტიქიას განეკუთვნებიან. ისინი ბუნებით ლიდერები არიან და მუდამ საკუთარი თავის წარმოჩენისკენ ისწრაფვიან. ამასთანავე, მუდამ სურთ მხარდაჭერა. არ შეეკამათოთ, რადგან, ძალიან ჯიუტები არიან და ვერ ხედავენ საკუთარ შეცდომებს. უთხარით ის, რისი მოსმენაც მათ სურთ – სხვაგვარად მათი დაყოლიება გაგიჭირდებათ. მთავარია, მისცეთ თქვენს რჩეულს დრო, რომ მიხვდეს, თუ რამდენად ღირებული ადამიანი ხართ მისთვის და, რომ თქვენთან კამათი მას კარგს არაფერს მოუტანს. მთავარია, მას არ აჰყვეთ და აცადოთ, ყველი თავისი სიტყვა და მოქმედება გაიაზროს.

скачать dle 11.3