კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანფისა ჩეხოვამ პირველი ბიჭი გააჩინა


 ტელეწამყვანი, რუსეთის სექს-სიმბოლო, გადაცემების – „სექსი ანფისა ჩეხოვასთან” და „ღამე მშვიდობისა, კაცებოს” წამყვანი და, ცნობილი მსახიობი, დედა გახდა. ანფისამ 31 მაისს იმშობიარა. ანფისას ქმრის ვინაობა მთელი საქართველოსთვის კარგად არის ცნობილი – ის ცოლად გაჰყვა ქართველ მსახიობს, გურამ ბაბლიშვილს,  რომელთანაც რომანი 2009 წელს დაიწყო. წყვილმა იცოდა, რომ მათი პირველი შვილი ბიჭი იქნებოდა და ამას განსაკუთრებით ელოდებოდნენ. მშობიარობამ მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში, ყველანაირი გართულების გარეშე ჩაიარა და ამის შესახებ ინფორმაცია ვარსკვლავის ფიარ-დირექტორმა ალექსეი ონიშენკომ გაავრცელა. ბავშვი სრულიად ჯანმრთელი და საკმაოდ დიდი დაიბადა – 51 სანტიმეტრი და ოთხ კილოგრამზე მეტი. 34 წლის ტელეწამყვანისთვის ეს პირველი შვილია. ის ახლა თავს მშვენივრად გრძნობს და სულ მალე კლინიკიდან გამოწერენ კიდეც. „ყველაფერმა არაჩვეულებრივად ჩაიარა, ზედმეტი სისხლის დაკარგვის გარეშე. ანფისა და ჩვენი „კრასავჩიკი” თავს მშვენივრად გრძნობენ და ახლა სძინავთ – დასვენება სჭირდებათ. არანორმალურად ბედნიერები ვართ და ბავშვის გარდა არაფერზე აღარ გვინდა ფიქრი”, – განაცხადა „ლაიფ ნიუსთან” საუბარში გურამ ბაბლიშვილმა. ვულოცავთ წყვილს ამ უდიდეს სიხარულს და ჯანმრთელობასა და ბედნიერებას ვუსურვებთ პატარა ვაჟკაცს მშობლებთან ერთად!

скачать dle 11.3