კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მაინტერესებს ახალი მართვის მოწმობებთან დაკავშირებით რა შეიცვალა კონკრეტულად, მოგვიწევს თუ არა ხელახლა გამოცდებზე გასვლა, ვისაც მართვის მოწმობის ბე-კატეგორია უკვე გვაქვს?
პასუხი: მართვის მოწმობის აღების სისტემაში ცვლილების ძირითადი არსი არის ის, რომ ევროსტანდარტების შესაბამისი მართვის მოწმობა გვქონდეს. რაც გულისხმობს – მართვის მოწმობის კატეგორიები ზუსტად იყოს დაყოფილი ისე, როგორც ევროპულ ქვეყნებშია. თუმცა, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშიც განსხვავებულად არის კატეგორიები და ქვეკატეგორიები დაყოფილი და ბოლო ათი წლის განმავლობაში რამდენჯერმე მოხდა გადახედვა და მასში ცვლილებების შეტანა. „ბე“ კატეგორიის მართვის მოწმობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გამოცდის გადაბარება არ მოგიწევთ და არც ახალი ტიპის მართვის მოწმობის აღებას გავალდებულებთ ვინმე, თუ არ გიწევთ შვიდასორმოცდაათ კილოგრამზე მეტი წონის მქონე მისაბმელის ტარება. ანუ, თუ აქამდე შეგეძლოთ მსუბუქი ავტომობილისთვის მიგებათ მისაბმელი, რომელზეც მეორე ავტომობილი იდებოდა, ახლა ამას დამატებითი კატეგორიის მართვის მოწმობა სჭირდება, რაც გულისხმობს პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას. პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება მოუწევთ ასევე, მაგალითისთვის, ორმანქანიანი ევაკუატორის მძღოლებს, რომლებსაც მესამე ავტომობილი ჰყავთ ჩაბმული მისაბმელით. ევროპულ მართვის მოწმობებში და, შესაბამისად საქართველოში მოქმედი მართვის ახალ მოწმობებში, არსებული ქვეპუნქტები ეხება მოკიკის, მოპედის, მინი-მოტოციკლის, კვადროციკლის, მინი-ტრაქტორის და ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალების, გარდა ველოსიპედისა, გამოცდის ჩაბარებას და მართვის მოწმობის აღებას მათი ექსპლუატაციისთვის, რაც აქამდე კანონით გათვალისწინებული არ იყო. ჩამოთვლილიდან ბევრი ტიპის სატრანსპორტო საშუალების მართვა, მართვის მოწმობის გარეშე იყო ნებადართული. მცირე ზომის სატრანსპორტო საშუალებებზე გათვალისწინებული იქნება უფრო დაბალი ასაკობრივი ცენზი, რომლის მიხედვითაც. თექვსმეტი წლიდან შესაძლებელია მოკიკის, მოპედის და მცირე სიმძლავრის მოტოციკლეტის მართვა. 
კითხვა: მყავს ავტომობილი „პაჯერო იო”, 1999 წლის. როგორ უნდა გავიგო, შესაცვლელია თუ არა ეგრეთ წოდებული „პადმატორნი”, ძრავას სადები ბალიში?
პასუხი: რადგან  ეს კითხვა დაიბადა, ნიშნავს, როგორც მინიმუმ, ხელოსანმა ან ვინმემ გითხრათ, რომ „პადმატორნია” შესაცვლელიო. როგორც წესი, ვიზუალური დათვალიერებითა და მცირე გასინჯვით, იოლად ჩანს, დაზიანებულია თუ არა ის. მაგრამ, შესაძლოა, უფრო უხეში მეთოდითაც გავსინჯოთ ისე, რომ თან, საჭესთან ვიჯდეთ. უნდა ვაწვალოთ გაზის პედალი. ავტომატის შემთხვევაში, ჩააგდეთ „ელ-ში“ და რამდენჯერმე მკვეთრად დააჭირეთ გაზს, ანუ იმპულსურად, დააჭერთ – გაუშვებთ, დააჭერთ – გაუშვებთ. თუ „პადმატორნი” დაზიანებულია, გაზზე ფეხის დაჭერის ან აშვებისას, ექნება მცირე ხმა. თუ ხმა არა, სიცარიელის შეგრძნება მაინც, ეგრეთ წოდებული, ლუფტი. თითქოს რაღაც გადაბრუნდა, გაიდგაფუნა და მერე დაიწყო აჩქარება და შენელება. დაზიანებული „პადმატორნით” სიარული ძრავას არ დააზიანებს, მაგრამ  დისკომფორტია – იმის განცდა, რომ თითქოს ძრავა უნდა ამოხტეს. ზოგ ავტომობილში ამის გამო შეიძლება, იმდენად გადაადგილდებოდეს ძრავა გვერდით, რომ სიჩქარეებიდანაც კი აგდებდეს მანქანას; შესაძლოა, ვიბრაცია სალონშიც გადმოვიდეს და ისე დაზიანდეს ბალიში, რომ რკინა რკინას ედებოდეს. რაც შეეხება შეცვლას, გააჩნია, თქვენს ავტომობილში რომელი „პადმატორნია” დაზიანებული, რადგან ის ყველა ავტომობილს რამდენიმე აქვს, ზოგი ძვირი ღირს და რთული გამოსაცვლელია, ზოგი კი იაფი ღირს და იოლი გამოსაცვლელიცაა.
კითხვა: მყავს ავტომობილი „მაზდა 626”, რომლის ავტომატური მართვის კოლოფს უცნაური რაღაც ემართება. მაგალითად, შუქნიშანთან გაჩერებისას „დე-ში“ იწყებს ძაგძაგს, კოლოფს გადმოვიტან „ნეიტრალში“ ჩერდება და მერე „დე-ში“ ისევ, ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას. რა არის ამის მიზეზი?
პასუხი: ზოგადად, ეს არა მარტო „მაზდის”, არამედ ავტომატური მართვის კოლოფის პრობლემაა, რაც სხვადასხვა მიზეზით არის გამოწვეული. თუმცა, ყველა ერთი, ღრმა მიზეზისკენ მიდის – ძრავას ბრუნი სათანადო დონემდე არ ჩამოდის, ის ცოტა მეტზე რჩება, რაც კოლოფს აიძულებს, ავტომობილს წაყვანისკენ უბიძგოს. თქვენ კი მუხრუჭით ცდილობთ გააჩეროთ, შესაბამისად, იწყება ბიძგები. მაგრამ რიგ შემთხვევაში, „ნეიტრალში“ გადაგდება აიძულებს ავტომობილის მართვის მენეჯმენტს, რომ ძრავას ბრუნთა რაოდენობა ნორმაში დაბრუნდეს.  ამის მერე ისევ სიჩქარეში გადართვისას ის ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას. ძრავას ბრუნთა რიცხვის გაზრდა მრავალი მიზეზით შეიძლება, იყოს გამოწვეული და კონკრეტულ ავტომობილზე ამ მიზეზს ხელოსანმა უნდა მიაგნოს.
კითხვა: მაქვს ზაფხულის ორი საბურავი. დავაყენო თუ არა ისინი და აუცილებელია, რომ ოთხივე საბურავი გამოიცვალოს? ორი ძალიან ძველია და მის დაყენებას, მგონი, აზრი არ აქვს.
პასუხი: რა თქმა უნდა, აუცილებელია, რადგან ორის შეცვლით, თქვენ კიდევ უფრო მეტ საფრთხეში ჩაიგდებთ თავს. ზოგადად, მძღოლები, ძირითადად, უკან ცუდ საბურავებს, წინ კი – ახალს აყენებენ. წინა საბურავები, რა თქმა უნდა, უფრო მეტად ცვდება, მიუხედავად იმისა, წინა წამყვანია ავტომობილი თუ უკანა წამყვანი თვლებით აღჭურვილი. ვგულისხმობ, ნორმალურ სვლას და არა ხელოვნურად მოცურებისა და „ბუქსაობის” შემთხვევებს, რაც საკმაოდ ხშირია უკანა წამყვანი თვლებით აღჭურვილ ავტომობილებში. მაგრამ, თუ უცებ რაღაც მოხდა – მოგიწიათ მკვეთრი მანევრი, ან დამუხრუჭება, იმიტომ რომ, წინა საბურავები უკანას ჩაგრავს, წინა მოუხვევს და უკანა ვერ შემოჰყვება – მოხდება ძალიან მარტივ სიტუაციაში მოცურება. როგორც კი ოდნავ აჩქარდებით, ოდნავ მკვეთრი მოძრაობა მოგიწევთ, მაშინვე იგრძნობთ განსხვავებას. ასეთ დროს ისევ ჯობია, უკანა საბურავები იყოს ახალი და წინა შედარებით, ძველი:  როგორც მოუხვევდა, ისე მოეხვია და უკანა შემოჰყოლოდა, ვიდრე პირიქით.
კითხვა: მყავს ახალი ავტომანქანა 2.0 ძრავით, გავლილი მაქვს 7 400 კილომეტრი და ფაქტობრივად, წვავს ნორმაზე ბევრად მეტს. იქნებ მითხრათ, რამე აქვს დაზიანებული, თუ რა ხდება? რას მირჩევთ, როგორ მოვიქცე, რომ ეს სიტუაცია გამოსწორდეს?
პასუხი: თქვენს შემთხვევაში, რადგან ავტომობილი ახალი და უცხოურია, ქარხანა-დამამზადებლის მიერ მას აუცილებლად ექნება მინიჭებული შესაბამისი გარანტია. მაგრამ, საეჭვოა, თქვენი პრობლემა კვების სისტემას გამოეწვია და ამიტომ, ჩემი რჩევაა, ნუ შეეხებით იმ მარეგულირებელ მოწყობილობებს, რომლებიც ქარხნის მიერ არის დარეგულირებული. ავტომობილს მინიშნებული აქვს, თუ რა საწვავზე მუშაობს და უნდა უზრუნველყოთ იმ ხარისხის საწვავით. დაბალი ხარისხის საწვავით სარგებლობის შემთხვევაში, წვის კამერაში არ ხდება საწვავის სრული აფეთქება და ვერ გამოყოფს იმ დაწოლის ძალას, რომელმაც დგუში უნდა მიიყვანოს შესაბამის ბრუნვის მომენტამდე. ამიტომ, საწვავის მიმწოდებელი, ეგრეთ წოდებული „დროსელის” საშუალებით უმატებთ საწვავის მიწოდებას, რომ სასურველ ბრუნვასა და სიჩქარეს მიაღწიოთ. წვის კამერაში კი იგივე მეორდება და რაც მეტი ძალით გინდათ იბრუნოს ძრავამ, მით მეტ საწვავს აწვდით სისტემას. რაც ყველაზე ცუდია, საწვავის დაბალი ხარისხის გამო, ხდება მისი გარეთ გამობოლვა ნახევრად დაუწვავი აირის სახით. ანუ, ის საწვავი, რომელიც არ დაიწვა და მხოლოდ და მხოლოდ მიმწოდებლის ფუნქცია შეითავსა, გარეთ გამოვა. კატალიზატორიან ავტომობილებზე ეს, ხშირ შემთხვევაში, გამოიწვევს მის ინტენსიურ გაბიდვნას და ამ დროს შესაძლებელია, ძრავა საერთოდ აღარ დაიქოქოს. ამიტომ გირჩევთ, მაინცდამაინც ამ საკითხში ნუ მოგინდებათ ყველაზე დიდი ეკონომია. ჩაასხით ის საწვავი, რომელიც გათვალისწინებულია თქვენი ავტომობილის ძრავასთვის. ეს არის საკითხი, სადაც ეკონომია უფრო მეტ ხარჯს იწვევს.

скачать dle 11.3