კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სნაიდერის ცოლის „იაღლიში“

ჰოლანდიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, მილანის „ინტერის” ფეხბურთელის, უესლი სნაიდერის მეუღლეს, მოდელსა და ტელეწამყვანს იოლანტა კაბაუს, ჰოლანდიელი ტელემაყურებლები აუმხედრდნენ. საქმე ისაა, რომ ტელემაყურებელთა უკმაყოფილება იოლანტას უკანასკნელმა გადაცემამ გამოიწვია. პოპულარულ ტელეშოუში „იოლანტა 3”, რომელიც რეიტინგული ტელეარხის ეთერში „პრაიმ-ტაიმში“ გადაიცემა, იოლანტა კაბაუ ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრების შესახებ რეპორტაჟებს ამზადებს და პერის ჰილტონის შესახებაც უნდა გასულიყო გადაცემა. შოუს დიდი რეკლამა ჰქონდა და მაყურებელიც მოუთმენლად ელოდა მას, თუმცა რეპორტაჟი ძალიან უხარისხო და მდარე გამოვიდა, რის გამოც მაყურებლებმა იოლანტას სოციალურ ქსელში კრიტიკული წერილები მისწერეს: „ეს იყო საშინელება”, „ჩამოშორდი ჟურნალისტიკას” და სხვა. საინტერესოა, რომ ორასამდე კრიტიკული წერილი, ისე, რომ არც გადაუკითხავს, იოლანტამ ერთიანად „დაალაიქა” და საერთო მადლობა გადაუხადა „ერთგულ” მაყურებელს.

скачать dle 11.3