კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

გაბრიელ ეპისკოპოსი: ეცადეთ, რომ ღმრთის სასუფეველი თქვენს სულებში დაარსდეს, ღმრთის სიმართლე შეიცნოთ და შეიყვაროთ იგი და მაშინ ყოველივე დანარჩენი – მშვიდობა, სიხარული და ამქვეყნიური საჭიროებანი: საჭმელი, სასმელი, ტანისამოსი და სხვა, თავისთავად მოგენიჭებათ. ბედნიერება მშვიდი, მხიარული და მხნე სულის მდგომარეობაა და მისი განცდა მხოლოდ წმინდა სინდისის მქონე კაცს შეუძლია. თუ სული და გული კაცისა აღშფოთებული, აღელვებული და მოუსვენარია, ურიცხვი სიმდიდრეცა და პატივიც რომ ჰქონდეს, ბედნიერი მაინც ვერ იქნება.
ნიკოლოზ სერბი: ბოროტი ზრახვანი – თესლია ყოველგვარი ბოროტებისა. ამ თესლიდან აღმოცენდებიან ცოდვილი სიტყვები, ცოდვილი სურვილები, ცოდვილი საქმეები. გაიხსენე ქრისტეს იგავი მთესველის შესახებ. კაცმა დათესა კეთილი თესლი თავის მინდორში, ხოლო, როცა ყველამ დაიძინა, მივიდა მტერი და დათესა ღვარძლი ხორბალს შორის. უფალი თითოეული ადამიანის გულში კეთილ ზრახვებს თესავს, მაგრამ, თუკი ადამიანი არ ფხიზლობს საკუთარი სულისთვის, როგორც დათესილი ყანისთვის, მაშინ იგი ჩაძინებული ადამიანის მსგავსია და ვიდრე მას სძინავს, მოდის უფლისა და ადამიანის მტერი, ბოროტი სული და სთესს სულში ღვარძლს, ესე იგი – ბოროტ ზრახვებს. ბოროტი ფიქრებიდან ბოროტ სიტყვებამდე და საქმეებამდე ისევე მცირე მანძილია, როგორც მცენარის თესლიდან ფესვამდე. შესაბამისად, ყველაფერი ორგანულად დაკავშირებულია. ამიტომაც იყავ სადარაჯოზე. ხშირად დახუჭე თვალები და, როგორც წმიდა ნიკიტა იტყოდა, „განიცადე ფიქრთა ზღვაში მცურავი ზრახვანი“.
ანტონ ჭყონდიდელი: თუ განსაცდელი და ჭირი არ მიიღე, ამას სოფელსა შინა სასუფევლად ვერ აღხვალ: ანუ, უნებლიეთ მოსრული განსაცდელი და ჭირი უნდა თავს იდვა, ანუ თავით თვისით სინანულის განსაცდელი და ჭირი უნდა იტვირთო; ანუ იტვირთე განსაცდელი შიმშილისა და წყურვილისა და მარხუა შეიტკბე. თუ ხორცის უძლურებისთვის საზრდელის შიმშილი ვერ იტვირთო, სიმართლისთვის მიიღე შიმშილი და წყურვილი, რათა ქრისტეს მიერ ნეტარება მიიღო, ვითარ იგი ბრძანებს უფალი: „ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისთვის, რამეთუ იგინი გაძღნენ“, ანუ სიგლახაკის განსაცდელი იტვირთე და ქონებული სიმდიდრე გლახაკთა გაუყავ, რომ ამისთვის ნეტარება მიიღო თქმისაებრ იესოსა: „ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ!“ ეგების სთქუა: „სიმდიდრე არა მაქუს“, – სიმშვიდე მიიღე და სხვის მიერ რისხვის განსაცდელი სიხარულით მიითვალე. ამისთვის ქრისტეს მიერ ნეტარებულ იქმნები, ვითარცა ბრძანებს: „ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქუეყანა!“.
ბერი იერონიმე: ეგ არაფერი, თუ გონება ზოგჯერ შორდება ლოცვას, შორდება იმ სიტყვებს, რომელსაც წარმოვთქვამთ. მთავარია, უცებ არ ავიკრათ გუდა-ნაბადი, დავრჩეთ ადგილზე და გონება დაგვიბრუნდება. გონება კვიცსაც ჰგავს, აღმა-დაღმა დარბის. დედასთან, რომელიც დაბმულია, არ ჩერდება, მაგრამ, როცა იღლება, ბრუნდება და დედის ფეხებთან წვება.

скачать dle 11.3