კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შეიძლება გაუხდეს სანანებლად მამაკაცს, რომელმაც ოჯახს პირადი თავისუფლება ამჯობინა

მამაკაცები ქალებზე გაცილებით მარტივი არსებები არიან. ფსიქოლოგების აზრით, წვრთნასაც კი ემორჩილებიან, როგორც, მაგალითად, ძაღლები... ისინი ვერც აცნობიერებენ იმას, რომ ოჯახი მათი ცხოვრების ის ნაწილია, რომლის გარეშეც არსებობა, ერთი შეხედვით, მარტივი ჰგონიათ. თუმცა, როცა რეალობა სხვა რამეს დაანახვებთ, აღიარება უჭირთ, რომ შეეშალათ.
ზოგადად, ოჯახი განსაკუთრებული ფენომენია. ის თავის დაღს ასვამს როგორც ცოლს, ისე ქმარს. მათ შორის უხილავი ძაფები იბმება, განსაკუთრებით, როცა ურთიერთობა რამდენიმეწლიანია, ამ ძაფების გაწყვეტა არ არის ადვილი და, ხშირად, საკმაოდ მტკივნეულია ხოლმე. არცთუ იშვიათად, წყვილი განქორწინებაზე გადაწყვეტილებას ნაჩქარევად იღებს. ორივეს ჰგონია, რომ ურთიერთობამ შესაძლებლობები ამოწურა. მაგრამ, მერე ხვდებიან, რომ ასე არ ყოფილა.

გიორგი (37 წლის): დაახლოებით ერთი წლის წინ ჩემსა და ჩემს ცოლს შორის ყველაფერი დამთავრდა (მაშინ დარწმუნებული ვიყავი ამაში). გადაწყვეტილება მივიღე და გავეყარე.
– ცალმხრივად მიიღეთ გადაწყვეტილება?
– პრინციპში, კი. რა არის, იცით? იმ პერიოდისთვის ვფიქრობდი, რომ ჩვენი ოჯახი უკვე აღარ იყო ოჯახი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
– რას გულისხმობთ ამაში?
– ვიცი, რასაც მეტყვით, რომ მამაკაცებს ზოგადად, არ გვესმის ოჯახის არსი; რომ კარგად არ გვაქვს გაცნობიერებული საკუთარი მოვალეობები; რომ გვაკლია პასუხისმგებლობის გრძნობა... მე ეს ყველაფერი უკვე გავიარე, ანუ, უკვე ნანახი მაქვს ეს „ფილმი.” ნაწილობრივ გეთანხმებით იმაში, რომ ოჯახის არსი მართლა არ გვესმის კარგად, მაგრამ, მამაკაცები გამონაკლისები არ ვართ, ქალებზეც შეიძლება იგივე ითქვას. თორემ, ამდენი ოჯახი ნამდვილად არ დაინგრეოდა.
– თქვენი აზრი გამოთქვით ოჯახზე, თუ გაქვთ ასეთი აზრი საერთოდ.
– მაშინ, გეტყვით, ახლა რას ვფიქრობ ოჯახზე ეს აუცილებლობაა ყველა ნორმალური ადამიანისთვის, მით უფრო, მამაკაცისთვის, რომელიც უსუსურია ქალის გარეშე, თუნდაც საკუთარი თავი ძალიან მაგარი ტიპი ეგონოს. ოჯახი არის ის, რაც ზურგს გიმაგრებს და გიცავს. სამწუხაროდ, ჩვენ ამ ყველაფერს ვერ ვაცნობიერებთ – ვეჩვევით და მერე არაფრად მიგვაჩნია.
– ეს მარტო კაცებს ემართებათ?
– არა მგონია, ალბათ, ქალებსაც. თუმცა, კაცებს უფრო გვახასიათებს უმადურობა – ახლა უკვე ვაღიარებ ამას. ვნანობ კიდეც საკუთარ საქციელს. ოღონდ, სწორად გამიგეთ. იყო მომენტები, როცა ვფიქრობდი, ოჯახი საერთოდ არ მაქვს-მეთქი.
ვფიქრობ, ეს იმის გამო ხდებოდა, რომ პასუხისმგებლობას არ ვგრძნობდი. თან, რაც ყველაზე ცუდია, მეგონა, რომ ეს ასეც უნდა ყოფილიყო. კაცი ცოლს რომ ირთავს, თავიდან არის ეიფორიაში, თან უხარია, მაგრამ, თან უჭირს ცხოვრების ახალ სტილთან შეგუება, რადგან, მეტ-ნაკლებად ჩნდება პრობლემები, რომლებიც „გგრუზავს”. მოკლედ, საკუთარ თავში გარკვევა რთულდება. ეს ყველაფერი ნელ-ნელა ილექება შენში და პროტესტს იწვევს. კაცის პროტესტი კი რაში გამოიხატება?!
– ღალატში?
– ზოგჯერ ღალატშიც. რაღაცის ძებნას იწყებ, ოღონდ, რის ძებნას, თვითონაც არ იცი და გიჩნდება აგრესია ცოლის მიმართ, რომელმაც თავისუფლება დაგაკარგვინა. პრინციპში, ის არაფერ შუაშია, მაგრამ, ისე ხარ გაცეცხლებული, ამაზე აღარ ფიქრობ და აქეთ-იქით აწყდები. ყველასა და ყველაფერზე გამწარებული, შურისძიების რაღაც აბსურდულ გეგმას ადგენ, რომელშიც ღალატიც მოიაზრება. მერე ვეღარც ამ ღალატისგან იღებ სიამოვნებას და ხვდები, რომ მაგრად „გაიჭედე”.
– ყველა ღალატის მიზეზი ეს არის? ამას ფიქრობენ მოღალატე მამაკაცები?
– ყველას მაგივრად მე ვერ ვილაპარაკებ, უფლებაც არ მაქვს. თუმცა, მიმაჩნია, რომ მამაკაცები არც ისეთი გარყვნილები ვართ, როგორც სახელს გვიტეხენ ქალები. უბრალოდ, გარკვეულები არ ვართ, საკუთარ მოთხოვნილებებსა და მოვალეობებში. ადვილი არ არის, იყო კაცი და, დამეთანხმებით, ეს მარტო შარვლის ჩაცმაში არ გამოიხატება. არსებობს ბარიერები, რომლებიც არ უნდა გადალახო, რადგან, უფლება არ გაქვს. იმიტომ  კი არა, რომ ვინმე დაგიჭერს, უბრალოდ, თუ იმ წუთში „გაატარებ,” მერე მაინც აუცილებლად შეგაწუხებს სინდისი. საკუთარ თავთან რომ ხარ დამნაშავე, ეს გაცილებით მძიმეა და რთული. როცა ცოლთან პრობლემები მქონდა, ვფიქრობდი, რომ ეს არ იყო ტრაგედია, რომ ყველა ასე ცხოვრობს და მე არ ვარ გამონაკლისი. ყველამ თავის გულში ჩაიხედოს და მიხვდება, რომ სიმართლეს ვლაპარაკობ.
– სიყვარული არ იყო თქვენ შორის?
– იყო, როგორ არ იყო. სხვანაირად, ერთადაც ხომ არ ვიქნებოდით. ბუნებრივია, ლტოლვაც მქონდა და სიყვარულიც ჩემი ცოლის მიმართ. თუმცა, სავარაუდოდ, გაუცნობიერებელი და ჩამოუყალიბებელი და ამასაც ახლა ვაცნობიერებ. საჩუქრებსაც ვყიდულობდი ჩემი ცოლისთვის, ყვავილებიც მიმქონდა, მაგრამ, არ იყო მთავარი – პასუხისმგებლობის სრული განცდა. გეუბნებით, ძალიან ბევრი მამაკაცია ჩემს მდგომარეობაში და, თუ ჯერ ოჯახი არ დანგრევიათ, ეს მათი ცოლების დამსახურებაა.
– ანუ, ცოლს არ აბრალებთ, ოჯახი რომ დაგენგრათ?
– არანაირად. ამას არ ვიკადრებ. მიუხედავად იმისა, რომ, როცა ოჯახი ინგრევა, იქ ცოლიც და ქმარიც თითქმის თანაბრად არიან დამნაშავეები.
– როცა ქმარი საყვარელს იჩენს და ცოლს ღალატობს, მაშინაც?
– ეს ცოტა სხვა შემთხვევაა, თუმცა, ალბათ, ამ დროსაც არის ცოლის ბრალეულობა. არ დავიწყებ იმ სისულელის მტკიცებას, რომ ცოლმა კაცს რაღაც დააკლო და ამ დანაკლისის შესავსებად წავიდა ის სხვა ქალთან.
– ანუ, ეგ ვერსია ბლეფია?
– ვფიქრობ, რომ ბლეფია. ვიცი, კაცების სასარგებლოდ არ ვლაპარაკობ, მაგრამ, ქალები უკვე ისედაც აღარ „ჭამენ” ამას. არ ვამტკიცებ არაფერს, უბრალოდ, ვვარაუდობ, რომ ღალატი მაინც არის გაუცნობიერებელი პასუხისმგებლობებისა და ვალდებულებების შედეგი. რატომ ვიფიქრე, რომ მე და ჩემი ცოლი ერთმანეთით დავიღალეთ?! – სწორედ იმიტომ, რომ ეს პასუხისმგებლობა არ მქონდა კარგად გააზრებული. გამიჩნდა შეგრძნება, რომ ოჯახი მზღუდავდა და მახრჩობდა.
– რატომ?
– ჩემი ცოლის გამო. ეჭვიანობდა. არა უსაფუძვლოდ, რა თქმა უნდა. მე მას ამაში ვერ ვამტყუნებ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვღიზიანდებოდი და ვჩხუბობდი. ერთ-ერთი ასეთი ჩხუბის დროს ვუთხარი, ჩვენი ოჯახი მოკვდა-მეთქი. ის ტიროდა, მე კი საშინელებებს ვეუბნებოდი. ისიც კი ვუთხარი, შენ მიმართ არანაირი გრძნობა აღარ მაქვს-მეთქი. გაგიჟდა. სრული ისტერიკა დაემართა. იმატა და იმატა ისტერიკებმა. ამ ყველაფერს  კი უყურებდა ბავშვი და, მე, ჩემი ჭკუით, ნაკლები უბედურება ავირჩიე – სახლიდან წავედი, თუმცა, იყო სხვა გამოსავალიც, რომელზეც მე არ ვიფიქრე, არ გამოვიყენე, არ ვცადე, ადამიანურად დავლაპარაკებოდი ცოლს. იმისიც მომესმინა, ჩემიც მეთქვა და საერთო ენა გამომენახა ქალთან, რომელთანაც ამდენი რამ მაკავშირებდა. კაცი რომ ხარ,  მეტი მოგეთხოვება. მე არ ვილაპარაკებ იმაზე, რა უნდა გაეკეთებინა ჩემს ცოლს, რომ არ გადამედგა ეს რადიკალური ნაბიჯი.
– გინდოდათ, მუხლებზე დაჩოქილს ეხვეწნა, არ დამღუპო, არ წახვიდე და, თუ გინდა, ხუთი საყვარელი ერთად გაიჩინეო?!
– არა, ამას რატომ ფიქრობთ? უბრალოდ, უნდა ეცადა, როგორმე თვალები აეხილა ჩემთვის. ზოგ ცოლს შეუძლია ეს, ყველაფერს აკეთებს, ოჯახი რომ გადაარჩინოს.
– ყველას არ შეუძლია და არც უღირს ხელჩართული ომი ქმართან, რომელსაც თვალი გაქცევაზე უჭირავს.
– გეთანხმებით. მაგრამ, მაშინ მეგონა, რომ წასვლა იყო ხსნა და რომ ამით ორივე დავმშვიდდებოდით. მოვტყუვდი, ვაღიარებ. ის სიმშვიდე, რომელიც ოჯახიდან წასვლის მერე მოვიპოვე, ისიც, რაღაც პერიოდის შემდეგ, მოჩვენებითი აღმოჩნდა.
– მაშინ ხვდებოდით ვინმეს?
– ფლირტი მქონდა. რომანტიკული შესავალი, რომელსაც, შესაძლოა, რომანიც მოჰყოლოდა, მაგრამ, არ გამომივიდა. როცა შეზღუდვები მომეხსნა და მარტო დავრჩი, მივხვდი, რომ ახალი სიყვარული და ახალი სერიოზული ურთიერთობები არაფერში მჭირდებოდა. ჩემი თაყვანისცემისა და რომანტიკის ობიექტსაც მაშინვე შეეცვალა ხასიათი: გაუჩნდა პრეტენზიები, დაიწყო ჭირვეულობა – ერთი სიტყვით, ჩვეულებრივ ქალად იქცა.
– ძალიან უცნაურ რაღაცას ამბობთ.
– შეიძლება, მაგრამ, ვამბობ იმას, რაც იყო. თავიდან მარტო ყოფნა ძალიან მომეწონა – იმ ისტერიკებისა და სკანდალების შემდეგ სიჩუმეში თავი კარგად ვიგრძენი. მახარებდა იმის შეგრძნება, რომ ანგარიში არავისთვის აღარ მქონდა ჩასაბარებელი; შემეძლო, ჩემი ნივთები მთელ ოთახში დამეყარა უწესრიგოდ; ჩამერთო ინტერნეტი და მეთვალიერებინა „ნაშების” სურათები, ზოგიერთისთვის რაღაცაც მიმეწერა და მეკაიფა სიტუაციაზე. ერთი სიტყვით, ჩემს ნებაზე მეცხოვრა. მეგონა, ეს იყო ის, რაც მართლა მინდოდა. ერთი სიტყვით, „გავაჯაზე“. ერთ საღამოს კი უცებ აღმოვაჩინე, რომ დეგრადაციის გზაზე დავდექი – აღარ მქონდა ის აღმაფრენა, რომელიც ოჯახიდან წამოსვლისას მახარებდა და საკუთარ თავში ჩაძიების საშუალებას არ მაძლევდა. მოუწესრიგებელი და ბინძური ადამიანი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ, კაცი ვერასდროს დაამყარებს სახლში ისეთ წესრიგს, როგორსაც ქალი. მარტო ესეც არ იყო იმის მიზეზი, რამაც საკუთარ შეცდომაში დამარწმუნა. ზოგადად, კაცი გაცილებით სწრაფად ემორჩილება შეჩვევას. ანუ, ჩვევაში სწრაფად გადადის ყოველდღიური გარემო – ეს კომფორტულიც არის და, ამავდროულად, დამღლელიც. კომფორტულია იმიტომ, რომ ზედმეტად თავს აღარ იღლი იმაზე ფიქრით, რომ, შეიძლება, დღემ რაიმე სიურპრიზი შემოგთავაზოს და დამღლელია იმიტომ, რომ რუტინული ცხოვრება ემოციებს კლავს. მამაკაცი ისეა მოწყობლი, მუდმივად სჭირდება მძაფრი განცდები. შესაძლოა ყველას ერთნაირი დოზით არა, მაგრამ, ადრე თუ გვიან, კაცში „მოგზაურ-მაძიებელი“ იღვიძებს და ქალს ამ დროს ყურადღების განსაკუთრებული მობილიზება სჭირდება.
– საწყალი ქალი, მუდმივად მამაკაცის გუნება-განწყობას უნდა მოერგოს...
– ვაღიარებ, რომ ქალები ცოტათი იჩაგრებიან.
– ცოტათი? იქნებ, მათაც აქვთ პერიოდები, როცა მეტი რომანტიკა, თავგადასავალი და მრავალფეროვნება სჭირდებათ?!
– ჰო, რა თქმა უნდა და, იმიტომაც არის, რომ ქალებიც იჩენენ საყვარლებს, ივიწყებენ პასუხისმგებლობას. ქმართან კი არ იწყებენ საუბარს, რომ სიტუაცია გამოასწორონ, გაურბიან მათ, გაურბიან პრობლემას. გგონიათ, იმიტომ, რომ არ ღირს ინერვიულო და მოებღაუჭო ადამიანს, რომელსაც აღარ უნდიხარ?! – არ არის ეს მართალი. უნდიხარ იმ უმადურ კაცს, უნდიხარ, უბრალოდ, ვეღარ აცნობიერებს ამას.
– იშვიათი გულახდილობაა. ანუ, მამაკაცები ბავშვებივით არიან.
– არა, არ არის იშვიათი. არც ერთი ბავშვი არ გამოტყდება დანაშაულში, მაგალითად, ტკბილეულის ქურდობაში. ეს არ უნდა გაგიკვირდეთ. მარტოობა პირველ ეტაპზე ძალიან მომწონდა. მართლა. მაგრამ, თავისუფლებით ტკბობა დიდხანს არ დამცალდა. ჯერ ერთი, ყველა ჩემი მეგობარი დაოჯახებულია და „აწყვეტა” და „თავის აშვება” აღარ გამომივიდა – არ ეცალათ ჩემთვის, რადგან, ისინი არ აპირებდნენ ჩემსავით ოჯახის მიტოვებას. იქნებ, სადმე „გაწანწალების” სურვილი ჰქონდათ, მაგრამ, ბოლოს მაინც სახლისკენ გარბოდნენ. ამიტომ, მოვიწყინე.
– ფლირტი აღარ გააგრძელეთ?
– ხომ გითხარით, ძალიან გამიცრუა იმ გოგომ მოლოდინი-მეთქი. ფლირტის კი არა, გამარჯობის თქმის სურვილი დამიკარგა. მომენატრა სახლი და ეს გრძნობა ფლირტის გაჩაღებაზე ძლიერი აღმოჩნდა.
– რაც სახლიდან წახვედით, ნუთუ არავინ გყოლიათ?
– დაიჯერებთ, რომ არა?! მაგრამ, რეალობა ეს არის. იცით, როცა აღარავინ მიშლიდა, აღარ მქონდა ამ რომანების წამოწყების მწვავე სურვილი. უკვე იმაზე დარდი მიშხამავდა გულს, რაც დავკარგე. მოკლედ, ვაის გავეყარე და ვუის შევეყარე. სინანულმა ცხოვრება გამიმწარა. ცოლთან ყოფნა მომინდა ძალიან.
– მერე, დაურეკეთ?
– ვერა, ვერ დავურეკე. მეშინია, რომ უარს მეტყვის და არ შემირიგდება. თანაც, თავმოყვარეობაც მაწვალებს.
– პატიების თხოვნა დამცირებას არ ნიშნავს.
– დიახ. თუმცა, მე თავს არც ისე დამნაშავედ ვგრძნობ. ბევრი ისეთი ფაქტორის მსხვერპლი ვარ, რომლებიც მარტო ჩემზე არ იყო დამოკიდებული. არადა, თუ ცოლი ახლა არ მიმიღებს, მეშინია, რომ მონატრებაც გამივლის და შევეგუები სიტუაციას. ეს კი მართლა არ მინდა. ოჯახი მჭირდება.

скачать dle 11.3