კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2017 (162)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)
აპრილი 2017 (220)

ბუასილი, მორიდებული უარი და ორიგინალური სადღეგრძელო

ეს ამბავი ანეკდოტად იყო თბილისში გავრცელებული და სხვადასხვანაირად ყვებოდნენ – ზოგი რას აკლებდა და ზოგი რას უმატებდა, სინამდვილეში კი...
ერთი ცნობილი კაცი ცხოვრობდა თბილისში. საკმაოდ სკანდალური პიროვნება იყო და, თან, თავისი თანამდებობიდან გამომდინარე (უფრო ამ თანამდებობის გამო იცნობდნენ), ყველა ცდილობდა, ამა თუ იმ გზით დაახლოებოდა და, შესაბამისად, გარკვეულ წრეებში სუფრა არ გაიშლებოდა, საპატიო სტუმრად არ მიეწვიათ, სადაც, ძმობასა და ერთგულებას ეფიცებოდნენ, უსასრულოდ აქებდნენ და ადიდებდნენ, ვაჟკაცობას უქებდნენ და დიდ მამულიშვილობას „აბრალებდნენ“. იყო თუ არა სინამდვილეში ასეთი, ეს სხვამ განსაჯოს, მე კი ერთ პატარა ეპიზოდს გიამბობთ. მოკლედ, შეიყარნენ ბობოლები მაშინდელ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ რესტორანში, ჩიტის რძეც რომ არ აკლდა, ისეთ სუფრასთან და, ცხადია, დაპატიჟეს ეს ჩვენი ცნობილი და სკანდალური კაცი (პირობითად, ომარი დავარქვათ). ცოდვა გამხელილი ჯობს და, უყვარდა ომარს (ან კი, ვის არ უყვარს), ასეთ სუფრებზე სტუმრობა: კარგი სმა, კარგი ჭამა, კარგი მოლხენა, ხოტბის შესხმა და ქება-დიდება ხომ – კიდევ უკეთესი  მაგრამ, უარის თქმა მოუწია და დამპატიჟებელს მიზეზიც არ დაუმალა – საშინელი ბუასილი მაქვს, ვერც ვჯდები, ვერც ვდგები და როგორ წამოვიდეო. გადაირია მასპინძელი – რომ არ მოხვიდეთ, თავს მოვიკლავ, თქვენთვის გავაწყვე იმხელა სუფრა და მოვიწვიე იმდენი ხალხიო. ბოლოს უთხრა, ერთი ნაცნობი მყავს, ბუასილის უებარ მალამოს ამზადებს, ჩემი ხელით მიგართმევთ, ოღონდ კი უარი არ მითხრათ მოსვლაზეო. იმდენი ეხვეწა და ემუდარა, დაითანხმა ბატონი ომარი. მანაც, ჩაიტარა პროცედურები მალამოთი და ოდნავ შვებამიცემული მიადგა გაშლილ სუფრას, სადაც ჟრიამულითა და შეძახილებით შეხვდნენ, ყველაზე საპატიო ადგილას დასვეს და ექსპრომტად ადღეგრძელეს. სმა გახურდა და ცოტა ხანში მოქეიფეებმაც აიშვეს ენები. შესაბამისად, შეხუმრებებიც გაუხეშდა და უწმაწურმა სიტყვებმაც იმრავლა.
თამადამ მორიგი სადღეგრძელო შესვა და ალავერდს ბატონ ომართან გადავიდა, მაგრამ, პასუხად მორიდებული უარი მიიღო – გულის ტკივილები მაწუხებს და, თუ არ მიწყენთ, ვერ დავლევო (იმას ხომ არ ეტყოდა, ბუასილი მაქვს და ჩემთვის დალევა არ შეიძლებაო). თამადა უკვე ისეთი მთვრალი იყო, „ტორმუზები“ აღარ უჭერდა და, გულზე ხელის დადებითა და მოწიწებული თავის დახრით აპატია ბატონ ომარს უარი: თუ გული გაწუხებს, ნუ დალევ, ჩემო ძმაო! თავიდან ფეხებამდე გული რომ ხარ, გულიც იმიტომ გაწუხებს, თორემ ტ...ი რომ იყო, მაშინ, გული კი არა, ტ...ი შეგაწუხებდაო. მთვრალ სტუმრებს მოეწონათ თამადის სიტყვამახვილობა და სიცილითა და ოვაციებით შესვეს გულიანი კაცის სადღეგრძელო.
მხოლოდ მასპინძელს და ბატონ ომარს არ ეცინებოდათ.

скачать dle 11.3