კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოქვის სახარების დიაგნოსტიკა დასრულებულია


 22 მაისს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის სახელობის საგამოფენო დარბაზში ჩატარდა მოქვის სახარების ალბომის, დოკუმენტური ფილმისა და უცხოელ რესტავრატორთა დასკვნის პრეზენტაცია. მოქვის სახარების გადაწერა აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონში მდებარე მოქვის მონასტერში წმიდანი მეფის, დემეტრე მეორის დროს დაიწყო და 1300 წელს დასრულდა. ეს სახარება ხელნაწერთა ცენტრში პარიზიდან ექვთიმე თაყაიშვილის მიერ დაბრუნებული საგანძურის კოლექციიდან მოხვდა.
ხელნაწერში ფურცლოვან ოქროზეა შესრულებული 162 მინიატურა, 532-მდე საზედაო ასო და მდიდრულად ორნამენტირებული ინიციალები. დროთა განმავლობაში ფურცლოვანი ოქრო და საღებავები იშლება, ცვივა და, შესაბამისად, ქრება უნიკალური მინიატურებიც. მის გადასარჩენად ხელნაწერთა ცენტრმა 2010 წელს აქტიური საქველმოქმედო კომპანია წამოიწყო.  2011 წელს კი მოქვის სახარების დიაგნოსტიკა ჩატარდა. მოქვის სახარების მნიშვნელობაზე გვესაუბრება ხელნაწერთა ცენტრის დირექტორი, პროფესორი ბუბა კუდავა:
– მოქვის სახარება არის ერთ-ერთი გამორჩეული ქართული ხელნაწერი და ის მნიშვნელოვანია რამდენიმე თვალსაზრისით: პირველია ის, რომ არის ჩვენამდე მოღწეული ადრეულ ხელნაწერთაგან ერთ-ერთი უხვად შემკული ხელნაწერი, რომლის მინიატურები შესრულების მაღალი დონითა და სიუჟეტური მრავალფეროვნებით გამოირჩევა; მეორე, ის გადაწერილია საქართველოსათვის ისტორიულად რთულ პერიოდში – 1300 წელს, მეცამეტე-მეთოთხმეტე საუკუნეთა მიჯნაზე. ამ პერიოდის ქართული მოხატული ხელნაწერები, ამ დონის და ასე უხვად შემკული, სხვა არ შემოგვრჩა. მოქვის სახარება ასახავს ქართული წიგნის მხატვრობის ძალიან საინტერესო ეტაპს. გარდა ამისა, გამოირჩევა იმით, რომ არის გადაწერილი აფხაზეთში, მოქვის ტაძარში, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ აფხაზეთი და მისი ეკლესიები იყო ქართული კულტურის, სულიერების, განათლების ცენტრები. სამწუხაროდ, რამდენადაც მნიშვნელოვანია ეს ხელნაწერი, იმდენად რთულია მისი მდგომარეობა. ამიტომ, ჩვენ დავიწყეთ გრძელვადიანი პროექტი, რომლის პირველ ეტაპზეც ჩავატარეთ დიაგნოსტიკა უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით. დიაგნოსტიკის შედეგები უკვე სახეზე გვაქვს. ამჯერად ვამზადებთ პროექტის მეორე ეტაპს, რომლის მიზანიც იქნება რამდენიმე ფურცლის კონსერვაცია. რამდენიმე წელი დასჭირდება იმას, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიდეს. სპეციალისტების დასკვნით, ხელნაწერის კონსერვაცია, მისი მდგომარეობის გაუარესების გარეშე, ჯერ კიდევ შესაძლებელია. მოქვის სახარების ექსპონირება ჯერჯერობით არ არის რეკომენდებული. მხოლოდ მაშინ, როცა საბოლოო შედეგს მივაღწევთ, იქნება შესაძლებელი ხანმოკლე პერიოდებით მისი ექსპონირება. ასეთია სპეციალისტების რჩევა. მეტსაც გეტყვით: პირველ ეტაპზე, ამ ხელნაწერის დიგიტალიზებაზეც თავის შეკავება მოგვთხოვეს. დიგიტალიზება გულისხმობს გადაღებას, ანუ, თითოეული გვერდის გადაშლას და თითოეული ფურცლის შეწუხებას, რაც გარკვეულ დაზიანებებს გამოიწვევს.
P.S. მოქვის სახარების პროექტი იუნესკოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ჩვენ კი, სწრაფი გადახდის აპარატებში, ქველმოქმედების გრაფაში შეგვიძლია, მოვძებნოთ „მოქვის სახარება” და ეროვნული საგანძურის გადარჩენის საქმეში მივიღოთ მონაწილეობა.

скачать dle 11.3