კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იფრინა ნიკა არაბიძემ ქუთაისიდან სოჭში თვითმფრინავში ფეხზე მდგარმა და იქნება თუ არა თბილისში ალუბლების პროსპექტი

შაბათი, საღამოს 11 საათი. შეხვედრის ადგილი – „რუსთავი 2” და ალუბლების ქუჩა ¹12.. 2 ივნისიდან  მაყურებელს ახალი იუმორისტული სერიალი ელოდება „ალუბლების ქუჩა ¹12”, რომლის გმირები ყველასთვის საყვარელი მსახიობები: გოგა ბარბაქაძე, თათული ედიშერაშვილი, თამუნა ნიკოლაძე, მაია დობორჯგინიძე, კახა ჯოხაძე, სლავა ნათენაძე იქნებიან. სერიალის კეთებაში ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული, მათ შორის, ერთ-ერთი სცენარისტია ნიკა არაბიძე. ასე რომ, ჩვენ ისღა დაგვრჩენია, 2 ივნისიდან, ყოველ შაბათს, საღამოს 11 საათზე, კომფორტულად მოვკალათდეთ ტელევიზორებთან და დაველოდოთ ახალ სერიალს.

ნიკა არაბიძე: სერიალზე მუშაობა ჩვენთვის ახალი თემაა და, იმედი მაქვს, კარგი გამოვა. თან, საკმაოდ ბევრი ხალხი მუშაობს და, „რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორით დაწყებული, რიგითი თანამშრომლით დამთავრებული, ვისაც კი ეს საქმე ეხება, ყველა ჩართულია. მე რიგითი სცენარისტი ვარ, სერიალის რეჟისორები კი არიან ვართე – ავთო მარგველაშვილი და ოთო ლომთაძე. დილიდან საღამომდე ამ საკითხზე მუშაობენ, მე უფრო ნაწილობრივ ვარ ჩართული, რადგან სხვა საქმითაც ვარ დაკავებული და არც ის უნდა გაფუჭდეს. რაც მთავარია, ყველაფერს დიდი პასუხისმგებლობით მივუდექით, მსახიობებიც ძალიან გვიწყობენ ხელს მუშაობაში.
– დიდი ნაწილი „შუა ქალაქის” მსახიობები არიან, რომლებიც ძალიან უყვარს ქართველ მაყურებელს.
 – მსახიობებიდან ქართველი მაყურებელი ბევრს  კარგად იცნობს  და უყვარს. თან, ესენი ძირითადად სერიალის გმირებთან ასოცირდებიან, თუმცა, ეს განსხვავებული სერიალი იქნება, თითოეულ სცენასა და მსახიობს სულ სხვანაირი დატვირთვა ექნება. ოჯახური სცენა აქაც იქნება, მაგრამ, სხვა კუთხით და უფრო საინტერესო. თავად მსახიობებიც ძალიან მონდომებულები და დაინტერესებულები არიან, მათთვისაც საინტერესოა, რადგან, საკუთარი თავის, ძალების ახალ ამპლუაში მოსინჯვა უწევთ. მართალია, ესეც „სიტ კომი” იქნება, მაგრამ, მაინც განსხვავებულია. ასევე, არიან მსახიობები, რომლებიც ხალხს ძალიან დააინტერესებს. მე მომწონს ერთი პერსონაჟი, ეს არის სიმამრი, რომელიც ძალიან საინტერესო ადამიანია. ალბათ, მისი ასაკის ბევრი მამაკაცი მასში საკუთარ თავს დაინახავს. ტიპური სიმამრია, გული, რომ არ უბერდება, ქალებისკენაც იწევს, ქეიფი, ყველაფერი უყვარს.
– სათაურიც საინტერესო აქვს – „ალუბლების ქუჩა ¹12”.
– სათაურის მოფიქრება ძალიან ძნელია, მაგრამ, მთავარია, სერიალი იყოს კარგი და მაყურებელი ყველაფერს ეჩვევა. მე მომწონს ეს სათაური, შეიძლება ¹14-ც ყოფილიყო, მაგრამ, რადგან 12-ია, იყოს 12. მერე, შეიძლება, ალუბლების პროსპექტიც გავხსნათ.
– ლატარია, „კომედი შოუ”, ახლა უკვე სერიალის სცენარისტიც ხარ – საკმაოდ დატვირთული იქნები.
– რა ვქნა, რა ვქნა, ნიჭიერი კაცის გაჩენა დაიწვა ცეცხლში! – შემიძლია მხოლოდ ეს ვთქვა.
– როდის მიხვდი, რომ ნიჭიერი ადამიანი იყავი?
– სამსახიობო ოსტატობას რაც შეეხება, ეს მეშვიდე კლასიდან დაიწყო. ჩემს პირველ როლს რა დამავიწყებს – კირილე მიმინოშვილი ვიყავი, თავისი ჯოხის ცხენით. სპექტაკლიდან დავდგით ნაწყვეტი და აქედან დაიწყო ამ სფეროში ჩემი აღმასვლა.
– ისეთი დაკავებული ხარ, ალბათ, ოჯახისთვის ძალიან მცირე დრო გრჩება. არ აპროტესტებს ამას შენი მეუღლე?
– ეს საკითხი ოჯახში საკმაოდ დიდი პრობლემაა. ბავშვთან ყველაზე ნაკლებ დროს მე ვატარებ. დღესაც ჩაწერა მაქვს და სახლში ძალიან გვიან მივალ, ერთი საათით ვნახავ და მერე დაიძინებს. ისეთ საინტერესო რაღაცეებს ამბობს, მიკვირს ხოლმე. მეუღლე მეტ-ნაკლებად შეეგუა ჩემს რეჟიმს. მეც ძალიან მინდა მათთან ერთად დიდხანს ყოფნა, ამიტომ, როცა დასვენება მაქვს, ვცდილობ, მათთან ერთად გავატარო. კვირის დღეები იმდენად გადატვირთული მაქვს, რომ მეუღლე აპროტესტებს, მაგრამ, ვეუბნები: მაშინ, წამოვალ სამსახურიდან და ერთ თვეში თვითონ მეტყვი, წადი, სადმე იმუშავეო.
– ბავშვი მამას ცნობს?
– ოჯახში ძირითადად დამსჯელი კომისიის ფუნქცია მაკისრია: რამეს რომ გააფუჭებს თვალებით ვანიშნებ ან ხმამაღლა ვეტყვი რაღაცას და მაშინვე ჩერდება. ძალიან არ უყვარს დაბანა, მაგრამ, წყალი უყვარს – ამნაირი არაფერი მინახავს, კაცო. თავზე არ უნდა დაასხა წყალი, არადა ყელამდე წყალში შეუძლია ჯდომა. სახლში რომ მივდივარ მე და ჩემს შვილს ასეთი რიტუალი გვაქვს: შემომეგეგება კარში: რა ვქნათ, მამა? გამოვიცალოთ – წამიყვანს, შუქს ამინთებს. ახლა რა ვქნათ? – ხელები დავიბანოთ. მივდივართ და ორივე ერთად ვიბანთ ხელ-პირს, შემდეგ სახეზე ჩამოისვამს ხელს – ვითომ დაიბანა.
– ალბათ, შენს ცხოვრებაში იყო ისეთი პერიოდი, როდესაც არ მუშაობდი და, გარკვეულწილად, რთული პერიოდი გქონდა.
– მინდა გითხრათ, რომ 90-იან წლებში, როდესაც სტუდენტი ვიყავი, საკმაოდ რთული პერიოდი მქონდა. იმ დროს ჩემი ძმაც სტუდენტი იყო, თუმცა, ალბათ, მაშინ ყველას უჭირდა და ჩვენც არ ვიყავით გამონაკლისი.  მერე უკვე რუსეთში დავდიოდი ზაფხულობით, სამი თვე ვმუშაობდი და შემდეგ უკან ვბრუნდებოდი და იმ ფულს ვხარჯავდი – გარკვეული პერიოდი მყოფნიდა.
– შენ მოესწარი იმ დროს, როდესაც ქართველი მამაკაცები 37 მანეთად დაფრინავდნენ მოსკოვში?
– მაგას არ მოვესწარი, მაგრამ, თვითმფრინავში ფეხზე მდგარი ვარ გადაფრენილი ქუთაისიდან სოჩაში. თან, იმ თვითმფრინავით ჩადიოდა თუ არა, არავინ რომ არ იცოდა; „კლუჩით” რომ უჭერდნენ რაღაცეებს – მაშინ ხომ სრული ანარქია იყო. ხომ გახსოვს, ტროლეიბუსში რომ ამბობდნენ: გადავიწიოთ, იქით თავისუფლებააო, ასე იყო თვითმფრინავშიც: მიიწიეთ, კაცო, იქით არის ადგილიო. ასევე ვიდექი და, თან, ზემოთ მეკიდა ხელი. აი, ასეთი ნატანჯი ვარ.
– რუსეთში რაზე მუშაობდი?
– მშენებლობაზე, რა ვიცი, კიდევ რაზე არა. სოჩაში ჩემი ბიძაშვილი და სიძე იყვნენ და მათთან ჩავდიოდი. კარგი იყო უცხო გარემოში ყოფნა, მუშაობა, მაგრამ, რაღაცეები იქაც „გიტყდებოდა”. სოჩაში ხალხი დასასვენებლად იყო ჩამოსული, მე კი ვმუშაობდი. რასაც მე სამ თვეში ვშოულობდი, ისინი ერთ დღეში ხარჯავდნენ. თუმცა, მიმაჩნია, რომ ის პერიოდი ძალიან აქტიურად გადავიტანე, თან, სტუდენტობის პერიოდში „კავეენებით” ვიყავი დაკავებული: ხან თბილისში ჩამოვდიოდი, ხან უკრაინაში ჩავდიოდი, ხან რუსეთში. ასე რომ ვთქვათ, მაინც შინაარსიანად გავატარე ეს პერიოდი.
– აშკარად იღბლიანი ფეხი გაქვს – ლატარიაში შენი მისვლა და 2 მილიონის გათამაშება ერთი იყო.
– შანსი არ არის, რამე მოვიგო, არასდროს არაფერი მომიგია, მაგრამ, არ დავეძებ ამას, არ მინდა მოგება, ცხოვრებაში ისედაც იღბლიანი ვარ: მაქვს სამსახური, რომელიც მიყვარს, ასევე, მყავს საყვარელი ოჯახი, მეგობრები, ნათესავები, ნამდვილად არ ვუჩივი ბედს. არჩევანი რომ მქონდეს ჯეკპოტსა და ამ ყველაფერს შორის, ჩემს ცხოვრებას ავირჩევდი. ბევრი ფული თუ გაქვს, სახლში სულ ჩხუბია. ხუთ წელიწადში თუ მოგკლა ჩხუბმა და ცოლმა, რად გინდა ასეთი ოჯახი?!
– თუმცა, ალბათ, როგორც ყველა ოჯახში, თქვენთანაც არის კამათი, ჩხუბი.
– მთავარია, სერიოზული ჩხუბი არ იყოს, თორემ, კამათი სულ ხდება. რად გინდა ისეთი ცოლი ან ქმარი, რომელსაც ყველაფერზე თავი აქვს დახრილი?! ჩემს ცოლს ზოგჯერ ისე დავურწმუნებივარ, რომ მის მხარეს გადავსულვარ, რადგან, ასე ჯობდა. ფინანსურ მხარესაც კარგად აგვარებს. საშინლად არ მიყვარს საყიდლებზე სიარული, ყველანაირად ვცდილიბ, შარვალი და ფეხსაცმელიც ცოლს ვაყიდინო, დანარჩენს ყველაფერს ისედაც თვითონ ყიდულობს ჩემთვის. იცის ჩემი ზომები და გაბარიტები, თან, ისეთი გემოვნება აქვს, მომწონს და ვენდობი. ამ სეზონზე, იქნებ, ფეხსაცმლისა და შარვლის პრობლემაც მოვაგვარო. არ იცი, როგორ არ მომწონს შოპინგზე სიარული. შეიძლება, შევიდე, რაც მომხვდება ხელში, ვიყიდო და გარეთ გამოვვარდე. ზოგისთვის ეს თერაპიაა, ჩემთვის კი – ტანჯვა-წამება. ყველაზე მაგრად მიჭირს, როდესაც უცხოეთში მარტო ვარ წასული და საჩუქრები უნდა ავარჩიო. ამერიკაში რომ ვიყავი, ერთი დღე მარტო ვიარე და ვერაფერი ვიყიდე, საღამოს მოვედი, ჩავიტარე თერაპია: წყალი გადავივლე, დავიძინე, დილით კი ხელახლა წავედი და რაღაცეები ვიყიდე. მართალია, რაც ჩამოვიტანე, 10-დან შვიდი არ მოერგო, მაგრამ, მაინც კმაყოფილი დარჩა. თუმცა გაუსაღებელი არ დარჩენია, დაარიგა.
– და ბოლოს, მაინც რატომ უნდა ვუყუროთ სერიალს – „ალუბლების ქუჩა ¹12”?
– მარტო მსახიობების გამო ღირს ყურება; ასევე, იქნება კარგი იუმორი, დეკორაცია, მუსიკალური გაფორმება და, რაც მთავარია, იქნება საინტერესო და კარგი სერიალი.

скачать dle 11.3