კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სტალინის დახმარების გარეშე ისრაელი პოლიტიკური რუკიდან გაქრებოდა

პირველი, ვინც დეფაქტოდ აღიარა ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა, საბჭოთა კავშირი იყო. ეს სტალინმა 1948 წლის 14 მაისს გააკეთა. ებრაულმა ანტიფაშისტურმა კომიტეტმა დაუყოვნებლივ გაუგზავნა მისალოცი დეპეშა პრეზიდენტ ხაიმ ვეიცმანს. ათასობით ებრაელი არნახული ენთუზიაზმით მიაწყდა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებას და ხელისუფლებას სთხოვდა, უფლება მიეცათ მათთვის, თავისი წვლილი შეეტანათ ახალი სახელმწიფოს მშენებლობაში. განსაკუთრებული რიგები იდგა სამხედრო კომისარიატებთან. კანცელარიები ვეღარ აუდიოდა შემოსულ განცხადებებს, სადაც პატრიოტები ისრაელში გამგზავრებას ითხოვდნენ, რათა იარაღით ხელში დაეცვათ ქვეყანა ბრიტანელი მარიონეტების იმპერიალისტური აგრესიისგან. მარიონეტებში იგულისხმებოდნენ არაბული ქვეყნები, რომლებმაც ახლადშექმნილ ებრაულ სახელმწიფოს სრულმასშტაბიანი ომი გამოუცხადეს. პატრიოტი ებრაელები სტალინს ეფიცებოდნენ, რომ იქაც სოციალიზმს ააშენებდნენ. სტალინმა ნება დართო მათ და დიდი ზრუნვა გამოიჩინა ისრაელის სახელმწიფოებრიობისადმი. გასაკვირი არ არის, რომ 1947 წელს სწორედ მან უზრუნველყო სერიოზული მხარდაჭერა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. ასე რომ, სახელმწიფოს შექმნა, კარგი ფუნდამენტი უნდა გამხდარიყო ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებისთვის.
მე-20 საუკუნის 90-იან წლებამდე ებრაულ-არაბული  კონფლიქტი მიმდინარეობდა  ზესახელმწიფოების ურთიერთდაპირისპირების  ფონზე, მათ შორის ბრძოლა რეგიონში  გავლენის მოპოვებისთვის. ერთადერთი ეპიზოდი, როდესაც, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ისე საბჭოთა კავშირი ერთ პოზიციაზე – ებრაული სახელმწიფოს გვერდით იდგნენ და მხარს უჭერდნენ, იყო არაბული სამყაროს მიერ, ისრაელის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დაწყებული ომი. ორივე ზესახელმწიფოს „ცივი ომის” გარიჟრაჟზე ისრაელი თავის მოკავშირედ წარმოედგინა. ანუ, ევროპის სახელმწიფოების საპირწონედ, რომლებიც იმ მომენტისთვის რეგიონში თავის კოლონიებს ისევ ინარჩუნებდნენ (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი). ომის დროს საბჭოთა პრესა ხოტბას ასხამდა ისრაელის დამოუკიდებლობას და ებრაელი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის, რომელიც არაბულ მარიონეტულ რეჟიმებსა და ინგლისელ იმპერიალისტებს ამხელდა. ის ყველანაირად მხარს უჭერდა ებრაულ სახალხო განმათავისუფლებელ მოძრაობას. სტალინმა ჩეხოსლოვაკიის მთავრობას დაავალა საბჭოთა და ჩეხური წარმოშობის იარაღით ახალგაზრდა სახელმწიფოს აღჭურვა, რამაც გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია, რომ პირველ ებრაულ-არაბულ ომში ისრაელს გაემარჯვებინა. სტალინი იქამდეც კი მივიდა, რომ პალესტინიდან ნახევარი მილიონი არაბის საბჭოთა კავშირში, კერძოდ, შუა აზიაში გადასახლებას აპირებდა, თუმცა შემდგომ გადაიფიქრა. ეს წინადადება, ისრაელის ომში გამარჯვების შემდეგ, გაეროში უკრაინის წარმომადგენელმა, მანუილსიმ დააყენა კიდეც. ბელადი ისრაელს უდიდეს ყურადღებას აქცევდა, ზრუნავდა მის სამოქალაქო დარგების განვითარებაზეც. ამაში ჩართული იყო სამრეწველო და ფინანსური სამსახურებიც. მაშინ ისრაელის მოსახლეობის დიდი ნაწილი, რუსეთიდან და პოლონეთიდან იყვნენ ემიგრირებული და ლოიალური განწყობა ჰქონდათ საბჭოთა კავშირის მიმართ, განსაკუთრებით სპეციალურ დასახლებებში, სადაც თემებად ცხოვრობდნენ - „კიბუცები“. მათ ყველას სტალინის სურათები ეკიდათ სახლში, როგორც ევროპის ნაციზმისგან განმათავისუფლებლის. თავის მხრივ სტალინი იმედოვნებდა, რომ ქვეყანა, რომელიც მისი დიდი მეცადინეობის შედეგად დაარსდა, მეგობრული იქნებოდა, მით უფრო იმ ომის შემდეგ, რომელშიც სტალინის დახმარების გარეშე, ისრაელი საერთოდ გაქრებოდა მსოფლიო რუკიდან. სამწუხაროდ, ბელადს „შავი უმადურებით“ გადაუხადეს – როგორც კი ებრაელების ათასწლოვანი ოცნება ახდა, სახელმწიფოებრიობას მიაღწიეს და წელში გაიმართნენ, მხოლოდ ერთი წელი დასჭირდათ იმისთვის, რომ ორიენტაცია შეეცვალათ და კურსი ამერიკისკენ აეღოთ. ისრაელის ისტებლიშმენტში საბჭოთა განწყობები შეიცვალა და ქნესეთის (ისრაელის პარლამენტი) პირველ არჩევნებში პროსაბჭოთა პარტიამ უმრავლესობა ვერ მიიღო. მოგვიანებით კი, ურთიერთობა ისე დაიძაბა, რომ თელ-ავივში, საბჭოთა საელჩოში ბომბიც აფეთქდა. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, სტალინს მაგიდაზე მუშტი დაურტყამს და უთქვამს, ამ მიწაზე მშვიდობა არასდროს იქნებაო. მისივე განკარგულებით, მისივე შექმნილ სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდა.
დაპირისპირება
ასეთი ვითარებისთვის სტალინს ყოველთვის ჰქონდა გეგმა „ბ“. ის ნებისმიერ შემთხვევაში იღებდა დივიდენდებს. თუ აღთქმულ მიწაზე მისი გავლენა დამკვიდრდებოდა, ისრაელი საუკეთესო მეგობარი და მთელ რეგიონში სოციალიზმის ლოკომოტივი იქნებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საბჭოთა კავშირი მოკავშირედ მიიღებდა მთელ არაბულ სამყაროს. ბელადს არც ის დავიწყებია, თუ როგორი ფურორი მოუწყო 200 000-იანმა მოსკოვის ებრაელობამ 1948 წელს ისრაელის პირველ ელჩს, გოლდა მეირს. მაშინ ებრაელებმა ავტონომია ვოლგისპირეთში ან ყირიმში მოითხოვეს, რის საპასუხოდაც, სტალინმა ებრაული ბირიბიჯანის ავტონომიური ოლქის მეურნეობის განვითარებისთვის, სპეციალური განკარგულება გამოსცა და იქ ებრაელი მასწავლებლებისა და ექიმების კორპუსი გააგზავნა. ასევე, იდიშზე (ებრაული დამწერლობა) ალმანახისა  და გაზეთ „ბირიბიჯან შტერნის“ გამოცემას დასთანხმდა.
1947 წლის ბოლოს, ისრაელის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე სამი თვით ადრე, ახლო და შორეული აღმოსავლეთის ინფორმაციის სამმართველოს უფროსმა, ანდრეი ოტროშჩენკომ ოპერატიული თათბირი ჩაატარა, რომელზეც სტალინის დავალების შესახებ ისაუბრა: მომავალი ებრაული სახელმწიფო საბჭოთა კავშირის უახლოესი მეგობრების ბანაკში უნდა გადასულიყო. იმისთვის, რომ ისრაელის მოსახლეობის ამერიკელ ებრაელებთან კავშირები გაენეიტრალებინათ, აუცილებელი იყო, აგენტურული მუშაობის გაძლიერება საბჭოთა ებრაელებს შორის, რომლებიც მაშინ ემიგრაციაში პალესტინაში მიდიოდნენ. აგენტების შერჩევა ალექსანდრე კოროტკოვს დაევალა, რომელიც არალეგალური დაზვერვის განყოფილებას განაგებდა. სწორედ მისი მოადგილე, ვლადიმირ ვერტიპოროხი (ფსევდონიმი – როჟკოვი) გახდა პირველი საბჭოთა რეზიდენტი ისრაელში. ის თავის მოგონებებში წერს, რომ ძალისხმევას არ იშურებდა, მაგრამ შინაგანად არ სჯეროდა, რომ მისი მისია მიზანს მიაღწევდა. გამოცდილი მზვერავის ინტუიცია გამართლდა – ისრაელის ხელმძღვანელობამ ქვეყნის პოლიტიკა შეცვალა და შეერთებულ შტატებთან დაამყარა მჭიდრო ურთიერთობა. თუმცა 1950-იან წლებში, ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით, საბჭოთა დაზვერვამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია:  რეზიდენტურამ მოახერხა თავისი აგენტის სამხედრო წარმოებაში დანერგვა. ორმაგი აგენტი 30 წლის ეპიდემიოლოგი, აბრამ კლინბერგი გახდა, რომელიც ისრაელის პრემიერ-მინისტრის, დავით ბენ გურიონის პირადი დავალებით, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის საკითხებზე მუშაობდა. შემდგომში კლინბერგი თელ-ავივის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ნესციონში ისრაელის ბიოლოგიური კვლევების ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა. ის 35 წლის განმავლობაში აწვდიდა მოსკოვს ოპერატიულ ინფორმაციებს  აბსოლუტურად ყველაფერზე, რაც იქ ხდებოდა, სამეცნიერო, სამხედრო თუ სხვა ნებისმიერ საზოგადოებრივ სფეროში. მან თავისებური რეკორდი დაამყარა მზვერავების ისტორიაში. ამდენი ხნის განმავლობაში ვერავინ მოახერხა მუშაობა ისე, რომ არ გაშიფრულიყო. ბოლოს პრეზიდენტის აპარატშიც კი მუშაობდა. ასე რომ, ისრაელის შესახებ სტალინს აბსოლუტურად სრული ინფორმაცია ჰქონდა.
საბჭოთა დაზვერვამ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო დაზვერვაში, „მოსადშიც“ (ისრაელის დაზვერვა) მოახერხა საკუთარი აგენტების მრავლად „დანერგვა”, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი, უდავოდ აღნიშვნის ღირსია. ზეევ ავნი, იგივე ვოლფ გოლდშტეინი, ნიჭიერი ეკონომისტი და კომუნისტურ იდეებში მყარად დარწმუნებული სტალინისტი იყო. მისი გადმობირება 1943 წელს შვეიცარიაში მოხდა, სადაც ის ნაცისტებს ემალებოდა, მასზე შვეიცარიაში მომუშავე საბჭოთა სამხედრო დაზვერვის თანამშრომლები გავიდნენ. 1948 წელს ვოლფ გოლდშტეინი ისრაელში გადასახლდა და ზეევ ავნი გახდა, რომელმაც თავისი შრომითი საქმიანობა ისრაელის ერთ-ერთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში (კიბუცში) დაიწყო, შემდეგ კი ისიც მოახერხა, რომ სამუშაოდ საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიღეს. სულ მცირე ხანში, ის ბრიუსელში ვაჭრობის ატაშე გახდა, დეტალურად აგზავნიდა ინფორმაციებს საბჭოთა კავშირში. აქ მან კიდევ ერთი თანამდებობა მიიღო – საელჩოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გახდა და მხოლოდ მას ჰქონდა დაშვება სეიფთან, სადაც საიდუმლო დოკუმენტები ინახებოდა. ოთხი წლის შემდეგ, როცა დააპატიმრეს, მან აღიარა, რომ თელ-ავივიდან საელჩოში გადმოგზავნილი აბსოლუტურად ყველა საიდუმლო ინფორმაცია მოსკოვს გადასცა. მანამდე კი კვლავ დააწინაურეს და ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელგრადში გადაიყვანა ატაშედ, თუმცა საბერძნეთსა და დასავლეთ გერმანიაში ისრაელის დაზვერვის უფროსად დანიშნა. მას მუდმივად აკონტროლებდა საბჭოთა დაზვერვა და მეტსახელიც შეარქვეს – „ჩეხი“. მოსადის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ოპერაცია, რომელშიც ჩეხმა ყველაზე აქტიური მონაწილეობა მიიღო, ეგვიპტეში ჩატარდა. ეგვიპტის ხელისუფლებამ ჯერ არაოფიციალური თავშესაფარი მისცა ჰიტლერული ვერმახტის ყოფილ ოფიცრებს, შემდეგ კი იმდენად გათავხედდა, რომ გერმანიის არმიის და „ესესის“ ვეტერანებს სამხედრო მრჩევლებად და პოლიციის თანამშრომლებადაც იყენებდა. სტალინმა ბოლო მოუღო ამ ფაშისტური კოლონიის წარმონაქმნს, აბსოლუტურად ყველა გაშიფრეს და დააპატიმრეს.
P.S. მრავალი წელი გავიდა სტალინის სიკვდილის შემდეგ, ამის მიუხედავად ისრაელში ის დღესაც ყველაზე ცნობილ ლიდერად ითვლება – მარქსი, ენგელსი, ლენინი და სხვა მოღვაწეები, მოსახლეობას მხოლოდ მოაზროვნეებად და მწერლებად ჰყავს წარმოდგენილი; მალენკოვს, ხრუშჩოვს, ანდროპოვს, ჩერნენკოს... უბრალო ებრაული მოსახლეობა საერთოდ არ იცნობს, ხოლო მცირეოდენი წარმოდგენა აქვთ ბრეჟნევსა და გორბაჩოვზე, ცხადია სტალინის ფონზე. ყველაფრის მიუხედავად, აქაც ვერავინ გაექცა ბელადის წინასწარმეტყველებას – კომუნისტური სისტემის კრახის შემდეგაც კი, როცა მსოფლიო ფანტასტიკურად შეიცვალა, წმინდა მიწაზე მშვიდობა არ მყარდება და ახლო აღმოსავლეთი დღესაც ცხელი წერტილი და მუდმივი დაძაბულობის კერაა.

скачать dle 11.3