კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის და რაში უხდიდა რუსეთის იმპერატორი პეტრე პირველი მეგობრის, ალექსანდრე ბატონიშვილის წონა ოქროს

 რუსეთში, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზით, უამრავი ნიჭიერი ქართველი წასულა და თავიანთი გენი, ტალანტი, შრომისმოყვარეობა ამ ქვეყნისთვის დაუხარჯავთ, რასაც, სამწუხაროდ, შემდეგ ისევ და ისევ ჩვენ წინააღმდეგ იყენებდნენ. ერთ-ერთი ასეთი ქართველი იყო ალექსანდრე არჩილის ძე, რომელიც დიდი რუსეთის პირველი გენერალ-ფელდციჰმაისტერი გახლდათ.

ლევან გურიელიძე: ალექსანდრე ბაგრატიონი, იმერეთისა და კახეთის მეფის, არჩილ მეორის ძე, ცარისტული რუსეთის არმიის არტილერიის ფუძემდებელი იყო. სულ რაღაც 10 წლის ასაკში, 1684 წლიდან, მოსკოვის სამეფო კარზე გადავიდა და იქ იზრდებოდა მომავალ იმპერატორთან, პეტრე პირველთან ერთად, რომელიც მას დედის მხრიდან ბიძაშვილად ერგებოდა. ალექსანდრე პეტრეს ყველანაირი ბავშვური თამაშობის უცვლელი მონაწილე და მხარის მიმცემი იყო. ასაკით თითქმის ტოლები იყვნენ; ბუნებითაც, საოცარი ცნობისმოყვარეობით, ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს და მალე განუყრელ მეგობრებად იქცნენ. ისინი ერთად ესწრებოდნენ სამეფო კარზე გამართულ დიპლომატიურ შეხვედრებს, მონაწილეობდნენ სადღესასწაულო ნადიმებსა და სამხედრო თამაშობებში. ამიტომაც, პეტრესთან ერთად, ალექსანდრემაც დაიმსახურა ცარევნა სოფიასაგან მეტსახელი „შფოთისთავი”. 1697 წელს ალექსანდრე პეტრესთან ერთად ევროპაში წავიდა სამოგზაუროდ, კერძოდ, კენინგსბერგსა და ჰააგაში. ამ მოგზაურობის დროს მან განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინა სამხედრო საქმისადმი, დაინტერესდა არტილერიით. იგი პეტრესთან ერთად გადიოდა თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს. ნავსაშენში რუსეთის მეფე და ქართველი ბატონიშვილი (პრინცი, როგორც მას რუსეთში უწოდებდნენ), არც ჩაცმულობით და არც საქმიანობით ადგილობრივი მუშებისგან არ გამოირჩეოდნენ.
– მუშის ტანსაცმლით დადიოდნენ?
– დიახ და ძალიან ბევრს მუშაობდნენ. პეტრე პირველი აღფრთოვანებული იყო იმით, რომ ბატონიშვილმა პატარა კატარღის მართვა მოკლე დროში შეისწავლა, გაიცნო და გადმოიღო საფლოტო ტერმინები და რაც მთავარია დაიწყო ამ საქმისთვის საჭირო წიგნების ქართულ ენაზე თარგმნა.
– როგორც ჩანს, ის მაინც ქართველობდა.
– დიახ. ალექსანდრე, სადაც არ უნდა ყოფილიყო თავის ქართულ წარმომავლობას ყოველთვის უსვამდა ხაზს. მეცადინეობისა და მძიმე ფიზიკური შრომისგან თავისუფალ საათებში უფლისწული ქართულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი დადიოდა, რომელსაც, როგორც ჰოლანდიელები აღნიშნავდნენ, „აღმოსავლური ბრწყინვალებით” ატარებდა. ის ორი წელიწადი სწავლობდა საარტილერიო საქმეს, 1700 წლის 19 მაისს კი პეტრე პირველმა მას გენერალ-ფელდციჰმაისტერის წოდება მიანიჭა და რუსეთის არტილერიის უფროსად დანიშნა. ის იყო ამ თანამდებობაზე დანიშნული პირველი ადამიანი რუსეთის ისტორიაში. პეტრე პირველის ბრძანებაში ნათქვამი იყო: „რაც კი საქვემეხო პრიკაზში გასაკეთებელი იყოს, ყველა საქმიანობა განაგოს არტილერიის გენერალმა, ბატონიშვილმა ალექსანდრე არჩილის ძემ.”
– ეს მაღალი თანამდებობა იყო?
– ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თანამდებობა მეფის კარზე. ალექსანდრე ბატონიშვილი რუსეთის არტილერიის რეორგანიზაციას შეუდგა და სწორედ ის ხელმძღვანელობდა რუსეთის არტილერიას შვედეთის წინააღმდეგ ომში. მისი უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ დამზადდა ექვსი ათასი ყუმბარა. 1700 წლის 19 ნოემბერს ნარვის ბრძოლაში შვედებმა ქართველი ბატონიშვილი ტყვედ აიყვანეს. მან ტყვეობის საკმაოდ მძიმე პერიოდი გამოიარა. აგვისტომდე ძალიან მკაცრ პირობებში ჰყავდათ. მისი მდგომარეობა არც სტოკჰოლმში გადაყვანის შემდეგ გაუმჯობესებულა. კარლოს მეთორმეტე რუსი ტყვეებისა და პეტრეს დასამცირებლად ძალ-ღონეს არ იშურებდა. ომში გამარჯვების აღსანიშნავად მან სტოკჰოლმში ტრიუმფალური მსვლელობა მოაწყო. ტყვეთა მწკრივის თავში, პოლონელი ელჩის, გენერალ-მაიორ დანგეს გვერდით, ალექსანდრე ბატონიშვილი მიაბიჯებდა. კარლოს მეთორმეტის საქციელით აღშფოთებულმა პეტრე პირველმა გამოაყვანინა ტყვე შვედები და შვედეთის ელჩის მეთაურობით მოსკოვის ქუჩები შემოარბენინა.
– მოხერხდა ტყვეობიდან ალექსანდრეს გათავისუფლება?
– სტოკჰოლმში ალექსანდრე სტრინდალის სახლში დააბინავეს, მასთან ერთად იყო მისი რვა ქართველი თანმხლებიც. ტყვეობაში მყოფ მეგობარს პეტრე პირველმა წოდება და ნახევარი ხელფასი შეუნარჩუნა. პეტრე მის დაბრუნებას დაჟინებით ითხოვდა და, მზად იყო, მისი წონა ოქრო გადაეცა შვედებისთვის, მაგრამ, ისინი არ დათანხმდნენ. ქართველი პრინცი ათი წლის განმავლობაში ცხოვრობდა სტოკჰოლმში. მხოლოდ ათი წლის შემდეგ, როდესაც რუსებმა ორი ფელდმარშალი შეიპყრეს, შვედებმა ბაგრატიონის გაცვლა გადაწყვიტეს, მაგრამ გააფრთხილეს, რომ რუსები მას მოკლავდნენ, რადგან გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა პეტრე პირველს. 1711 წელს, ტყვეობიდან გათავისუფლებული უფლისწული, დაავადებული, გზაში გარდაიცვალა. ის მოსკოვში, დონის მონასტერში დაკრძალეს. მისი მთარგმნელობითი საქმიანობიდან კიდევ ერთი საინტერესო ნამუშევარი დაგვრჩა – ალექსანდრემ რუსულიდან ქართულად თარგმნა „სადიდებელნი გალობანი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესნი.” სტოკჰოლმში, ძველ ქალაქში, მეფის სასახლის ახლოს, ერთ-ერთ სახლზე ქართული წარწერაა: „ამ სახლში ცხოვრობდა ქართველი პრინცი ალექსანდრე ბაგრატიონი”.
– ვინ იყო მისი მეუღლე?
– ალექსანდრე ორჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი ცოლი, ფედოსია ივანეს ასული მილოსლავსკაია, 1695 წელს გარდაიცვალა. მისი მზითევიდან ალექსანდრეს მოსკოვთან ახლოს მდებარე დაბა ვსესვიატსკოე დარჩა (ამჟამად მოსკოვის რაიონი, „სოკოლი”), მეორე ცოლი კი იყო გლიკერია დავიდოვა (დავითიშვილი-ბაგრატიონი), რომლისგანაც შვილი – სოფია შეეძინა. მომავალში ის თავად იგორ დადიანოვის ცოლი გახდა.
– ალექსანდრეს გარდაცვალება პეტრესთვის დიდი დარტყმა იქნებოდა.
– რასაკვირველია. მისი გარდაცვალების შემდეგ პეტრე პირველი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა მამიდის ოჯახს, რასაც თავისი მამიდაშვილისადმი, დარეჯან არჩილის ასულისადმი პატივისცემით გამოხატავდა. შემთხვევითი არ იყო, რომ 1722 წლის 30 იანვარს, შვედებზე დიდი ხნის ნანატრი გამარჯვების შემდეგ, მთელი თავისი ოჯახითა და ახლო თანამებრძოლებით, პეტრე პირველი მოსალხენად და ამ ამბის აღსანიშნავად მოსკოვიდან დარეჯანის საცხოვრებელ ვსეხსვიატსკოეში გაემგზავრა. დარეჯანმა მეფესა და მის მხლებლებს საზეიმო სუფრა გაუშალა. ძმის გარდაცვალებით დამწუხრებული დარეჯანი საზეიმო მეჯლისში უშუალო მონაწილეობას არ იღებდა. პეტრემ დატოვა ამალა და მთელი ღამე დარეჯანთან საქმიან საუბარში გაატარა. შვედების გამარჯვების ზეიმი პეტრემ ვსეხსვიატსკოეს არჩილის სასახლეში დაიწყო და გამარჯვების სახელზე აწეული სასმისით რუსეთის არტილერიის პირველი ფელდციჰმაისტერის შესანდობარი შესვა.

скачать dle 11.3