კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იპოვა 23 წლის თბილისელმა გოგონამ თავისი პირველი სიყვარული და რაში არ გაუმართლა მას

23 წლის სოფიო გეგეჭკორი (ფსევდონიმია) ეძებდა: დაახლოებით 24-26 წლის ალეკო გურაბანიძეს.
ისტორია: ვეძებ დაახლოებით 24-26 წლის ალეკო გურაბანიძეს. ალეკო 2 წლის წინ გავიცანი, როდესაც სახლში რემონტს ვაკეთებდით. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ვინმეს შეყვარებას შევძლებდი, მაგრამ ეს მაინც მოხდა. ჩემმა მშობლებმა დღემდე არაფერი იციან ამის შესახებ და იძულებული ვარ, ალეკო დამოუკიდებლად მოვძებნო. თქვენი რუბრიკის დიდი იმედი მაქვს, რადგან თვითონაც ხშირად ვკითხულობ, როგორ ეძებენ და პოულობენ ერთმანეთს თქვენი რუბრიკის საშუალებით. მჯერა, რომ ალეკოს ახლო მომავალში ვიპოვი. სამწუხაროდ, მის შესახებ ძალიან ცოტა ინფორმაცია მაქვს. მაგრამ, მისი პოვნის იმედს მაინც არ ვკარგავ.
ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია დაიბეჭდა ჟურნალ „თბილისელების“ ¹17-ში. დაკარგული ალეკო ნაპოვნია. ჩვენი დღევანდელი რუბრიკის სტუმარი კი კვლავ სოფიოა. ის თავად მოგიყვებათ თავის ისტორიას. ჩემი რესპონდენტის თხოვნით, მის ვინაობას კვლავ არ ვამჟღავნებთ, ისევე, როგორც არ ქვეყნდება მისი ფოტო.
– ალბათ, დამეთანხმები, რომ შენი ისტორია მართლაც ძალიან რომანტიკული და დაუჯერებელი ჩანდა. ახლა რას ფიქრობ ამ ყველაფერზე, ალეკოს პოვნამ ხომ არ შეცვალა შენი შეხედულება სიყვარულზე?
– ალეკოს მე 2010 წლის შემდეგ ვეძებდი, ის ჩემთვის პირველი სიყვარული იყო. ჩემი ისტორია მართლაც დაუჯერებლად შეიძლება მოეჩვენოს ვინმეს, მაგრამ, ყველაფერი, რაც მე მაშინ გიამბეთ, სიმართლეა. ალეკო ჩვენთან, სახლში რემონტის დროს გავიცანი. ის ერთ-ერთი ხელოსანი იყო. ჩემი ოჯახის წევრებს ეს რომ გაეგოთ, გადაირეოდნენ. არც ახლა მინდა, რომ გაიგონ. ასე მეგონა, რომ ალეკოც სიმპათიით იყო ჩემ მიმართ განწყობილი. ჩვენ ერთმანეთს რამდენიმეჯერ შევხვდით კიდეც. შეიძლება, ყველაფერი სხვაგვარად წარმართულიყო, ეს ორი წელი რომ არ დაგვეკარგა, მაგრამ, რაც მოხდა, ალბათ მოსახდენი იყო. საბედნიეროდ, ალეკომ წაიკითხა ჩემი სტატია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ნამდვილი სახელი და გვარი არ ეწერა, ის ფსევდონიმითაც მიხვდა, ვინ ვიყავი და დაგიკავშირდათ. აღმოჩნდა, რომ მას ჰყავს ოჯახი და ერთი წლის პატარა გოგონა. ვერ ვიტყვი, რომ მე ეს ამბავი  არ გამიხარდა, მაგრამ გაოგნებული დავრჩი. მე მას ვეძებდი, როგორც ჩემს პირველ სიყვარულს და ვიპოვე უკვე დაოჯახებული. როგორც ჩანს, პირველი სიყვარული არ ამართლებს და ხშირ შემთხვევაში, ცდება ერთი მხარე, რაზედაც მეორე მხარე პასუხს აგებს. დღესდღეობით, მე აღარ მჯერა პირველი სიყვარულის, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ ეს ორი წელი დავკარგე. მიყვარდა და ვეძებდი! მთავარია, რომ სიმართლე გავიგე და ახლა უკვე მე თვითონ შევიცვლი ცხოვრებას.
– რა გითხრა ალეკომ, რა იყო მისი მხრიდან შენი დავიწყების მიზეზი?
– ალეკოს მისი პოვნის შემდეგ ერთხელ შევხვდი და ჩვენ ყველაფერზე ვისაუბრეთ. აღმოჩნდა, რომ მე მას მართლა მოვწონდი და სერიოზულადაც ფიქრობდა ჩემზე, მაგრამ შემდგეგ მიხვდა, რომ მამაჩემი ჩვენს სიყვარულს შეეწინააღმდეგებოდა და ამით მე გარკვეული პრობლემები შემექმნებოდა. მისი თქმით, არ უნდოდა, რომ მე პრობლემები მქონოდა. ამიტომ, ჩემი ცხოვრებიდან წასვლა ამჯობინა. ჩვენი დაშორებიდან დაახლოებით 6 თვეში კი მან თავისი მომავალი მეუღლე გაიცნო (რომელიც ფიზიკურად ძალიან მგავს, ფოტოზე ვნახე). მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და იქორწინეს.
– ალეკოს მეუღლემ თუ იცის შენს შესახებ?
– ალეკო ისეთი პიროვნებაა, რომ ის არაფერს დაუმალავდა მეუღლეს. გაცნობის პირველივე დღეს ალეკოს მოუყოლია თავისი ისტორია და მისმა მეუღლემ ყველაფერი იცის. მე დაუსწრებლად ვცემ პატივს იმ გოგოს. მისი რა ბრალია, რომ მე და ალეკოს ურთიერთობა ვერ აგვეწყო?! იმედია, ისინი დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებენ.
– მაინც, რას ფიქრობ, შეძლებ ამის პატიებას? ასეა თუ ისე, გამოდის, რომ შენ დაგივიწყეს.
– მე დიდი ხანია, ვაპატიე ალეკოს ყველაფერი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დღესდღეობით სიმართლე ვიცი და ჩემდაუნებურად, ღირებულებათა გადაფასება მომიწევს.
– აპირებ თუ არა, კიდევ შეხვდე ალეკოს?
– ნამდვილად აღარ ვაპირებ, რადგან მას უკვე ოჯახი აქვს და მე კი მისი მეგობარი ვერანაირად ვერ გავხდები. ეს ერთი შეხვედრაც საკმარისი იყო ჩემთვის, რომ ყველაფერში გავრკვეულიყავი. მე მას წრფელი გულით სიყვარულს და ბედნიერებას ვუსურვებ.
– რას უსურვებდი იმ გოგონებს, რომლებიც პირველ სიყვარულზე ფიქრით ახალ ცხოვრებას ვერ იწყებენ.
– რთულია, გაურკვეველ სიტუაციაში ყოფნა, თორემ, როდესაც უკვე ყველაფერი გარკვეულია და ხვდები, რომ ის ადამიანი შენი მეორე ნახევარი ვერ გახდება, მანდ უკვე უნდა შეწყვიტო ყოველგვარი ფიქრი. უსაფუძვლო ფიქრი, მხოლოდ ავნებს მათ და ყველამ უნდა ეცადოს ცხოვრების ახლიდან დაწყება. თუკი პირველ სიყვარულში არ გაუმართლა ვინმეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დანარჩენი ცხოვრება ფუჭია. შეიძლება, პირიქითაც მოხდეს და უკეთესი ვინმე გაიცნონ. მაგალითად, მე ამის დიდი იმედი მაქვს.
თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

скачать dle 11.3