კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: გაზაფხულის დადგომისთანავე დამეწყო ავიტამინოზი, რაც ჩემი სახის კანზეც აისახა. ექიმის დანიშნულებით ვსვამ პოლივიტამინებს, მაგრამ, მაინტერესებს, არსებობს თუ არა რაიმე ხალხური მეთოდი ამ პრობლემის მოსაგვარებლად? აქერცლილი სახის კანი საშინელ დისკომფორტს მიქმნის.
პასუხი: თუ არ გაწუხებთ თრომბოზი ან ვენების გაგანიერება, ავიტამინოზის მკურნალობის საუკეთესო საშუალებაა ჭინჭარი, რადგან ის არის ვიტამინებისა და მინერალების ბუნებრივი წყარო: 4 სადილის კოვზ გამხმარ ჭინჭარს (ნედლიც შეიძლება) დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი. ჭურჭელს მჭიდროდ გადააფარეთ ტილოს ნაჭერი და გააჩერეთ 2 საათის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ დოლბანდში და მიიღეთ ჩაის ჭიქის ერთი მესამედი ნაყენი დღეში 5-ჯერ, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე, დოლბანდში დარჩენილი ფოთლებით კი გაიკეთეთ ნიღაბი.
კითხვა: გამიგია, რომ ბროკოლი ძალიან სასარგებლო მცენარეა. მაინტერესებს, შეიძლება თუ არა მისი გამოყენება კოსმეტოლოგიაში და, კერძოდ, როგორ (სახლის პირობებს ვგულისხმობ)?
პასუხი: ბროკოლი იმდენ და ისეთ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას და ანელებს დაბერების პროცესს.
დაშალეთ ბროკოლი ეგრეთ წოდებულ „კვირტებად”, 8-10 ცალს დაასხით 3 ჩაის ჭიქა წყალი და მოხარშეთ თავდახურულ ჭურჭელში. რომ გაცივდება, გადაწურეთ, დაუმატეთ 1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი, ჩაასხით ფორმებში და შედგით საყინულეში; ბროკოლი მოხარშეთ და კარგად ჩასრისეთ ჯამში, შეაზილეთ 1 ჩაის კოვზი ჰერკულესი, 1 ჩაის კოვზი დაფქული წიწიბურა და 1 კვერცხის გული. მიღებული მასა წაისვით სახეზე, 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით (კარგია, თუ დოლბანდის ტამპონის პილინგს გაიკეთებთ), შეიმშრალეთ და ბოლოს ბროკოლის ნახარშის ყინულის კუბიკით დაიმასაჟეთ სახე, ყელი და დეკოლტე და არ ჩამოიბანოთ, აცადეთ შეგაშრეთ. ამის შემდეგ წაისვით მკვებავი.

скачать dle 11.3