კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ „ამოსვა” მარგალიტის ჩარჩოებიდან აკა ნანიტაშვილმა ქალები

აკა ნანიტაშვილი იმ დიზაინერთა რიცხვშია, მოდის კვირეულებმა რომ აღმომაჩენინა და ყოველ სეზონზე მის ნაბიჯებს საკმაოდ დიდი ინტერესით ვაკვირდები. თბილისის მოდის კვირეულზე მან შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ნაცვლად, გაზაფხული-ზაფხულის სამოსი შემოგვთავაზა, რაც თბილისური მოდის მიმდევრებისთვის გემრიელ ლუკმად იქცა. ფერადი, ქალური საყელოებითა და გიპიურით გაფორმებული სამოსი საზაფხულო განწყობაზე ჟურნალის ფურცლებიდანაც კი დაგაყენებთ. მკერდზე დაპრინტული ბუნების პეიზაჟები დაგავიწყებთ მეგაპოლისურ ჩახუთულობასა და არანორმალურ სიცხეს.
აკა ნანიტაშვილი: მეც მათ შორის ვარ, ვინც ამ მოდის კვირეულზე გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია აჩვენა, რაზეც ბოლო დროს ბევრს საუბრობენ. იმის გამო, რომ კვირეულს ბაერები რეალურად არ ესწრებიან, იძულებული ვართ, ჩვენებები ჩვენი მომხმარებლისთვის ვაჩვენოთ. დიზაინერებს სულ გვადანაშაულებენ ამის გამო, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. ხომ უნდა ვიმუშაოთ?!
– თემა გქონდა წლის სეზონები?
– „შთაგონება ბუნებისგან” – ეს იყო თემა და აქედან გამომდინარეობდა სამოსიც. ისევ მქონდა გამოყენებული პრინტები, პეიზაჟები. თუ აქამდე პრინტები კვადრატულად მქონდა განთავსებული ბლუზებზე და მარგალიტის მძივის ჩარჩოებში იყო ჩასმული, ახლა მარგალიტები მოვხსენი და პეიზაჟიც სიგანეში უფრო გავშალე. ამ სეზონს შევამატე ფერები – ისევ პასტელური გამა, მაგრამ მაინც უფრო მკვეთრი. ბეჟ ტონალობებს დაემატა წითელი, მწვანე და სხვა. გიპიურიც ახალი არ არის ჩემთან, ადრეც ვიყენებდი, მაგრამ წელს უფრო დიდი დოზით არის კოლექციაში.
– ფერების შემოსვლა ზოგადმა ტენდენციებმა გამოიწვია?
– რა თქმა უნდა, ტენდენციებსაც ვითვალისწინებ, მაგრამ განწყობას უფრო მეტად ქსოვილები მიქმნის. სტამბულში მივდივარ ხოლმე ქსოვილების შესაძენად და ფაქტობრივად, ეს არის კოლექციის საწყისი ეტაპი. ისეთი სიჭრელე და ფერადოვნება დამხვდა, რომ ამის არიდება შეუძლებელი იყო. რაც შეეხება ფეხსაცმელს, ფორმას არ ვღალატობ, ფერებს ვცვლი ხოლმე. მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ სამოსში ამდენი ფერი იყო, გადავწყვიტე, ჩალის ძირებზე მხოლოდ ჩალისფერი გამომეყენებინა. ჩემთვის, ასევე, ახალია თხელი აბრეშუმის ქსოვილები – ზოგი ყვავილში, ზოგიც ზოლში, ასევე პირველად გამოვიყენე. ძალიან მომწონს ექსპერიმენტები – ბევრი ფერის და სამოსის ერთმანეთზე ჩაცმა. წინა კოლექციაში იყო ეგრეთ წოდებული ლუქები, სადაც რამდენიმე ტიპის სამოსი მქონდა ერთმანეთზე გამოყენებული – შარვალი, პერანგი, პერანგზე თხელი სვიტერი, პლუს აქსესუარები. ვისაც ეს ყველაფერი ერთად ანსამბლში მოსწონს, უჭირს ყველაფრის ერთად შეძენა, ცალ-ცალკე კი ისეთი ეფექტური არ არის. ამიტომ, გადავწყვიტე, ერთ, ინდივიდუალურ კოსტიუმში, კაბაში ყველაფერი ერთად ყოფილიყო – რამდენიმე ფერიც, საყელოც, ქამარიც და სხვა. ასე უფრო ადვილია აღქმა და თან, ტვინის ჭყლეტა არ მოუწევთ ფერების შეხამებაზე. ამისთვის ვართ, რომ სწორად შევურჩიოთ ადამიანებს ფერები და ფორმები. კაბებიც რეზინზეა და ზომებზეც არ იქნება პრობლემა.
– როგორი ჩაცმული გოგონები გინდა გხვდებოდეს ქუჩაში?
– მინდა, ყველა იყოს ინდივიდუალური, სხვების მიხედვით არ იცვამდნენ. უფრო თამამები იყვნენ ფერების გამოყენებაში, არ შეიზღუდონ და ჩარჩოებში არ ჩასხდნენ.

скачать dle 11.3