კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მიღალატა?


მამაკაცის ღალატი გაცილებით ხშირად გვხვდება... ან, შეიძლება, ქალები ნიღბავენ თავიანთ ღალატს კარგად – ერთგულების გარსში ფუთავენ ორპირობასა და ორსახოვნებას. ზოგიერთი ფსიქოთერაპევტის აზრით, ქალები ნამდვილად არ ჩამორჩებიან კაცებს ღალატში.
ნუთუ მართლაც ყბადაღებული პოლიგამიურობა უბიძგებს კაცებს ღალატისკენ?! სამწუხაროდ, რეალობა ასეთია: ყველაზე წარმატებული, ჭკვიანი და ინტელექტუალური მამაკაციც კი, ძალიან შორს არ წასულა პირველყოფილი მამრისგან, იმ მამრისგან, რომლის მთავარი დანიშნულება და მოწოდება, რაც შეიძლება ბევრი მდედრის განაყოფიერება იყო. თითქოს ბუნება უბიძგებს მათ, გადაარჩინონ ადამიანთა მოდგმა. იქნებ, ეს სისულელედ მიგაჩნიათ და ფიქრობთ, რომ ყველაფრის თავი და თავი დაუსჯელობის სინდრომია, რომლითაც კარგად სარგებლობენ მამაკაცები! შეიძლება, ასეც არის, თუმცა, ბუნების შესაძლებლობებსაც ნუ გამორიცხავთ.
სხვათა შორის, მოღალატე კაცების 80 პროცენტი, იმ მომენტშიც კი, როცა მათი ღალატის შესახებ მეუღლე ბოლომდე არ არის ინფორმირებული, ამტკიცებს, რომ უყვარს ცოლი. პარადოქსია და შავი იუმორი, ხომ მართალია? ზოგიც წუწუნებს – ჩემი ცოლი კარგი დედა და დიასახლისია, მაგრამ, ჩემი სექსუალური ფანტაზიებისგან შორსაა... ერთი სიტყვით, როცა კაცს ღალატი უნდა, მიზეზსაც იპოვის, მთავარია, ცოლი როგორ გაიგებს მის ღალატს და როგორ უპასუხებს შეკითხვაზე: – „რატომ მიღალატა“? თუ თემა გაღრმავდება და ტრაგიზმს შეიძენს, ოჯახსა და ურთიერთობას დიდი დრო აღარ უწერია... ამიტომ, დაფიქრდით!

ნუ იქნები გადამრჩენი!
ზომიერება საუკეთესო ვარიანტია ყველაფერში. როცა ოქროს შუალედს იპოვით, ჩათვალეთ, რომ თქვენი ცხოვრება ნორმალურ კალაპოტში ჩადგება. მაგალითად, ზოგჯერ ძალიან გვინდა, ჩვენი სიყვარული და დამოკიდებულება პარტნიორისადმი მაქსიმალურად გამოვხატოთ მასზე ზრუნვით. არაფერი ცუდი ან უჩვეულო ამაში არ არის, პირიქით, როგორ შეიძლება ადამიანი გიყვარდეს და მასზე ზრუნვის სურვილი არ გაგიჩნდეს?! მაგრამ... დიახ – „მაგრამ“... ეს სურვილი არ უნდა იქცეს იდეაფიქსად. თქვენმა ალტრუიზმმა თქვენს საყვარელ ადამიანებს ცხოვრება არ უნდა გაურთულოს. მიხვდით, რაზეა საუბარი?! ნუ იქნებით გადამრჩენის როლში, ნუ დაიქვეითებთ თვითშეფასების კრიტერიუმს და ნუ გადაიქცევით მსხვერპლად, თქვენგან ამას არავინ ითხოვს. კეთილი საქმეები როგორ არ უნდა აკეთოთ, მაგრამ, საკუთარი თავის სიყვარული და პატივისცემა არ უნდა შეეწიროს თქვენს ზღვარსგადასულ სიკეთეს, რომელიც ზოგჯერ შემაწუხებელი და დამთრგუნველია.
არცთუ იშვიათად, „გადამრჩენი“ ისეთ მდგომარეობაში აყენებს გადასარჩენებს, რომ მისი კეთილი სურვილებისგან აღარაფერი რჩება.
იფიქრეთ იმაზე, რომ გაუცნობიერებლად, მეტისმეტი ზრუნვისა და მეტისმეტი სიყვარულის შედეგად, პროვოცირებას ვუწევთ სერიოზულ კონფლიქტებსა და პრობლემებს.
თუ, მაინცდამაინც, გინდათ, ვიღაცაზე იზრუნოთ, ეს „ვიღაც“ თქვენ თვითონ იყავით. რატომ არ გინდათ, გაინებივროთ თავი და დაეხმაროთ მას?! დიახ, დაეხმაროთ... იმიტომ რომ, „გადამრჩენის“ ტვირთი უმძიმესია და, რად გინდათ, ის თქვენი სუსტი მხრებით ატაროთ?!

ღალატი ციფრებში...
ღალატი ციფრებშიც გამოიხატება. არ გჯერათ? ფიქრობთ, რომ საქმე ადამიანის ბუნებასა და ხასიათშია?! რა თქმა უნდა, არც უამისობაა, მაგრამ, რაღაც სტატისტიკაც ხომ არსებობს? 
დაკვირვების შედეგები:
მაგალითად, 50-60 წლის მამაკაცების უმრავლესობა (იშვიათად – ქალებიც) იწყებს ფიქრს იმაზე, რომ მათი ცხოვრების მესამედი უკვე გავიდა. მართალია, ჰქონდათ რომანები ოჯახის გარეთ, მაგრამ, ამან ბედნიერება არ მოუტანა. სხვათა შორის, სინდისი მოღალატე მამაკაცებსაც აწუხებთ (განსაკუთრებით იმათ, ვისაც ცოლებმა თავის დროზე აპატიეს დანაშაული) და ერთგულად ატარებენ მეუღლის მძიმე უღელს.
მამაკაცებისთვის ყველაზე კრიტიკული ასაკია 35-40 წელი, პლუს-მინუს ორი წელი სათვალავში ჩასაგდები არ არის. მოკლედ, ცოლებმა უნდა იცოდნენ, რომ მძიმე დღეები ელით. ყველას არ ეხება, რა თქმა უნდა, მაგრამ, ქმრების უმრავლესობა, განსაკუთრებით ამ პერიოდში ეძებს „რელაქსაციას“, რაც, სამწუხაროდ, სკანდალების გარეშე არ ჩაივლის ხოლმე და, არცთუ იშვიათად, განქორწინებითაც მთავრდება.
მართალია თუ არა ეს, მოღალატე მამაკაცებს უნდა ჰკითხოთ, რომელთა  42 პროცენტი ამტკიცებს, იმიტომ ვუღალატე, რომ თავს სასურველად აღარ ვგრძნობდიო. პრინციპში, ეს არგუმენტი მოღალატე ქალებს უფრო შეეფერებათ.
ღალატის შემდეგ სინდისის ქენჯნას გრძნობს მოღალატე ცოლების 50 პროცენტი და მოღალატე ქმრების 40 პროცენტი, დანარჩენები კი ფიქრობენ, რომ ეს პარტნიორის ბრალი იყო.
საყურადღებო დეტალი: მოღალატე ცოლებისა და ქმრების 49 პროცენტი ერთხელ ჩადენილი ღალატის შემდეგ ნანობენ თავიანთ საქციელს და ცდილობენ, აღარ გაიმეორონ იგივე,  თუმცა, კაცების მხოლოდ 22 და ქალების 15 პროცენტი მაინც განაგრძობს პარტნიორებისთვის რქების დადგმას.

იჩხუბეთ? – არაფერია...
ყველა წყვილი, ყველა ცოლ-ქმარი ჩხუბობს – ამაში არც განსაკუთრებულია რამე და არც უჩვეულო. გააჩნია, მიზეზსო, – იტყვით თქვენ, თუმცა, ზოგადად, იმდენად მიზეზს არ აქვს მნიშვნელობა, რამდენადაც სურვილს, მოაგვაროთ პრობლემა და აღმოფხვრათ ურთიერთობაში გაჩენილი ხარვეზი...
დავუშვათ, მეუღლემ გიღალატათ, ან, სერიოზული ეჭვი გაქვთ, რომ გიღალატათ. არაბუნებრივია, თუ აფექტის მდგომარეობაში „შიშველი“ ემოციებით იხელმძღვანელებთ, რადგან, შედეგმა შესაძლოა იყოს ის, რომ სანანებლად გაგიხადოთ საქმე. ნუ ჩავარდებით დეპრესიასა და უკიდურესობებში; ნურც საკუთარ თავში ჩაიკეტებით და ნურც იმის დამტკიცებას ეცდებით, რომ ყველა სხვა ქალზე უკეთესი ხართ, განსაკუთრებით კი იმ „არსებაზე“, რომელთანაც, სავარაუდოდ, ქმარმა გიღალატათ. ჯერ მიიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილება: გინდათ ოჯახის შენარჩუნება თუ არა. აი, აქედან უნდა გამოხვიდეთ და ამ გადაწყვეტილებით იხელმძღვანელოთ. გასაგებია, რომ ურთულესია წყენის დავიწყება, მაგრამ, თუ ამას არ გააკეთებთ, ისევ საკუთარ თავს ავნებთ. ცნობილმა ფსიქოლოგმა რაგნარ ბეერმა დაამტკიცა წყენისა და გულისტკენის პირდაპირი კავშირი უამრავ დაავადებასთან, მათ შორის, ყელის დაავადებებთან, კუჭის წყლულთან და ონკოლოგიურ დაავადებებთანაც კი.
დამშვიდდით აუცილებლად! – ეს უმთავრესია, რაც დაუყოვნებლავ უნდა გააკეთოთ.  მოღალატის დეტალებში გამოტეხვა უფრო თვითგვემაა და არ ღირს ამის გაკეთება, არც მოღალატეში სინდისის ქენჯნის პროვოცირებაა საჭირო. თქვენი სიჩუმე გაცილებით დიდი სასჯელი იქნება მისთვის, ვიდრე ისტერიკა და სკანდალი. მოკლედ, თუ აპირებთ, რომ აპატიოთ და შეურიგდეთ, დაიმშვიდეთ თავი. კი ბატონო, თუ ვერ ითმენთ, იჩხუბეთ, ეს არაფერია, ოღონდ, მხოლოდ ერთხელ და დაამთავრეთ... რეციდივისგან დაზღვეული არავინაა, მაგრამ, წინასწარ ხომ არ ინერვიულებთ იმის გამო, რაც შესაძლოა, არც მოხდეს?!

გეგმა უტყუარი, საიმედო...
ქალებს, მამაკაცებთან შედარებით, უამრავი უპირატესობა გვაქვს, მაგრამ, ჩვენი შესაძლებლობების მეათედსაც კი ვერ ვიყენებთ (შეიძლება, არ ვიყენებთ). მაგალითად, გვავიწყდება, რომ რეალისტები უნდა ვიყოთ და გული ცუდი მრჩეველია; რომ ზოგჯერ ძალიან ვიზღუდავთ თავს მაშინ, როცა ეს საჭირო სულაც არ არის და სრულიად უაზროდ ვხდებით ლოიალურები... მოკლედ, არ გვაქვს სამოქმედო გეგმა და ეს მხოლოდ ჩვენი ბრალია.
არის ჩვენს ცხოვრებაში მომენტები, რომლებიც, უბრალოდ, უნდა გადაიტანო. თუ პირველ ჯერზე ეს ძალიან მტკივნეული იქნება, მომავალში იმუნიტეტს გამოიმუშავებთ და აღარ გაგიჭირდებათ.
თუნდაც დღეს ძალიან გიჭირდეთ და გტკიოდეთ, ხვალ ან ზეგ აუცილებლად გაგივლით. არ ხდება ისე, რომ სულ გტკიოდეთ ან სულ გიხაროდეთ. ცხოვრება ხანდახან უსიამოვნო სიურპრიზებითაც გვანებივრებს და, მოაზროვნენი ამბობენ, იმიტომაც არის ის მშვენიერიო... ერთი სიტყვით, იფიქრეთ გეგმაზე და იყავით მშვიდად... გონივრულად მოფიქრებული კარგი გეგმა ყველაზე საიმედო გარანტიაა ბედნიერებისა.

скачать dle 11.3