კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის საშიში მცენარის მტვრის მიმართ ალერგიის უყურადღებოდ დატოვება


მცენარეების ყვავილობასთან ერთად, ალერგიულ ადამიანებს ეწყებათ დისკომფორტი. პოლინოზი მცენარეთა მტვრის მიმართ ალერგიული რეაქციაა. მისი სიმპტომებია: სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსის ანთება, სურდო, თვალის ჩასისხლიანება და წვა, ყელის ტკივილი, ხველა. ავადმყოფის რეაქცია, სამწუხაროდ, ამით არ ამოიწურება. ზოგ შემთხვევაში ვითარდება ჭინჭრის ციება, ქსოვილის შეშუპება, ასთმა, ხშირად კი, შესაძლოა, პოლინოზი სერიოზულ ქრონიკულ დაავადებაში გადაიზარდოს.
ნებისმიერი ალერგია იმუნური სისტემის რეაქციაა ამა თუ იმ ალერგენის მიმართ. იმუნიტეტი კი ადამიანის ორგანიზმს იცავს ვირუსებისა და ბაქტერიებისგან. ის, ასევე, მკვეთრად რეაგირებს ნებისმიერ გამღიზიანებელზე. როცა ადამიანი ალერგენებთან კონტაქტს ამყარებს, იმუნური სისტემა ამზადებს ანტისხეულს, კერძოდ E იმუნოგლობულინს, რომელიც აიძულებს უჯრედებს, გამოიმუშაონ ჰისტამინი და სხვა ნივთიერებები, რაც ალერგიულ სიმპტომებს იწვევს. თუ ჰისტამინი ცხვირის ქსოვილში გამოიყოფა, იწყება სურდო, თუ ფილტვებსა და ბრონქებში – ასთმა; კანის ქსოვილში ჰისტამინის გამოყოფის დროს – ჭინჭრის ციება, ნაწლავებში კი – კვებითი ალერგია.
ზოგადად, ალერგიას იწვევს ცილა, რომელიც მტვრის შემადგენლობაშიც შედის. ეს ცილა კვების პროდუქტებშიც გვხვდება, ამიტომ, პოლინოზი ხშირად კვებით ალერგიასთანაა კავშირში. განსაკუთრებით აქტიური კვებითი ალერგენებია: კაკაო, კვერცხი, შოკოლადი, ყავა, რძე, თევზი, ბანანი, თაფლი, ჰალვა, ციტრუსები, მიწის თხილი, მარწყვი და ასე შემდეგ.
ალბათობა იმისა, რომ ყვავილთა მტვრის ან კვებითი პროდუქტების მიმართ ალერგია დროთა განმავლობაში გაივლის, ილუზიაა. შორს წასული და უყურადღებოდ დატოვებული პოლინოზი, ზოგ შემთხვევაში, ახალი სიმპტომებით ვლინდება – ყალიბდება ასთმა, ამიტომ მისი მკურნალობა დროულად და შესაბამის სპეციალისტთან უნდა მოხდეს.

ყოველდღიურად სვით კიტრის წვენი
კიტრი შეიცავს დაახლოებით 40 პროცენტამდე კალიუმს, 10 პროცენტამდე ნატრიუმს, 7 პროცენტამდე ქლორს. ის კარგი შარდმდენი საშუალებაა. კიტრი საუკეთესო სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა, კერძოდ, აძლიერებს გულსა და სისხლძარღვებს, აუმჯობესებს კანისა და თმის ხარისხს.
კიტრისა და სტაფილოს წვენის ნარევი კარგად მოქმედებს რევმატიულ დაავადებაზე, რომელიც ვითარდება ორგანიზმში შარდის მჟავის არსებობის დროს. კიტრისა და სტაფილოს წვენს დაუმატეთ მცირე რაოდენობით ჭარხლის წვენი და ამით გააძლიერეთ მისი ეფექტი.
კალციუმის მაღალი შემცველობის გამო, კიტრი სასარგებლოა მაღალი და დაბალი არტერიული წნევის დროს. კიტრის წვენს ხალხურ მედიცინაში იყენებენ კბილებისა და ფრჩხილების დაზიანების დროსაც. თმაზე მისი გადავლება კი თმის ცვენას აჩერებს.
მიოკარდიუმის დროს კიტრის წვენის სმა შეუცვლელია. ის ასევე, ამშვიდებს ნერვებს, აფერხებს ათეროსკლეროზის განვითარებას, აუმჯობესებს მეხსიერებას. დალიეთ ყოველდღე 100 მილილიტრი კიტრის წვენი. შეგიძლიათ, მას თანაბარი რაოდენობით შეურიოთ ვაშლის, პომიდვრის ან მოცხარის წვენები, რომ მისი სამკურნალო თვისებები კიდევ უფრო გააძლიეროთ.

აუცილებლად შეიტანეთ რაციონში ხორბალი და მცირე დოზით არაყი
მარცვლოვანი კულტურები ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, ვიტამინებს, ფერმენტებს, ბუნებრივ სტიმულატორებს შეიცავენ, რომლებიც ააქტიურებენ უჯრედების ზრდას. ისინი მდიდარია მცენარეული ცილებით, ნახშირწყლებით, ცხიმებითა და უჯრედისით.
კარგად გარეცხილი და გარჩეული 50 გრამი ხორბალი ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით წყალი ისე, რომ დაიფაროს. დაახურეთ თავსახური და დადგით თბილ ადგილას 24 საათის განმავლობაში. მარცვალი რომ გაღვივდება, წყალი გადაღვარეთ, მარცვლები გააშრეთ, დაფქვით და გადაწურეთ. დაამატეთ შაქარი ან მარილი გემოვნებით, ასევე, შეგიძლიათ გემოვნების მიხედვით დაუმატოთ დაჭრილი ვაშლი, ბანანი, მსხალი, გარგარი, ქიშმიში და ისე მიირთვათ. ასეთი სახით მიღებული საკვები დანამატი ადამიანის ორგანიზმს გაჯანსაღებაში უწყობს ხელს.
აგრეთვე, სასარგებლოა გარკვეული ალკოჰოლიანი სასმლის მცირე დოზით მიღება. სამკურნალო თვისებები აქვს ღვინოს, ლუდსა და არაყს. მცირე დოზით მიღებული არაყი ააქტიურებს ორგანიზმს, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, განაპირობებს ორგანიზმის ყველა ორგანოს სისხლით მომარაგებას, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, ხსნის ორგანიზმში ნერვულ დაძაბულობას, ამაღლებს გუნება-განწყობას. ასევე, დაბლა სწევს ქოლესტერინის დონეს.

რომელ დაავადებებს
უხდება კარტოფილი
თუ ყოველდღე მიირთმევთ კარტოფილს, ამით ამარაგებთ ორგანიზმს აუცილებელი და შეუცვლელი ამინომჟავებით, განსაკუთრებით კი ლიზინით, ნახშირწყლებით, მინერალური ნივთიერებებითა და ვიტამინებით. სრულფასოვანი კვებისთვის საკმარისია, მიირთვათ დღეში 100 გრამი კარტოფილი.
კარტოფილის წვენით კი, უძველესი დროიდან, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულს კურნავდნენ.
კიდურების შეშუპების დროს,  გაფცქვენით უმი კარტოფილი და გახეხეთ. მიღებული მასა დაიდეთ შესიებულ ადგილას, შეიხვიეთ და ოცი წუთით დაიტოვეთ.
თუ ჰიპერტონია გაწუხებთ, ხშირად ჭამეთ აირღუმელში კანიანად შემწვარი კარტოფილი, ოსტეოქონდროზის დროს კი კარგია გახეხილი კარტოფილისა და თაფლის ნარევის კომპრესი, რომელსაც ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს.
თუ თავი გტკივათ ან გული გერევათ, დღეში 2-ჯერ დალიეთ ნახევარი ჩაის ჭიქა უმი კარტოფილის წვენი. თუ ორგანიზმის წიდებისგან გაწმენდა გსურთ, კარტოფილის წვენს შეურიეთ სტაფილოსა და ნიახურის წვენიც.

ალერგიული ადამიანები  საფუარით გამომცხვარ პურს უნდა მოერიდონ
პური ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პროდუქტია. ის აკმაყოფილებს საჭირო კალორიების დაგროვების 30 პროცენტს, B ჯგუფის ვიტამინებზე მოთხოვნის 60 პროცენტს, ფოსფორის, მარილისა და ნახშირწყლების აუცილებელი რაოდენობის 50 პროცენტს.
ჭვავის პური დაბალკალორიულია, ამასთან, მდიდარია B1, B3 ვიტამინებით, ფოლიუმის მჟავით, რკინით.
გაცილებით სასარგებლოა მეორე ხარისხის ხორბლის ფქვილისგან გამომცხვარი პური, ვიდრე უმაღლესი ხარისხის ხორბლისგან გამომცხვარი.
საფუარით გამომცხვარი პურის ჭამა ეკრძალებათ მათ, ვისაც თირკმელები, ნაღვლის ბუშტი, სანაღვლე გზები, სოკოვანი დაავადებები და ალერგია აწუხებთ. დიაბეტიანმა ადამიანმა კი აუცილებლად უსაფუარო პური უნდა ჭამოს.
ახალგამომცხვარი პური ეკრძალებათ გასტრიტისა და კოლიტის დაავადების მქონე ადამიანებს.
ჯანსაღი კვებისთვის ყველაზე სასარგებლო საკვებია ბოჭკოებით გამდიდრებული პური, რომელსაც ხორბლის ჩენჩო, ღერღილი და მსხვილად დაფქული მარცვლეული შეიცავს. საკვები ბოჭკოები შეიწოვს მავნე ნივთიერებებს და შემდეგ ადვილად გამოდევნის ორგანიზმიდან მათ.
მსხვილად დაფქული ხორბლის პური ნაკლებკალორიულია და რეკომენდებულია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ჭარბი წონა და გულის დაავადებები აწუხებს, ასევე, კარგია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის გასაუმჯობესებლად.
უმარილო პური სასარგებლოა თირკმელებით, ჰიპერტონიით, გულ-სისხლძარღვთა სისტემით დაავადებულთათვის.
დაახლოებით 100 გრამი პური ვიტამინებისა და მიკროელემენტებზე ადამიანის ორგანიზმის დღიურ მოთხოვნილებას 40-50 პროცენტით აკმაყოფილებს, ამიტომ, არ შეიძლება მენიუდან ამ პროდუქტის მკაცრად გამორიცხვა და წონის დაკლების მიზნით მასზე უარის თქმა.

ქაცვი – სიმსივნის წინააღმდეგ
ქაცვის ნაყოფი მდიდარია პოლივიტამინებით. მასში დიდი რაოდენობითაა შაქარი, ორგანული მჟავები, ვიტამინები: A1, B1, B2, C, E, კაროტინი, თიმინი და რიბოფლავინი. ქაცვის ქერქი შეიცავს სეროტონინს, რომელიც ებრძვის სიმსივნის განვითარებას.
ქაცვი გამოიყენება სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. ნაყოფის ნახარშს ხალხურ მედიცინაში იყენებენ კუჭის დაავადების დროს; ტოტებისა და ფოთლების ნახარშს – კუჭის აშლილობისას, თესლის ნახარშს კი – როგორც საფაღარათო საშუალებას.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ და დამწვრობის დროს კარგია ქაცვის ზეთი. ის მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, ხელს უწყობს უჯრედების ეპითელიზაციის პროცესს, აქვს ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. მისი მიღება რეკომენდებულია ეროზიული და წყლულოვანი პროქტიტების, ნახეთქების, კატარული და ატროფირებული პროქტიტების, ბუასილის, ქრონიკული ენტეროკოლიტის, ქრონიკული ტონზილიტისა და პაროდონტოზის მკურნალობის დროს. ქაცვის ზეთის დალევა კარგია სიმსივნეთა მკურნალობის დროს ჩატარებული ქიმიოთერაპიის პარალელურად – 1 სადილის კოვზი, დღეში 3-ჯერ.
ქაცვის ნაყოფის ნახარში კუჭის დაავადებას კურნავს, კერძოდ: 3 სადილის კოვზ ნაყოფს დაასხით ნახევარი ლიტრი ცხელი წყალი, ადუღეთ 10 წუთი ნელ ცეცხლზე, გადაწურეთ, დაუმატეთ გემოვნებით თაფლი და დალიეთ დღეში 3-ჯერ, უზმოზე.
ტოტებისა და ფოთლებისგან კი, ნახარში ასე მოამზადეთ: 1 სადილის კოვზ წვრილად დაჭრილ ფოთლებსა და ტოტებს დაასხით ნახევარი ლიტრი ცივი წყალი და 5 წუთი ადუღეთ. შემდეგ გადმოდგით, გააცივეთ, გადაწურეთ და მიიღეთ დღეში რამდენჯერმე.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობისთვის, ქაცვის ზეთი დალიეთ, 1 ჩაის კოვზი, დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ, ერთი თვის განმავლობაში.

скачать dle 11.3